რევაზ ვალერის ძე გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი, 1927, ქუთაისი) — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსი, თამაზ გამყრელიძის ძმა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).
რევაზ გამყრელიძე 1945-1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1946 წლიდან კი სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. აქ იგი ლევ პონტრიაგინის მოსწავლე იყო და თავდაპირველად ტოპოლოგიასა და ალგებრულ გეომეტრიას სწავლობდა. 1953 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი, 1961 წელს კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1953 წლიდან იგი მუშაობს სტეკლოვის ინსტიტუტში, სადაც 1988-1998 წლებში დიფერენციალური განტოლებებისა და კონტროლის თეორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
1955 წლიდან ლევ პონტრიაგინთან ერთად იგი ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას. მისმა წიგნმა ამ თეორიის შესახებ 1962 წელს ლენინის პრემია მოიპოვა. ოპტიმალური კონტროლის თეორია წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით.
რევაზ გამყრელიძე არის დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences).
1969 წლიდან რევაზ გამყრელიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია, 1981 წლიდან კი პარალელურად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრიც. 1980 წლიდან იგი ფლობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის პრემიას.
აკადემიკოსი
მათემატიკის ინსტიტუტი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
მეცნიერული ინტერესების სფერო: ტოპოლოგია, დიფერენციალური განტოლებები, მართვის თეორია
გამოქვეყნებული შრომების საერთო რაოდენობა – 100-მდე
განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება:
2003
აკადემიკოსი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
1981
წევრ-კორესპონდენტი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
1969
აკადემიკოსი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
1966
პროფესორი
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
1961
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
1953
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
1950-1953
ასპირანტურა
მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1946-1950
უმაღლესი
მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი
1945-1946
უმაღლესი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
დაკავებული თანამდებობები
1999- დღემდე
პრეზიდიუმის მეცნიერი მრჩეველი
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
1988-1998
განყოფილების გამგე
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის
1955-1988
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
1953-1955
უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები
1980
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის პრემია
1962
ლენინური პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
http://science.org.ge/?team=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94