მთავარეპისკოპოსი მოსე (ერისკაცობაში — მათე მიხეილის ძე ბოგდანოვ-პლატონოვი; დ. 1783 — გ. 13 ივლისი, 1834) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1832 წლის 12 მარტიდან — 1834 წლის 13 ივლისამდე.
დაიბადა 1783 წელს კალომენის ეპარქიაში, სწავლობდა სლავიანო-გრეკო-ლათინურ აკადემიაში, 1801 წელს ტროიცკის მონასტრის სემინარიაში. 1808 აღიკვეცა ბერად. 1814 წელს დაამთავრა აკადემია და მიიღო მაგისტრობა და დაინიშნა აკადემიის ბაკალავრად. 1817 წლიდან იყო კიევის სემინასრიის რექტორი, და კიევის ბრატსკის მონასტრის არქიმანდრიტი. 1819 წლიდან პირველი კიევის რექტორი იყო. 1822 წელს აკადემიაში მოღვაწეობის გამო მიენიჭა სადაც მიიღო ღვთის-მეტყველების დოქტორის ხარისხი. 1824 წელს დაინიშნა სტარორუსის ეპისკოპოსად, ნოვგოროდოს მიტროპოლიისა, ხოლო 1827 წელს – ეპისკოპოსი ვოლოგდისა. 1828 წელს გადაიყვანეს პირველ ეპისკოპოსად ახლადგახსნილ სარატოვის ეპარქიაში. 1832 წელის 12 მარტიდან ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგსარქოსი, უწმიდესი სინოდის წევრი.
გარდაიცვალა 1834 წლის 13 ივლისს (სავარაუდოდ, ქოლერისგან). დასაფლავებულია სიონის ტაძარში. მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ექსარხოს მოსეს სახსოვრად დადგა ქანდაკება, კონსტანტინოპოლიდაან საგანგებოდ ჩამოტანილი მარმარილოსაგან. ექსარქოს მოსეს მიერ შექმნილია ქართული საეკკლესიო გალობის ბევრი ნიმუში, რისთვისაც ის კრიბავდა საუკეთესო მგალობლებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. მოსეს თვითონ გადაჰყავდა ხმები და ტონები ნოტებზე. შეისწავლა ოსური ენა და შეადგინა "Опыт грамматики осетинского языка", რომელიც, გარდაცვალების გამო ვერ დაასრულა.