მირდატი ან თრდატი (ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში — მითრიდატე V) — ქართლის (იბერიის) მეფე IV საუკუნის 60-70-იან წლებში. „მეფეთა ცხოვრება“ ცნობით, იგი იყო ქართლის გამაქრისტიანებელი მეფის მირიანის შვილიშვილი; ამ თხზულებაში მას მირდატ ბაქარის (იგივე ბაკურის) ძე ეწოდება. ხოლო, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ცნობით მას ეწოდება თრდატი, ძმა ბაკურისი, რევის ძე.
„ქართლის ცხოვრებით“ მირდატი ზრუნავდა ეკლესიების მშენებლობაზე; კერძოდ, მას აუშენებია ეკლესია თუხარისის(ქაჯის) ციხის შიგნით, შეუმკია ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები.