სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 6801

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები
სამაჩაბლო
დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე 1967-2008 41 სამაჩბლო წლის სოფ.რატევანი ბოლნისი

526       ბეჭდვა

დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე 1967-2008 41 სამაჩბლო წლის სოფ.რატევანი ბოლნისი

ნოდარ დევნოზაშვილი – სერჟანტი, მხედრული მამაცობის მედლის მფლობელი. დაიბადა 1967 წელს. დაიღუპა 2008 წელს.

წუთი-წუთზე ბრძანებას ელოდა, კოპიტნარში რომ წასულიყო დაჭრილების წამოსაყვანად, როცა მტერმა მარნეულის დაბომბვა დაიწყო და… თავად გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი… ნოდარ დევნოზაშვილი 1967 წელს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ბოლნისის რაიონში, სოფელ რატევანში. ოჯახში 4 შვილი იზრდებოდა. რვა კლასი რატევანის სკოლაში დაამთავრა, სწავლის გაგრძელება აღარ უფიქრია, მართვის მოწმობა აიღო. მალე ჯარშიც გაიწვიეს და 2 წელი მონღოლეთში მსახურობდა. 25 წლის იყო თავის მომავალი მეუღლე რომ გაიცნო. ლალი ღარიბაშვილი, მეუღლე: `ნოდარი ჩემი მამიდაშვილის ოჯახში გავიცანი, მისი ძმაკაცი იყო. ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო, პირველი დანახვისთანავე მოვწონებივარ… მერე ყოველდღე მაკითხავდა დმანისში, `06~ მარკის ჟიგული ჰყავდა, თავისი შრომით შეძენილი… გაცნობიდან 6 თვის შემდეგ დავქორწინდით…~ პირველად გოგონა შეეძინათ, შემდეგ ორი ვაჟი. `მნიშვნელობას არ ანიჭებდა პირველი ბიჭი შეგვეძინებოდა თუ გოგო… გოგოზე ამბობდა, აქვე, ჩვენ სოფელში უნდა გავათხოვოო, ბიჭებიც გვერდში უნდა ვიყოლიოო… ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან, არ მახსოვს მათთვის დაეყვიროს. ძალიან უნდოდა მესამე შვილის ყოლა. ძალიან გაიხარა, რომ შეგვეძინა, ამბობდა ჭიდაობაზე უნდა შევიყვანოო, მოჭიდავე უნდა გავხადოო… მამამისი გაიღვიძებდა თუ არა, პატარა ბიჭიც წამოხტებოდა, რომ მანქანაში ჩახტომოდა… ბავშვობიდან უნდოდა ჯარში მუშაობა. ოცნება ჰქონდა, ჯარის ფორმით ევლო, მაგრამ მე ძალიან ვუშლიდი ჯარში შესვლას. 3 შვილი მყავდა და არ მინდოდა ჯარში ყოფილიყო… ახლობელს სთხოვა დახმარება, შემოვალ ჯარში, რაღაც დაძაბულობაა და რა იცი, რაში გამოვადგე ქვეყანასო… 2007 წლის დეკემბრიდან წავიდა ჯარში სამუშაოდ… ბოლნისის სამხედრო ნაწილის მძღოლი იყო. ბოლოს, სიტუაცია რომ დაიძაბა, სახლში თითქმის ვეღარ მოდიოდა, სულ ბაზაზე იყო… 6 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა. დედაჩემმა დაგვპატიჟა, ჩემთან მოდით, მე გადაგიხდიო… ნოდარი სამსახურიდან მოვიდა, მომილოცა, მერე დედაჩემთან წავედით… ღამის 3 საათზე გამოიძახეს. რომ გადიოდა თქვა, ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდაო. ჩავეკითხე, რა-მეთქი, არაფერიო, მითხრა და გავიდა… 7 აგვისტოს ვურეკავდი, გამორთული ჰქონდა, თანამშრომლებთან დავიწყე რეკვა, ყველას გამორთული ჰქონდათ… მერე ჩვენს მეზობელთან, თავის თანამშრომლის შვილთან დარეკა, გადადი ჩემს ცოლს უთხარი, საჭმელი მომიმზადოს, ჩამოვალ და წავიღებო… მოვუმზადე, მართლაც ერთ საათში მოვიდა, საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, რომ ვკითხე, ხომ მშვიდობაა- მეთქი, არაფერი მიპასუხა, ფული დამიტოვა და წავიდა… 8 აგვისტოს დილით დავურეკე, მარნეულში ვარ, კოპიტნარში უნდა წავიდე და არ დამირეკო, თვითონ დაგირეკავო. მას მერე ვეღარ დავუკავშირდი… ~ ლალიმ მერე ტელევიზიიდან გაიგო, რომ მარნეულის ბაზა დაიბომბა, მაგრამ გულს არ გაიკარა, იმედს ჩაებღაუჭა, რომ ამ დროს მისი მეუღლე კოპიტნარში იქნებოდა წასული უკვე… არადა ჯერაც მარნეულში იყო, მისი მანქანა თვითმფრინავებთან მდგარა. ბრძანებას ელოდა, რომ კოპიტნარში წასულიყო. მანქანაში იჯდა. ერთ- ერთ ჯარისკაცს უთქვამს, გადმოდი, ვაზიანი დაუბომბავთ, ჩვენც არ დაგვბომბონო. არ გადმოსულა… ლალი: `ბომბი იყო მანქანაზე დაცემული… ეტყობა კარი ჰქონდა ღია, აფეთქებას გარეთ გადმოუგდია, მანქანა მთლიანად დაიწვა… საღამოს შვიდი საათი იქნებოდა ეს რომ გავიგე… მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ მიმალავდნენ, არაფერს მეუბნებოდნენ, თვითონ მივხვდი… 9 აგვისტოს დილას გადმოვასვენეთ… 40 წლის იყო რომ გარდაიცვალა, ძალიან გვიჭირს უმისოდ ყოფნა…



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 08.08.2020





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

1 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 1


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა `ცხუმი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


ბატალიონი "მონადირე" 20 მებრძოლის სია რედ. ირმა ირემაძე *

1 0


სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


გაგრის ბატალიონი აფხ.1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე *

1 0


ლესელიძის ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის სამხედრო პოლიცია 81 მებრძოლი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


აფხაზეთის ა/რ საინფ.-სადაზვერვო სამსახური რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 250-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 247-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 246-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


სამაჩაბლო


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი ლალი ცერაძე სგან

1 0