სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008წწ გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო, პოლკოვნიკი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008წწ გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო, პოლკოვნიკი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008წწ გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო, პოლკოვნიკი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008წწ გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო, პოლკოვნიკი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

1971-2008 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ელიზბარაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

607       ბეჭდვა

დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე 1971-2008წწ გარდ. 37 წლის, სამაჩაბლო, პოლკოვნიკი. დაბ. სოფ. შილდა ყვარელი კახეთი

დავით ელიზბარაშვილი ვალიკოს ძე გორკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლიდან გამოგზავნილი გაყვითლებული ბარათები, დღემდე ინახავს დედის დაბადების დღისათვის მოკრეფილ იებს. იები გახმა, მაგრამ ისინი წერილებში მაინც დევს. ომში დაღუპული შვილის, ბრძოლის ველზე დაღვრილი სისხლის, ორად გაყოფილი ზეცის სიმბოლოდ.


აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლკოვნიკის, დავით ელიზბარაშვილის დედას, მაინც ჰგონია, რომ მის ცრემლებზეც ია ამოდის, ოღონდ ამჯერად სიცოცხლის სიმბოლოდ-დავითმა ხომ სამი შვილი დაუტოვა სამშობლოს.


„ბავშვობაში ამბობდა, ბევრ შვილს გავზრდიო, სამშობლო და დედა ეყვარებათო. სულ ომობანას თამაშობდა და მუდამ იმარჯვებდა. ყველაზე დიდი გამარჯვება თურმე წინ ელოდა. ცრემლები მახრჩობს, როცა მას და სამშობლოს სხვა ჯარისკაცებს, ომის დაწყებას აბრალებენ“-ამბობს დედა, ანა ახალკაცი.

საქართველოს სამხედრო ძალების მეოთხე ბრიგადის პოლკოვნიკი სახლიდან 29 ივლისს წავიდა. ამის შემდეგ, ის ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. ახლობლებს ტელეფონით ამშვიდებდა, ეფერებოდა, ანუგეშებდა. 11აგვისტოს, დავით ელიზბარაშვილი, სხვის ნაცვლად სამხედრო დავალების შესასრულებლად წასული, ბრძოლის ველზე მოკლეს.


„ბიჭებისათვის უთქვამს, დაღლილები ხართ, დაისვენეთ, მე წავალ და მალე დავბრუნდებიო. მარტო შესულა დანაღმულ ველზე, მტერმა შეამჩნია და ყველაფერი წამებში დასრულდა. ჩემი შვილი რომ ბუჩქებში არ დაიმალებოდა, ყოველთვის ვიცოდი,“-ყვება დედა.

ახლა დავით ელიზბარაშვილს გმირის წოდება აქვს, სკოლა, რომელშიც სწავლობდა მისი სახელობისაა, ხვალაც მის საფლავზე თანამებრძოლები შეიკრიბებიან.

„სულ რაღაც 37 წლის იყო. იცხოვრა ცოტა და ძალიან ბევრი“-ამბობს ანა ახალკაცი.



10 აგვისტო. ქართული ჯარი უკან იხევს. ფხვენისი. დროის მოსაგებად ველის დანაღმვაა აუცილებელი. ველზე დასანაღმად შესულ პირველ ჯგუფს პოლკოვნიკი დათო ელიზბარაშვილი ხელმძღვანელობს.

უკან გამოსულს, ახალ ჯგუფს ჩაუყენებენ სათავეში. ამჯერად ველზე მარტო შევა. დანარჩენებს დარჩენას უბრძანებს. 11 აგვისტო. ღამის 2-ის ნახევარი. მინდვრის დანაღმვისას მტერი შეამჩნევს, „მი-24“-ის ჰაერიდან შემოტევას ხელის ტყვიამფრქვევით უმკლავდება. მაგრამ წამი და დათო ელიზბარაშვილი ველს მოეფინება... ნაწილებად.

დაიბადა ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში, 1971 წელს. მის დაბადებას ოჯახი 8 წელს ელოდა. სკოლაში რომ შეიყვანეს, ისეთი პატარა ყოფილა, ჩანთას ძლივს ერეოდა. მაგრამ ყველა კითხვაზე ნდომებია პასუხის გაცემა. „მე ყველაფერი ვიცი, მე უნდა ვთქვა“, – მისი ეს სიტყვები დღემდე ახსოვს პირველი კლასის მასწავლებელს.


