პეტრე დიანოზის ძე გამყრელიძე (დ. 16 მაისი [ ძვ. სტ. 3 მაისი], 1903, სომიწო, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1979, თბილისი)
ქართველი ინჟინერ-გეოლოგი.საქართველოსა და კავკასიის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სპეციალისტი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962)- დაიბადა სოფელ სამიწოში, 1903 წელს.
1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და იქვე დაიწყო მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან დოცენტი, 1937 წლიდან კათედრის გამგე, 1948 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1928 წლიდან მუშაობს საქართველოსგეოლოგიურ აგეგმვაზე.1933 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტშია.
გამყრელიძის უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართრველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. 1971 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.
1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით.
წყარო-www. wikipedia.ge