ქართლის მეფე IV ს. 80–90–იან წლებში
–ლეონტი მროველის " ცხოვრება ქართველთა მეფეთა"–ს თანახმად. ვარაზ–ბაქარის სიმამრი. იყო ჭკვიანი, ქრისტეს მოყვარული და კარგი დიპლომატი. " მეფობა ესე თრდატ, მოხუცებული კეთილად". წერს მემატიანე. ააშენა ნეკრესის ეკლესია. თრდატმა სამეფო ტახტი დაიკავა, რადგან მის სიძეს დარჩა მცირეწლოვანი შვილები. ორი თრდატის ქალიშვილისაგან, ხოლო ერთი პირველი ცოლისაგან, სახელად ფარსმან, რომელსაც სამშვილდის ერისთავი ზრდიდა.
ბაკურ თრდატის ძე – ქართლის მეფე " მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით. მან ,, განაახლა არმაზნი სპარსთა შიშისთვის". ააშენა ბოლნისის სიონი.
ბაკური – ბიზანტიელი ავტორის იოანე რუფუსის (მე5 ს.) "პეტრე იბერის ცხოვრების" მიხედვით, პეტრე იბერის პაპა დედის მხრიდან. აქ დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. მკვლევარები ფიქრობენ , რომ ეს ვერსია შემდეგ უნდა იყოს შეთხზული ბაკურის შვილიშვილის , პეტრე იბერის განდიდების მიზნით. ( ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს.) ბაკურის დროს ქართლი ირანზე იყო დამოკიდებული და თვითონ იგი ირანის ჯარების სარდლად ითვლებოდა.
(თრდატის რევის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 393–405 წწ.. ვ . გოილაძე 383–395წ. გ. გ მელიქიშვილი ბაკურ თრდატის ძეს და იოანე რეფუსის ბაკურს აიგივებს. მის მეფობას ათარიღებს მე4 ს–ის 80–90 წ. ამ მოსაზრებას იზიარებს ლ. ჯანაშია, ა ბოგვერაძის აზრით იოანე რეფუსის ბაკური მეფობდა 400–410 წწ. ფარსმანის შემდეგ.
ლიტ. : ვახუშტი, მითითებული გამოცემა.
გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიური საკითხისათვის , საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ მე4 ნაკ, 1 1958.