სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით ბლიაძე ბუხუტის ძე 1985 - 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ქვიშხეთი ხაშური დავით ბლიაძე ბუხუტის ძე 1985 - 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ქვიშხეთი ხაშური დავით ბლიაძე ბუხუტის ძე 1985 - 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ქვიშხეთი ხაშური

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბლიაძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

54       ბეჭდვა

დავით ბლიაძე ბუხუტის ძე 1985 - 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ქვიშხეთი ხაშური

კაპრალი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


https://www.youtube.com/watch?v=4e5Y6YXlaFo

ის ერთი ქვიშხეთელი ბიჭი იყო. ჯარში წასვლა დედის ავადმყოფობამ გადააწყვეტინა – დედას მკერდი მოჰკვეთეს... წავიდა და... დაამტკიცა, რომ დედის ნაწოვი ძუძუ არმად არ შერგებია – მტერს თავი შეაკლა.

ავადმყოფი დედა ლოგინად ჩავარდა... თავს იმითღა ინუგეშებს, რომ მისი ვაჟი სამშობლოს შეეწირა ზვარაკად...

დავით ბლიაძე სულ 23 წლის იყო...



ბუხუტი ბლიაძე, მამა: „დათო სიყვარულითა და იუმორით სავსე ბიჭი იყო, მშრომელი, დაუზარელი... ძალიან ხალისიანი, ისე ხუმრობდა, რომ არავის წყენა არ რჩებოდა... სპორტი უყვარდა, ბავშვობაში კრივზეც დადიოდა.


თევზაობა უყვარდა, კარგად ცურავდა. ზუსტად იცოდა, სოკო როდის უნდა მოკრეფილიყო, პირველს მას უნდა მოეკრიფა. ჯონჯოლი რომ შემოვიდოდა, აუცილებლად კრეფდა და მოჰქონდა, შრომა უხაროდა. სწავლაც უყვარდა. ვერ ვიტყვი, რომ ფრიადზე სწავლობდა, საშუალო მოსწავლე იყო, სხვას არ ჩამორჩებოდა. უყვარდა წიგნის კითხვა, რომანებს ეტანებოდა. სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა, ჯერ გაკვეთილებს მოამზადებდა, მერე ბავშვებთან სათამაშოდ გავარდებოდა, გვიან საღამოს კი, რომ გვეგონა, ეძინა, წიგნს კითხულობდა, სულ 4-5 საათი ძილი ჰყოფნიდა...


არ უყვარდა ზედმეტად გადაპრანჭული გოგოები...“

სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო ვალი ოსიაურში მოიხადა. შემდეგ, რეზერვშიც წავიდა საკუთარი ნებით.

კარგი დრო იყო, კარგი პირობები და როგორ ვეტყოდი უარს, წავიდა კონტრაქტით, ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ძალიან მოსწონდა ჯარში. ამბობდა, კონტრაქტს რომ ვადა გაუვა, კიდევ უნდა გავაგრძელოო. ოჯახის შექმნაზე რომ ვეტყოდით რამეს, გვეტყოდა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, ცოლს არ შევირთავო. შეყვარებული ჰყავდა, ბოლოს წაკინკლავებულან...


ერაყში აპირებდა წასვლას, უნდოდა, რომ ოჯახი მოეწყო, დაბინავებულიყო, არ დასცალდა... სულ წელიწად-ნახევარი მსახურობდა, მერე ომი დაიწყო... ბოლოს 2 აგვისტოს ვნახეთ. სახლში იყო მოსული. დედამისისთვის კიდეც უთქვამს, მგონი, ომი იწყებაო. ჩემს მეუღლეს დაურიგებია: შვილო, ფრთხილადო. რა ფრთხილადო, სამშობლოს გულისთვის არ შევაკლავ თავსო? ომი რომ დაიწყო, იმის მერე სატელეფონო კავშირიც არ გვქონია. ტელეფონი ნაწილში ჰქონდა დატოვებული...


ომი რომ დამთავრდა და არა და არ გამოჩნდა, ნაწილში რამდენჯერმე მივედი, მეთაურიც და ჯარისკაცებიც ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ, ჩვენ მკვდარი არ გვინახავსო. იმედი გვქონდა, რომ ტყვედ იქნებოდა ჩავარდნილი. საბოლოოდ, 20 ოქტომბერს გვითხრეს დეენემის პასუხი.


მუხათგვერდიდან კი გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ, მაგრამ ხანდახან დღესაც ტყუილი მგონია. რუსთაველი ბიჭია, ლევან ჩალაძე, იმან თქვა, გზის ერთ მხარეს დათო იყო, მეორე მხარეს – მე, ვიბრძოდით, მაგრამ რუსი რომ შემოვიდა, აირია ყველაფერი და იმის მერე არ მინახავს, მეც არ ვიცი, როგორ გადავრჩიო. როგორც გარდაცვალების მოწმობაში წერია, 9 აგვისტოსაა დაღუპული ცხინვალის მისადგომებთან. დედამ დათოს დაღუპვა რომ გაიგო, ლოგინად ჩავარდა... ძნელია, თავი დაიმშვიდო, მაგრამ თავს იმითღა ვიმშვიდებთ, რომ სამშობლოს შეეწირა...“


დათო ბლიაძე გმირია, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.08.2022
სულ რედაქტირებულია 5




ბლიაძე ილარიონი სისოს ძე 1865-1931წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ბერეთისა, ჭიათურა

2 0

ბლიაძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

თენგიზ ბლიაძე1955-93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ყვიბისი ბორჯომი სამცხე ჯავახეთი

2 0


რობიზონ კონსტანტინეს ძე ბლიაძე 1940-93წწ გარდ. მდ. ცხენისწყალი დაბ.ბორჯომი

2 0


თენგიზ სერგოს ძე ბლიაძე 1955-93წწ დაკარგ. სოხუმი დაბ. სოფ. ყვიბისი ბორჯომი

2 0


ომარ ბლიაძე 1942წ მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ რომაული ჭიდაობა

1 0

2 4 0