კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი
გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია, კულტურული მემკვიდრეობის,ომის მონაწილეების, გამოჩენილი ადამიანების, სპორტსმენების შესახებ, ჩვენ განვათავსებთ საიტზე memtaiane.ge თქვენი სახელით თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, მოგვაწოდეთ და შევავსებთ.
კვეტერა - ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.