სულ ვიზიტორი : 52182491
განთავსებული სტატია : 4458

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
წყაროსთავი საკათედრო ტაძარი X საუკუნე დაშლილია ტაო კლარჯეთი

384       ბეჭდვა

წყაროსთავი საკათედრო ტაძარი X საუკუნე დაშლილია ტაო კლარჯეთი

წყაროსთავი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, საეპისკოპოსო კათედრალი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ფოსოშიხოზაფანის (კარწახის) ტბის მახლობლად (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

წყაროსთავის საკათედრო ტაძარი მდებარეობდა კარწახის ტბის ჩრდილო-დასავლეთით 2,55 კმ-ში. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა„...ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ კერძოდ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია, ფრიად დიდ-მშვენიერი, გუნბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასალის ძემან. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტაანითურთ, ვიდრე ყარსის მთადმდე და ხავეთამდე.“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

დღესდღეობით ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება, გარდა სოფელ კარწახიდან მომდინარე მცირე რუსი, რომელიც პერიოდულად ივსება მთებიდან თოვლის დნობის დროს. ტბის დასავლეთით არის ვიწრო ხეობა, საიდანაც ჩქეფს წყარო, რომელიც საბოლოოდ მტკვარში ჩაედინება. სწორედ ამ წყაროს თავზე მდებარეობდა ეკლესია რის გამოც ადგილმაც და ეკლესიამაც წყაროსთავი დაირქვა. როგორც ჩანს ფოსო იმთავითვე მჭიდროდ იყო დასახლებული. ის მოხსენიებულია მესხური დავითნის ქრონიკაში. ერთიანი საქართველოს ეპოქაში წყაროსთველ ეპისკოპოსს მე-14 ადგილი ეკავა. მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, პირველი ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასალის ძის მირდატის დროს აშენდა. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში. XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წყაროსთველის სამწყსო იყო პალაკაციო-კოლას შორის მთიდან არტაანის ჩათვლით ტერიტორია. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წყაროსთველი მეშვიდე ადგილზეა დასახელებული.

ვიკიციტატა„Ⴆ. წყაროსთუჱლის სამწყსო ზევთი და იმას ზეით პალაკაციო კოლის სამზღურამდინ, მტკუარს აქეთი: აქათ არტანი.“
(ანდრძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა)

1904 წელს მოსე ჯანაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიაში“ იტყობინება, რომ „ამ მაკურთხევლის სამწყსოს არე-მარე მთლად გაოხრებულია, თუმცაღა დიდებული ტაძარი ჯერ ისევ მთელია. მისი წარწერა გვაუწყებს: ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოსი. ქრისტე შეიწყალე ხუროთმოძღვარი და მაშენებელი ამის წმინდა საყდრისა. ქრისტე შეიწყალე იოანე სამთავნელი ეპისკოპოსი“[2].

ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, XX საუკუნის 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს, ხოლო მის ადგილას მეჩეთი ააშენეს. ეკლესიის ქვები გაბნეულია მთელი სოფლის ტერიტორიაზე.

წყაროსთავი წარმოადგენდა VI საუკუნის ბაზილიკას, რომელიც გეგმით წააგავდა ოპიზის ტაძარს. X საუკუნეში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დასავლეთ ნაწილში ოთხკუთხა და რვაკუთხა (დასავლეთი წყვილი) ბოძების 3 წყვილით დაყოფილი 3 ნავი ჯქონდა. აღმოსავლეთ ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმოსავლეთ მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსები იყო, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით - თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღედი ამკობდა. სარკმლის სათაურები სადა იყო, უსარკმლო სიბრტყეები გუმბათის ყელზე - კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით. ე. თაყაიშვილი, ფრაგმენტების სახით შემორჩენილი ქართული წარწერებისა და აგრეთვე წარწერების ძვ. პირების მიხედვით, ვარაუდობდა, რომ ტაძარი დასრულებული სახით XI-XII საუკუნეებში იყო აგებული. შემდგომი შესწავლის საფუძველზე ხუროთმოძღვრებისა და დეკორის ხასიათით იგი X საუკუნის შუა წლების ძეგლებს მიაკუთვნეს.

წყაროსთავი ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები ექვთიმე გრძელი (XI ს.), საბა მწერალი (XIII ს.) და სხვები. ცნობილია წყაროსთავიდან მოღწეული ძვირფასი ხელნაწერები: წყაროსთავის სახარება (Q № 907), გადანუსხული იოანე ფუკარალისძისა და გიორგი სეთაიძის მიერ 1195 წელს. ე. წ. წალკის ოთხთავი (XII-XIII სს.) და სხვა. 1902 წლის მოინახულა და აღწერა ქართული კულტურის მკვლევარმა ე. თაყაიშვილმა.

