სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
6.6 ისიდორე (ნიკოლსკი) 1844-1858 საქართველოს ეგზარქოსი ტულა რუსეთი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

6.6 ისიდორე (ნიკოლსკი) 1844-1858 საქართველოს ეგზარქოსი ტულა რუსეთი

მიტროპოლიტი ისიდორე (ერისკაცობაში — იაკობ სერგეის ძე ნიკოლსკი; დ. 12 ოქტომბერი [ძვ. სტ. 1 ოქტომბერი] 1799, სოფ. ნიკოლსკი, კაშირის მაზრატულის გუბერნია — გ. 19 აგვისტო [ძვ. სტ. 6 აგვისტო] [1]1892) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მწერალი, ბიბლიის სინოდალური თარგმნის ერთ-ერთი მოქმედი მონაწილე. საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი 1844-1858 წლებში.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. განათლება ტულის სასულიერო სემინარიაში მიიღო, სადაც სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს სამუშაოდ. მას მინიჭებული ჰქონდა დოქტორის წოდება. 1844 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. დიდ ყურადღებას უთმობდა "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობას. მისი ინიციატივით 1851 წელს ხელახლა გაიხსნა საეკლესიო კათედრა აფხაზეთში, დაარსდა სასულირო სასწავლებელი ოზურგეთში. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქალთა სასულიერო განათლებას. იყო ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიაში "მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი სახოგადოების" შექმნისა. ხელს უწყობდა საეკლესიო-სამონასტრო მიწების ხაზინისათვის გადაცემას (სეკულარიზაცია). 1849 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა ბიბლიის ქართული თარგმანის შემსწორებელი პირველი კომიტეტი (მონაწილეობდა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი). მან საქართველოში 13 წელი იმსახურა, რისთვისაც 1845 წელს მიიღო წმინდა ვლადიმერის ორდენი, ხოლო 1850 წელს ბრილიანტის ჯვარი. 1858 წელს მას მიენიჭა მიტროპოლიტობა და გადაიყვანეს კიევში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0