აი, რუსული ენა კი დათო ელიზბარაშვილისთვის ტელევიზორს უსწავლებია. რუსული არხების ყურება-ყურებაში რუსული ისე კარგად უსწავლია, რომ, როცა სკოლიდან ლენინგრადში ექსკურსიაზე წავიდნენ, პედაგოგებს თარჯიმნობასაც კი უწევდა. შემდეგაც გამოადგა ეს ცოდნა, როცა 16 წლის ბიჭმა სწავლის გაგრძელება გორკის სამხედრო სასწავლებელში გადაწყვიტა.



პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი დაიბადა ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში, 1971 წლის 2 ნოემბერს. სწავლობდა გორკის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.  სამხედრო სამსახური გააგრძელა_თავდაცვის სამინისტროში, საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა, ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო; დავით ელიზბარაშვილი, დაიღუპა რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან რუსული ''მი-24''ის შემოტევას ემსხვერპლა. 

...ვფიცავ, რომ ერთ-ერთ პირველ რიგში ჩავდგები და დავიცავ ჩემს საყვარელ სამშობლოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მხოლოდ ჩემი და ჩემისთანების სიკვდილის შემდეგ თუ იზეიმებს მტერი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოში დარჩებიან ბავშვები, რომლებიც ჩვენზე კარგები გაიზრდებიან და შურს იძიებენ ყოველი დაღვრილი სისხლის წვეთისთვის“. - ნაწყვეტი დავით ელიზბარაშვილის წერილიდან. 

მე დავეცემი ბრძოლის ველზე მკერდგახვრეტილი

და უკანასკნელ ამოოხვრას გაჰყვება სული.

წითლად შევღებავ მწვანე ბალახს, ყვითელ ბაიას

და სამუდამოდ დასრულდება ცხოვრება ჩემი...

გადაიქროლებს ბრძოლის ველზე წყნარი ნიავი,

თმას ამიწეწავს და სახეზე მეალერსება,

თითქოს მას სურს, რომ დამიბრუნოს

სული ჩემი შორს გაფრენილი.

მე მას ვუამბობ, რაც მაწუხებს ყველაზე ძლიერ,

თუ როგორ ჩაწვნენ ბრძოლის ველზე

ქართველთ შვილები...

...და მიმატოვებს მე ნიავი უდაბურ ველზე,

უკანასკნელი მეგობარიც გზას გაუდგება,

დარჩება მარტოდ ტრიალ ველზე ცხედარი ჩემი

ცხოველთ და ფრინველთ საჯიჯგნად

და გამოსაკვებად“... - დავით ელიზბარაშვილის ლექსი.

მეუღლე, ქეთევან მირიანაშვილი: „როცა ახერხებდა, მირეკავდა. მისი ძმა წაიყვანეს რეზერვიდან და სულ იმის დარდი ჰქონდა, რომ წინა ხაზზე არ მოხვედრილიყო. მატყუებდა, ქვევით ვდგავარ, წინა ხაზზე არ ვარო. 10-ში, ღამის 12-ის ნახევარი იყო, ბოლოს რომ ველაპარაკე, გოგოც დავალაპარაკე. დილით ჩემმა მაზლმა დამირეკა, დათოსი რა ისმისო. 6 საათიდან რეკვა დავიწყე. აღარ გადიოდა, უკვე... დილით, 11-ისთვის, დამირეკა მაზლმა, დათო აღარ არისო. სადღაც 2 საათში უკვე მოასვენეს... შილდაში მამის გვერდით დავკრძალეთ. იქ ძალიან ბევრი რეზერვისტი ჩამოვიდა, მათი მშობლებიც. მადლობას უხდიდნენ... მშობლები მეუბნებოდნენ, შვილები გადაგვირჩინაო.“

ხათუნა გულიაშვილი, ნათესავი: " ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო. ბავშვობიდანვე ძალიან იყო დაინტერესებული, საომარი მოქმედებებით, ჯარისკაცის ცხოვრებით. პატარაობიდანვე წერდა, პატრიოტულ წერილებს, თემებს სამშობლოზე, ქვეყნის სიყვარულზე, მისთვის თავგანწირვაზე, ბრძოლაზე.... სკოლა როცა დაასრულა, გორკის სახელობის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, იქაც ძალიან კარგად სწავლობდა, პარალელურად ისე ენატრებოდა სამშობლო, თავისი ოჯახი ახლობლები. წერილებს აგზავნიდა ხშირად... 