დღეს-დღეისობით მშვენიერი გუმბათოვანი ტაძრიდან მხოლოდ ქვებიღა შემორჩა რომელთაც მნახველი სოფლის გარშემო მიმოფანტულს უხვად ნახავს, რომლებსაც ადგილობრივები სახლების შესამკობად იყენებდნენ.

მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასალის ძემ - მირდატმა. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში. მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე.

ვიკიციტატა„...ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ კერძოდ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია, ფრიად დიდ-მშვენიერი, გუნბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასალის ძემან. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტაანითურთ, ვიდრე ყარსის მთადმდე და ხავეთამდე.“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წყაროსთველის სამწყსო იყო პალაკაციო-კოლას შორის მთიდან არტაანის ჩათვლით ტერიტორია. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წყაროსთველი მეშვიდე ადგილზეა დასახელებული.

ვიკიციტატა„Ⴆ. წყაროსთუჱლის სამწყსო ზევთი (ხევთი??/ხეოთი) და იმას ზეით პალაკაციო კოლის სამზღურამდინ, მტკუარს აქეთი: აქათ არტანი.“

(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

წყარო ვიკიპედია







ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს სოფ.ბირკიანი ახმეტა კახეთი

3 0


ტბეთის მონასტერი X-XVI საუკუნე ართვინი ტაოკლარჯეთი

13 0


გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (1806-10) გორი ქართლი

5 0


ოთხთა X საუკუნე მართმადიდებლური ტაძარი სოფ. თექალდე ართვინი ტაო კლარჯეთი თურქეთი

9 0


თავკავთა წმ. გიორგის ეკლესიით და ციხესიმაგრით დახ. X საუკუნიდან გზა სოფ. წინარეხი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

21 0


იდლეთის იოანე ნათლიმცემლის ეკლესია VI საუკუნე სოფ. იდლეთი კასპი ქართლი კახი მუხიგულაშვილი სგან

12 0


სანაგირე X-XI წმ. გიორგის ტაძარი სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი კახეთი აბესალომ ტურაშვილი სგან

4 0


ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1 0


ახიზა V საუკუნე ციხე ქალაქი კლარჯეთი

1 0


კვეტერა VIII საუკუნე ციხე ქალაქი ახმეტა, კახეთი

9 0


აკურის მამადავითი მე-9-ე საუკუნე სოფ. აკურა, თელავი, კახეთი

14 0


ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1907 წელი tspress.ge სგან

15 0


წმიდა გიორგის ვარდისუბნის ტაძრის ნანგრევები, სამნავიანი ბაზილიკა, შუა საუკუნეები, ვარდისუბანი , თელავი, კახეთი

12 0


ვახტანგ გორგასალი მეფე მეტეხი 1959 წელი ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

8 0


კაბენის მომასტერი XII-XII საუკუნე, კიკეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი თოკო სებისკერაძისგან

10 0


ქართვლის დედა 1958 წელი ხის ქანდაკება ინიციატორი ვასილ მჟავანაძე, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი

5 0


სოფელი გურჯაანი წმიდა გიორგის(ქაშუეთის) ტაძარი XVIII საუკუნე სოფელი გურჯაანი, გურჯაანი, კახეთი ნანუკა ღვინაშვილისგან

13 0


ლექეთი(ლექართი) წმიდა ნინოს ტაძარი უფრო V-Vi საუკუნე, ლექეთი(ლექართი), კახი, საინგილო, აზერბეიჯანი

10 0


დათუნას ეკლესია X-XI საუკუნე, სოფელი დათუნა, შამილის რ-ნი, დაღესტანი, რუსეთი

8 0


ქვემო არხიზი IX-XI საუკუნე,წმიდა ნიკოლოზი, სამება ტაძრები კარაჩავო-ჩერქეზეთი, რუსეთი.

17 0


ზეგანის(ზაქის) ეკლესია, აკირაზი(ზარაბუკი), პოსოფი, ტაოკლარჯეთი, თურქეთი ფოტო 1902 წელი

4 0


კულტურული მემკვიდრეობა


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი გურამის ძე სამუშია 1976 ჩოხოსანი სოფ. ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი ლალი ცერაძე სგან

1 0