სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზაქარია ფალიაშვილი  1871-1933წწ კომპოზიტორი დაბ. ქუთაისი

1871-1933 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ფალიაშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

822       ბეჭდვა

ზაქარია ფალიაშვილი 1871-1933წწ კომპოზიტორი დაბ. ქუთაისი

ზაქარია ფალიაშვილი (დ. 16 აგვისტო [ ძვ. სტ. 3 აგვისტო]1871ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი1933თბილისი)


— ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.


მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში; აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში(1905); დააარსა გუნდი და ორკესტრი; 1908–1917წწ. სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას; იყო აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს; 1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი(1919, 1923, 1929–1932); მოსკოვში დაიბეჭდა მისი პირველი რომანსები "ახალ აღნაგო სულო", "ნანა, შვილო"(მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს), აგრეთვე "მრავალჟამიერი"(1908, სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), "ქართული ლიტურგია"(1910); განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას(300-მდე); გამოსცა 2 კრებული - "40 ქართული ხალხური სიმღერა"(1910) და "8 ქართული ხალხური სიმღერა"(დამუშავება, 1910); მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს: 1910 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა "აბესალომ და ეთერზე"(მონუმენტური ოპერა-ტრაგედია), 1913 წელს შესრულდა ნაწყვეტები, 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ოპერის პრემიერა; "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ–ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვი(1931), მოსკოვი, სსრკ "ბოლშოი" თეატრი(1939, 1946), ლენინგრადი(1972), კიევი(1972), ქუთაისი(1969), უცხოეთში - ლოძი(1972), ზაარბრიუკენი(1974); გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი; ლირიკულ-დრამატული ოპერა – "დაისი"(1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს), ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისი საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვი(1937), კიევი(1938), ალმა-ათა(1943), ბაქო(1956), სარატოვი, ოდესა, ნოვოსიბირსკი, ერევანი, გორკი, 1974 წელს დაიდგა ზაარბრიუკენში, 1975 წელს - პლეზენში, გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე; გმირულ-პატრიოტული ოპერა - "ლატავრა"(1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), გამოირჩევა ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები; ასევე – "საზეიმო კანტატა"(1927); იგი ნოვატორი კომპოზიტორია, პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები; 1937 წლიდან მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია მისი სახელობის სახლ-მუზეუმები; 1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია. დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10. - თბ., 1986. – გვ. 214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლა, ფუძემდებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1925 - საქართველოს სახალხო არტისტი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.09.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0