სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 7926

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
7.7 ეფრემ II სიდამონიძე 1960 – 1972 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დოესი კასპი ქართლი

1076       ბეჭდვა

7.7 ეფრემ II სიდამონიძე 1960 – 1972 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სოფ.დოესი კასპი ქართლი

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში — გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე; სოფ. დოესი კასპი დ. 19 ოქტომბერი1896 — გ. 7 აპრილი1972) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში.

თორმეტი წლის იყო გრიგოლი როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა. 1912 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაცია მისცა წარჩინებულ კურსდამთავრებულ გრიგოლ სიდამონიძეს თბილისის საულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სპეციალურად გასანთლულ ეტრატზე ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ხელის მომწერტა შორის იყვნენ შიო და გრიგოლ სიდამონიძეები. ამის შემდეგ გრიგოლის მამამ სამი თვე იცოცხლა, იგი 1917 წელს გარდაიცვალა.

გრიგოლ სიდამონიძე ატიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში, შემდეგ იყო მორჩილი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ისა. 1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 წლის 17 იანვარს აღიკვეცა ბერად ეფრემის სახელით. 1923 წლის 14 იანვარს ბერ-მონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელ-მონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა კურთხევით მღვდელ-მონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის მიერ არქიმანდრიტი ეფრემი გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს დროებითი მმართველობის თავჯდომარის — მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხსში. არქიმანდრის ეფრემის კურთხევას სვეტიცხოველში დაესწრნენ: მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) და ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 1927 წლის 2 ოქტომბერს საკათალიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნვის შესახებ. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იგი ჯერ იწოდებოდა მანგლელად, შემდეგ ნინოწმინდელად, ხოლო 1927 წლის 17 ოქტომბრიდან ალავერდელად. ქვეყანაში უკიდურესად გააქტიურებული იყო ათეიზმი, იმ დონემდე რომ ალავერდელი ეპისკოპოსი ეფრემი იძულებული იყო დაბრუნებულიყო თბილისში და ეთხოვა სინოდისთვის თბილისის რომელიმე ტაძრის მღვდლად ყოფნა. საკათალიკოსო სინოდმა შექმნილ ვიტარებაში შესაძლებლად მიიჩნია როგორც გამოანკლისი ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნათ წმ. ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად. 1930 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველად. 1932 წლის 13 ოქტომბერს მას ამტკიცებენ ურბნისის ეპარქიის მმრთველად. 1937 წლის 10 დეკემბერს ეპისკოპოსი ეფრემი დაპატიმრებული იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი, და სამეულის გადაწყვეტილებით (მუხლი №58,11), გადაასახლეს ციმბირში, სადაც გაატარა უმძიმეს ფიზიკურ შრომაში რვა წელი. 1944 წლის 2 ივლისს ის გაანთავისუფლეს. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.


1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. მეორე დღესვე შეიკრიბა წმიდა სინოდი. სინოდის სხდომა გახსნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (იაშვილი), რომელიც წინადადებით შემოვიდა რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ აერჩიათ მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 21 თებერვალს, კვირას მოხდა მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული საპატრიარქო 1923 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში იყო. კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია სიონის ტაძრის გვერდით სულ ოთხი ოთახისაგან შედგებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემმა არაერთხელ მიმართა მთავრობას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის დაბრუნების, ან ახლის აშენების ნებართვაზე. უწმიდესის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, 1962 წლის 30 ივლისს გაეცა ნებართვამცხეთის სამოძღვრო კურსების გახსნის შესახებ, რომლის დირექტორად მაშინდელი შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა.

იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


კობა ქარელი, ნიკო ოდიაშვილი, მიშა ქარელი, იაკობ ჩიხლაძე, ბორის კალატოზიშვილი

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0