სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი სიდამონიძე 1896-1971წწ გენერალ-მაიორი (1923). ჩინეთის გენერალი დაბ. გორი ქართლი

1896-1971 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი სიდამონიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

414       ბეჭდვა

გიორგი სიდამონიძე 1896-1971წწ გენერალ-მაიორი (1923). ჩინეთის გენერალი დაბ. გორი ქართლი

გიორგი (იური) კონსტანტინეს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ. გორში  გარდაიცვალა 22 მაისი, 1971 სან ფრანციკო ა.შ.შ. (74 წლის ასაკში).


დაამთავრა ტფილისის პრაპორშჩიკთა პირველი სკოლა (1915). მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, შტაბს–კაპიტნის ჩინით მსახურობდა 299–ე ქვეით პოლკში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის (მახვილებით) ორდენით.


1918 წელს, სამოქალაქო ომის დროს,  გიორგი სიდამონიძე შეუერთდა თეთრ მოძრაობას. იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე. ამავე წლის ივნისიდან ფელდფებელის წოდებით მსახურობდა ქალაქ უფაში I სახალხო პოლკის ოფიცერთა ასეულში (შემდგომში  – უფის XIII მსროლელი პოლკი). 1918 წლის 31 აგვისტოს მიენიჭა კაპიტნის, ხოლო 1919 წლის 13 აგვისტოს პოდპოლკოვნიკის წოდება. ამავე წლის 15 დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა უფის XIII მსროლელ პოლკს. მონაწილეობდა ციმბირის ე. წ. „დიდ ყინულოვან“ ლაშქრობაში. 1920 წლის 12 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ამავე წლის 18 მარტიდან მეთაურობდა უფის IV მსროლელ პოლკს, ხოლო 15 ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა უფის II დივიზიას, რომელთან ერთადაც მოიარა იმიერბაიკალი და გავიდა  ზღვისპირეთში. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა მსროლელთა IV პოლკს უფაში, მონაწილეობდა თეთრი არმიის ხაბაროვსკის ლაშქრობაში გენერალ მოლჩანოვის ხელმძღვანელობით და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. 1922 წლის 12 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა უფის ქვეით დრუჟინას (სექტემბრიდან – ბატალიონი).

1922 წლის 2 ნოემბერს გიორგი სიდამონიძე, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა. ემიგრაციაში მანჯურიაში, ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს შევიდა მარშალ ჩჟან ცო ლინის არმიაში. სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადა ჩააბარეს. 1924–1928 წლებში მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში. 1927 წლის ბოლოს დაინიშნა რუსული ჯგუფის ბაზაზე შექმნილ 109–ე ცალკეული ბრიგადის მეთაურად. 23 წელი იმსახურა გენერალმა სიდამონიძემ „მანჩჟოუ–გოს“ არმიაში. მეთაურობდა ქვეითთა გაერთიანებულ ძალებს. ჩინეთის არმიაში მას „გენერალ სი და მას“ სახელით იცნობდნენ.

მარშლმა ჩჟან ცუ ჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს „უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. თავის გამოსვლაში მარშალმა განაცხადა: „ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯილდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის“. 

1945 წელს, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს, გიორგი სიდამონიძე ქალაქ შანხაიში გადაბარგდა. აქ იგი დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით. შედიოდა „რუსეთის საერთო–საჯარისო კავშირში“ და იყო რუსი ემიგრანტების საქმეთა ბიუროს წევრი.

1949 წელს შანხაიდან რუსების სასწრაფო ევაკუირება დაიწყო. გენერალი სიდამონიძე აშშ-ში გადავიდა. გარდაიცვალა 1971 წლის 22 მაისს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. იქვე დაკრძალეს

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000306/

Гео́ргий Константи́нович Сидамони́дзе (Сидомонидзе), также Юрий СидамонидзеГеоргий СидомонидзеСи Да Ма (груз. გიორგი სიდამონიძე26 декабря 1896, Гори — 22 мая 1971, Сан-Франциско, США) — деятель белого движения в Сибири. Полковник русской армии (1920 год). Генерал китайской армии (1923 год).

Выходец из грузинского княжеского рода, отделившегося от рода князей Эристовых-Арагвских в начале XVIII века и принявшего фамилию Сидамонидзе во второй половине того же века.

Окончил 1-ю Тифлисскую школу прапорщиков (1915 год). Участник Первой мировой войны, штабс-капитан 299-го пехотного полка.


https://warspot.ru/10640-hozyaeva-podnebesnoy-soldat-hrista-v-soyuze-s-bolshevikami




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 2



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0