სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი რომელაშვილი მურაზის ძე 1979-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. ცხინვალი გიორგი რომელაშვილი მურაზის ძე 1979-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. ცხინვალი გიორგი რომელაშვილი მურაზის ძე 1979-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. ცხინვალი

1979-2008 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი რომელაშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

460       ბეჭდვა

გიორგი რომელაშვილი მურაზის ძე 1979-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. ცხინვალი

გიორგი რომელაშვილი მურაზის ძე



ძმები რომელაშვილები, ოჯახთან ერთად, ოსებმა ცხინვალიდან გამოყარეს. მაშინ გია თერთმეტი წლის იყო, გელა – შვიდის. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარეს. ვერ ივიწყებდნენ მშობლიური ქალაქიდან გამოყრის სიმწარეს. „ამბობდნენ, წინ ცხინვალელები უნდა წავიდეთ, ცხინვალი ხომ ჩვენიაო. სულ იმას იძახდა გია: ნეტა, ჩემი ტანკით ცხინვალის ცენტრში, თეატრის წინ გამატარაო“, – იხსენებს გმირების მამა.



გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, გელა იმავე ოცეულის მემიზნე-ოპერატორი იყო. გელა ოჯახში ბოლოს 6 აგვისტოს ნახეს, გია 7-ში ყოფილა შინ. მას შემდეგ ბიჭები აღარ უნახავთ. „უკვე ცხინვალში იყვნენ, იბრძოდნენ, მე კი არ მაგებინებდნენ, ტელეფონზე მეუბნებოდნენ, გორთან ვდგავართო. როგორც მათი ასმეთაურისგან და სხვა თვითმხილველებისგან ვიცი, გია წინ მიუძღოდა ტანკების კოლონას, მერე გელას ტანკი მიჰყვებოდა, მათ უკან ოთხი თუ ხუთი ტანკი მიდიოდა.