თითქოს მომზადებული იყო თავისი სამშობლოსთვის საბრძოლველად, როდესაც სამხედრო პირი გახდა და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, ხშირად ვხდებოდით ხოლმე და ვხედავდი, რომ ის იყო ჩამოყალიბებული სამხედრო, რომელსაც შეგნებული ჰქონდა, რომ შესაძლებელია მისი ცხოვრება დასრულებულიყო სამშობლოსათვის, ბრძოლის ველზე და ასეც მოხდა. 

... ვის შეეწირეო, სამძიმრის სათქმელად მოსულმა ქალებმა დაატირეს... სამშობლოს, სამშობლოსათვის დაიღუპა ეს,- უცბად წელში გასწორდა და ტირილი შეწყვიტა დავითის დედამ, რომელიც რამდენიმე წამით ადრე ვეღარ აკავებდა შვილის სიკვდილით გამოწვეული სიმწრის კივილსა და ცრემლის ნიაღვარს. დიდთვალებიანი, პატარა ტანის, ციცქნა ქალია მამიდაჩემი ანა, მაგრამ იმ წუთში, მისი შვილის დასატირებლად მოგროვილ მილეთში, არავინ იყო მასზე დიდი და მასზე ძლიერი. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ძუ ვეფხივით გამეხებული, მარტო შეებმებოდა, ჩვენს ქვეყანას შემოსეულ რუსულ ურდოს. ეს სცენა არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მაშინ ვიგრძენი, თითქოს დედამ თავიდანვე იცოდა, გათხოვებიდან რვა წლის შემდეგ დაბადებულ სიყრმის შვილს სამშობლოსათვის რომ ზრდიდა - არ ეწინააღმდეგებოდა მის ლტოლვას სამხედრო საქმისკენ, სათუთად ინახავდა შვილის თითქმის წინასწარმეტყველურ ლექსებს ქვეყნისთვის თავგანწირვაზე, დღედაღამ ელოლიავებოდა გადაყვითლებულ წიგნებში შენახულ, გორკიდან გამოგზავნილ, თითქმის ნაცრად ქცეულ იებს. 

დავით ელიზბარაშვილი 2008 წლის რუსული ბოროტების შემთხვევითი მსხვერპლი არ არის, ის მზად იყო თავგანწირვისთვის, მან ეს იცოდა და საკუთარი სიკვდილი მაშინ დაუშვა, როცა დანაღმულ ველზე დავალების შესრულება მარტომ, თანამებრძოლების გარეშე გადაწყვიტა."

ლევან მირზაშვილი დავით ელიზბარაშვილის ჯარისკაცი : „ხშირად მივყავდით ძმათა სასაფლაოზე და თუ ვინმე ჰყავდა თანამებრძოლი დაღუპული, ყველას ოჯახს აკითხავდა და ჩვენც სულ გვარიგებდა, თუ მოხდა და თანამებრძოლი დაგეღუპათ, არ უნდა დაივიწყოთ, უნდა მიხვიდეთო... თუ რამე ცოდნა გვაქვს, მისგან გვაქვს ნასწავლი. როცა დანაღმულ ველზე შევდიოდით, ჯერ ხომ გვერდიდან არ გვშორდებოდა, და თუ რამეს საეჭვოს შეამჩნევდა, შანსი არ იყო, ჯარისკაცი შეეშვა, თვითონ შედიოდა, თვითონ გაანადგურებდა, რაც გასანადგურებელი იყო და მერე, უბრალოდ, პრაქტიკულად გვასწავლიდა...“ 

ილია ედიშერაშვილი, დავით ელიზბარაშვილის: „სამსახურშიც პატივისცემით გვეპყრობოდა, არც დისტანციას გვაგრძნობინებდა, სამუშაოს დამთავრების შემდეგ რომ გავიდოდით სადმე, იქ ვერც ვგრძნობდით მის მეთაურობას, იქ ჩვენი მეგობარი იყო. ერთად ვიყავით სულ“. 

ბადრი გიგუაშვილი, დავით ელიზბარაშვილის: „არასოდეს დაუყვირია ჯარისკაცისთვის. ჯარისკაცები უყვარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყველას უყვარდა...“ 

დაჯილდოებულია მედლებით: ''უმწიკვლო სამსახურისთვის''; მედლით ''საბრძოლო დამსახურებისთვის'' და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. (სიკვდილის შემდეგ)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 21.11.2023
სულ რედაქტირებულია 10

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0