დაიბადა 18 ნოემბერი, 1897 დაბადების ადგილი: სოფელი წალენჯიხა.
დაამთავრა კერძო გიმნაზია ქუთაისში 1914 წელს. 1915 წელს სწავლა დაიწყო მოსკოვის გურიეს უმაღლეს ქალთა კურსების ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ უსახსრობის გამო მესამე კურსიდან სწავლას თავი დაანება და სამშობლოში დაბრუნდა.
1925 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში და რუსულ ენაზე თარგმნიდა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. მათგან აღსანიშნავია: კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" (1942), ა. ყაზბეგის "რჩეული" (ორ ტომად 1948), ვაჟა-ფშაველას "რჩეული" (1957), ე. ნინოშვილის "რჩეული", რ. გვეტაძის "მოთხრობათა კრებული" (1947), რ. ბეჟანიშვილის "სამამულე რქა" (1961), ო. იოსელიანის "ვარსკვლავთცვენა" (1963), გ. აბაშიძის "ლაშარელა" (1968), ს.ს. ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში: (1969) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.57
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014917/