უნივერსიტეტთან გელას ტანკს ესროლეს. ტანკს ცეცხლი გაუჩნდა, გელა ამოვიდა და მერე დაუდგენელია, სნაიპერმა ესროლა თუ დახვრიტეს. ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა, მარტო გელა დაიღუპა. გიას ტანკს კი, როგორც მეუბნებიან, ოსეთის თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა მოარტყა. მამუკა არეშიძისგან ვიცი, ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი შეესწრო და ბარანკევიჩი ტრაბახობდა თურმე: #406 ტანკი თავის ეკიპაჟიანად გავანადგურეო...“ ძმები ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე. შინ ამაოდ ელოდნენ მათ. იყო იმედები და ამ იმედების მწარედ გაცრუება. 25 დეკემბერს დეენემის ანალიზის პასუხით გაიგეს, რომ ბოლოს, 16 ნოემბერს, გადმოსვენებული 10 ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო. გია კვლავ უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რადგან მის ცხედარს დღემდე ვერ მიაგნეს. გელა წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. გიას მხოლოდ მას შემდეგ წარადგენენ, როცა ცხედარს მიაკვლევენ, ანდა 2 წლის შემდეგ. მამა: „ქუჩებზეცაა საუბარი, რომ მათი სახელობის ქუჩა იყოს თბილისსა და გორში, არ მინდა მათი დაცალკევება, მინდა, რომ გია და გელა რომელაშვილების ქუჩა ერთად იყოს...“ ბიჭები დევნილობაში იზრდებოდნენ გორში. გორში არ დაბადებულან, მაგრამ იქ ორივეს დიდი სამეგობრო ჰყოლია. ორივე სპორტსმენი იყო. გია – შავი ქამრის მფლობელი კარატეში. „გელა უფრო გვიან გამოვიდა ბავშვობიდან, 25 წლის დაიღუპა და მაინც ბავშვური ჰქონდა რაღაც“, – მათ ამბავს ძირითადად მამა მიყვება, დედა ცრემლებით საუბრობს თავის ტრაგედიაზე. გიამ გორის უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი დაამთავრა, გელამ სამი წელი ისწავლა და შემდეგ ჯარში წასვლა არჩია. ბიჭები ჯარში 2004 წელს ჩაირიცხნენ. გიამ სამხედრო აკადემიაც დაამთავრა. გელაც აპირებდა შემოდგომაზე ჩაბარებას, მაგრამ... მურაზ რომელაშვილი, ბიჭების მამა: „ძალიან მშრომელი ბიჭები იყვნენ. გიამ ყველანაირი ხელობა იცოდა, სახლს დაიწყებდა საძირკვლიდან და დაამთავრებდა. ავეჯის აწყობაც ეხერხებოდა, მზარეულობაც. თვითონ ისწავლა ყველაფერი. მონდომებული, „ჟილკიანი“ იყო, რასაც იტყოდა, აკეთებდა კიდეც“. მაია დგებუაძე, გელა რომელაშვილის მეუღლე: „ჩემი მეუღლე თვითნასწავლი ელექტრიკოსი იყო, ყველაფერი ეხერხებოდა, მაცივრების, ტელევიზორების, კომპიუტერების, ტელეფონების შეკეთება. ყველას, ვისაც მობილური გაუფუჭდებოდა, მასთან მოჰქონდა, ისიც აკეთებდა და აკეთებდა, მეგობრები ეხუმრებოდნენ, ერთი „ბუტკა“ ჩადგი, ფულს გააკეთებო“. გია რომელაშვილს ხუთ წელიწადზე მეტხანს ჰყვარებია ნათია გოგიშვილი. ნათიაც გიასავით ცხინვალიდან დევნილია და მაშინ გორში, სასტუმრო „ქართლს“ იყო შეფარებული. მამა: „ვიცოდით, რომ უყვარდა, ერთხელაც მოვიდა და მითხრა: მამა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. არ დამიშლია. ვითომ მოიტაცა, წაიყვანა სოფელში ნათესავებთან. სანამ ეგენი ჩამოვიდნენ, გავშალე სუფრა ას კაცზე, მაგრამ რად გინდა, ქორწილზე, ორივენი, ცოლიცა და ქმარიც მთვრალები ჩამოვიდნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ, არადა მთელი ნათესაობა მოსულია, ამდენი ხალხია და ესენი აზრზე არ არიან, სად არიან, ვის ქორწილში არიან. გაბრაზებულმა სიმამრმა უთხრა, ვინ გიშლიდათ, რას გაიპარეთო და გიამ მოუბოდიშა, მეტს აღარ ვიზამთო. საკუთარ ქორწილში მალევე მიიძინეს... გიას გოგონა ნანა 6 წლის ხდება ახლა, წელს მიდის სკოლაში“... გელამ და მაია დგებუაძემ ერთმანეთი 2006 წელს, ზაფხულში, ბორჯომში გაიცნეს – გვერდიგვერდ სახლებში ისვენებდნენ. იმ დღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც შეუღლებით დასრულდა 2008 წლის თებერვალში. „არ გავპარულვართ, აქეთ-იქით სიარულს რა აზრი აქვს- მეთქი, ვუთხარი და ვაჟკაცურად პირდაპირ სახლში დავადექი 2 თებერვალს. 9 თებერვალს ჯვარი დავიწერეთ, ხელის მოწერა 8 აგვისტოს გვინდოდა სიმბოლურად, 2 თებერვალს დავქორწინდით, ანუ 02.02. 8 აგვისტოს ვაპირებდით ხელის 37 მოწერას 08.08... ადვილად დასამახსოვრებელი ციფრები რომ ყოფილიყო, მაგრამ 8 აგვისტოს ჩემი მეუღლე დაიღუპა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან მხიარული, სერიოზულიც იყო, ბავშვურიც... 14 თებერვალს ძალიან დიდი, ფუმფულა სათამაშო ძაღლი მომიტანა. იცოდა, 8 მარტს ვერ ჩამოვიდოდა და... 8 მარტს მირეკავს, ძაღლის კუდი გაარღვიე, შიგნით საჩუქარიაო. არ ვარღვევდი, იმიტომ, რომ ხშირად ხუმრობდა ხოლმე, ბოლოს გავარღვიე და ოქროს საყურეები დამხვდა, თავისი ხელით გაურღვევია, ჩაუდია და გაუკერია... არ იცის, რომ გოგონა გვყავს, სქესს შეგნებულად არ ვადგენდით, გვინდოდა, სიურპრიზად დაგვეტოვებინა, მარიამი ომის მერე დაიბადა, 6 თვისაა“. მამა: „საერთოდ, უყვარდა სიურპრიზების კეთება. მობილური ტელეფონი უყიდია ჩემთვის. ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, ეს მამას მოვუტანე, ხელი არავინ ახლოსო. მოიტანა და კი არ მომცა, დადო ეს ტელეფონი. თვითონ დარეკა მერე ამ ტელეფონზე. რეკავს და რეკავს, ავყვირდი, ვისია, აიღეთ, გასკდა ტელეფონი-მეთქი. და შენიაო, შენ მოგიტანაო“. ძმებს უყვარდათ ცურვა, თევზაობა, ნადირობა. თავისუფალ დროს იპოვიდნენ თუ არა, სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენო, – მიამბობს მამამისი, ეგ იყო მაგათი ჰობიო. თვალცრემლიან მაიას კი ეცინება იმის გახსენებაზე, თუ როგორ წაიყვანა გელამ სათევზაოდ და როგორ დასვა ჩუმად 4 საათი მდინარის პირას, თევზები არ დამიფრთხოო... ორი ბიჭი ჰყავდათ მურაზ და ნანული რომელაშვილებს და ორივე ომმა წაართვათ. მათ ცრემლიან თვალებში ობოლ სხივს მხოლოდ ობოლი შვილიშვილების ტიტინი აჩენს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0