სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი 1916-1944წწ გარდ. 28 წლის, იტალიის ეროვნული გმირი სოფ, ქვემო მაჩხაანი სიღნაღი კახეთი

1916-1944 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი მოსულიშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

327       ბეჭდვა

ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი 1916-1944წწ გარდ. 28 წლის, იტალიის ეროვნული გმირი სოფ, ქვემო მაჩხაანი სიღნაღი კახეთი

ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი (დ. 20 ივლისი 1916ქვემო მაჩხაანისიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 დეკემბერი 1944, სოფ. ლესა, ნოვარა, დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია), ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).


ფორე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წელსსიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის წარმატებით დამთავრების მერე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში.

ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იყო ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი. აქ ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის.

1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალიანოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი სამოცდაათზე მეტ ქართველთან ერთად იტალიელ პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის, „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.


პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო...

1944 წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

ნაცისტებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს გარიბალდის 118-ე „რემო სერვადეის” ბრიგადაზე, რომელიც დაიშალა მცირე დანაყოფებად და ისე განაგრძო ვაფენ-სს-ის მეთექვსმეტე მოტორიზებულ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის (მეთაურო - სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსა“-ს გორაკზე მდებარე ერთ „ბაიტაში“ (ბაიტა — იტალიურად, მწყემსების ქოხი, უდუღაბოდ ნაშენი) ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი „არმანდო“ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.


პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი (რაჭა), შოთა ბექაია (სამტრედია, დიდი ჯიხაიში), ვლადიმერ ჭეჟია (ზუგდიდი), ზაქარია თომაშვილი. ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ.

ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ.

მარიო ძინონი იხსენებს:

ვიკიციტატა

„ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე...“

იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (d'Oro al Valor Militare alla Memoria).

დაჯილდოების მოტივაციაში ნათქვამია:

ვიკიციტატა„ქართული ჯგუფის უნტერ-ოფიცერმა გერმანულ არმიას გამოსტაცა სამოცდაათამდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით და შედიოდა როგორც პარტიზანი იტალიურ მოქმედ შენაერთებთან ლომბარდიაში, რითაც თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლებისადმი რწმენით. სასტიკი თავდაცვითი აქციისას, თავისი ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, გრძელი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან სტიქიურად და გმირული ჟესტით შეცვალა თავისი მეთაური და განაცხადა, რომ თავად იყო მეთაური. იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და იძულებული იყო, საფეთქელში დაეხალა ბოლო ტყვია, შეძახილით: „გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!“

ჯარისკაცის, მეომრის, იარაღის თანამოძმის ბრწყინვალე ფიგურამ, ყოველგვარი წარმომავლობისა და საზღვრების მიღმა, შეძლო ერთ იდეალში შეერთებინა თავისი სამშობლოს სიყვარული, რაც თავისუფალ ადამიანებს ახასიათებს.

მოტარონე - ლესა (ნოვარა), 3 დეკემბერი, 1944[1]

ოქროს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოა. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად ითვლება და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარიკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ოქროს მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან...

ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.

1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ)[

1970 წლის 28 თებერვლის დეკრეტში, რომლითაც ფორე მოსულიშვილი დაჯილდოვდა ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“[3] მისი გვარი ჩაწერილია ასე: MUSOLISHVILI Phore Nikolaevic, რაც შეცდომაა და იგივე შეცდომა მექანიკურად განმეორდა როგორც ვებ-გვერდებზე[4], ასევე ქალაქ ბელჯირატეს იმ ქუჩის სახელწოდებაში, სადაც თავისფულების ბაიტას მუზეუმი მდებარეობს[5] მოტა როსას გორაკზე.

ფორე მოსულიშვილის მართებული ტრანსკრიფცია იტალიურად ასე იქნებოდა: Pore Mossulishvili.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.09.2020
ბოლო რედაქტირება 05.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.07.2023
სულ რედაქტირებულია 2



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0