სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
გიორგი ალბუთაშვილი დ.1989წ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი წარმ. ფხოვი გიორგი ალბუთაშვილი დ.1989წ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი წარმ. ფხოვი

მაქს.წარმატება 17 წლის

ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი ალბუთაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

444       ბეჭდვა

გიორგი ალბუთაშვილი დ.1989წ მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი წარმ. ფხოვი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
0
1

გიორგი ალბუთაშვილი რამაზის ძე დაიბადა თბილისში 1989 წლის 27 იანვარს

პირველი ადგილი(70 კგ)

მკლავჭიდი - მსოფლიო  ჩემპიონატი 2006, მანჩესტერი, ინგლისი

მესამე ადგილი(63 კგ)

მკლავჭიდი - ევროპის ჩემპიონატი 2004, გდინია, პოლონეთი

ჯაბა გეთიაშვილთან (მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი) ერთად, 

ვალერიან გიორგის ძე ალბუთაშვილი (გიორგის პაპა) დ.1933წ. პედაგოგი სოფ. ბოტკო საგარეჯო

ალბუთაშვილი გვარი

გვარის წინაპრები ძველისძველი ფხოვის ერთ-ერთ იმ შტოს ეკუთვნოდნენ, ბორბალოს მთის იქით, მდინარე არღუნის უკიდურესი სამხრეთით, უკანა ფშავიდან მათურის ხევისა და ხოსარის მთის გადავლით, ივრის ხეობიდან ტბათანას გასწვრივ რომ სახლობდა.

აქაურებს „გლეხებს“ ეძახდნენ, რაც ქართულად სამხრეთელს, მზისმხარელს ნიშნავს. სარწმუნოებრივად, გლეხები, ისევე, როგორც იქ მცხოვრები ტომები – თუშები, მთიულები, ფშაველები, ხევსურები – წარმართები იყვნენ.

მათი პირველი სალოცავი წმიდა გიორგი ყოფილა; ამავე დროს, ჰქონიათ საგვარეულო კულტებიც, რაც ადასტურებს მათ კერპთაყვანისმცემლობას. ლოცულობდნენ: კარატეს, დამასტეს, იახსარსა და ხახმატს, ლაშარის ჯვარს. შემდეგ, შამილის ცნობილი ლაშქრობის დროს, ეს ადგილები თანდათანობით დაიცალა, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი ეკლესია კედელზე ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრით და სამარხები. შემდგომ, პოლიტიკურ ვითარებათა ცვალებადობას მოჰყვა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. აშენდა ციხე-კოშკები არღუნის დაყოლებაზე; თამარ მეფის დროს ჩნდება დედაციხე. მას ქართველი მეციხოვნეები იცავდნენ. ითუმყალიდან 5 კილომეტრში დღესაც დგას თამარის ციხე.

ალბუთაშვილების გვარის ხალხი ჩანს დუშეთის, თიანეთის, ახმეტის, თელავის რაიონებში.

დადგინდა, რომ ალბუთაშვილები სასულიერო პირებიც იყვნენ.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თელავში ცხოვრობდა ცნობილი პედაგოგი და მკვლევარი, შემდგომში კი სასულიერო პირი, მათე ალბუთაშვილი – პანკისის ხეობის მოსახლეობის ისტორიის, გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ მასალების უბადლო მცოდნე, რომელიც შემდგომ ხეობის, კერძოდ, სოფელ ჯოყოლოს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. მისი წყალობით აღდგა პანკისის ხეობაში ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

საქართველოში 280 ალბუთაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 63, თბილისში - 62, დუშეთში – 53. არიან სხვაგანაც.

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი).

XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს მოვლენა სწორედ აღნიშნულ საუკუნეში მოხდა? ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი უარყოფითია.

თამარ მეფის ეპოქაში, XIII საუკუნის ათიან წლებში ფხოველები ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ (მთა დროდადრო სამეფო ხელისუფლებას ეურჩებოდა.

მთიელებს უჭირდათ ბარის სოციალურ-რელიგიურ ინსტიტუტებთან შეგუება). მთაში წესრიგის დასამყარებლად სამეფო ხელისუფლებას სამი თვე დასჭირდა. ივანე მხარგრძელმა (ამირსპასალარ-ათაბაგმა) აჯანყება სასტიკად ჩაახშო.

ჩვენი თვალსაზრისით სწორედ აღნიშნული დროიდან _ XIII ს-დან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება. ვფიქრობთ, სამეფო ხელისუფლებამ ბართან უფრო ახლოს მდებარე ფშავის ნაწილი დაიმორჩილა, ხევსურეთისა კი ვერა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ფშავში ცენტრალური ფშაური სალოცავების “ლაშარის ჯვრისა” და “თამარის ხატების” გამართვა (გაჩენა). ხევსურეთში მსგავსი სახელწოდების სალოცავები არ არის. ამავე დროს, ერთიანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ორ ნაწილად გათიშვაში დიდ როლი ითამაშა სოციალური განვითარების სხვადასხვაობამ. ბართან სიახლოვის გამო ფშავში სოციალური და რელიგიური თვალსაზრისით ნოვაციები ინერგებოდა. ხევსურეთი კი ამ მხრივ უფრო კონსერვატიული იყო. მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის (ფხოვის) ორ სხვადასხვა ნაწილში, ადამიანთა ურთიერთობის ტრადიციულ სისტემაში განსხვავებულობის გაჩენას, მენტალიტეტის სხვადასხვაობას.

ხევსურეთისაგან განსხვავებით, ფშავში ტრადიციულ საზოგადოებაში რღვევის ნიშნები ჩნდებოდა (ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თავის დროზე ერთი მოვლენის ორ სხვადასხვა მოვლენად გარდაქმნა, უფრო სწორად _ ხევსურული სწორფრობა ტრადიციული სახით შემორჩა, ფშაური წაწლობა კი ტრანსფორმირებულ სახეს წარმოადგენდა).

ფეოდალური ურთიერთობის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითია დიდოეთისა და ფხოეთის აჯანყება თამარის მეფობის ბოლო წლებში.

ფეოდალურ ბარს თავისი გავლენა შეჰქონდა მთიან საქართველოსა და კავკასიის მთიანეთშიც. საქართველოს მთისათვის ფეოდალური ურთიერთობა ბუნებრივი განვითარების შედეგი კი არ იყო, არამედ ბარისაგან ძალით დანერგილი მეფისაგან მთის მოსახლეობის ბარელ აზნაურთათვის ბოძება და ამ უკანასკნელთაგან მთიელთა ფეოდალური ექსპლოატაცია – მოსახლეობაზე ფეოდალური გადასახადების დადება – ძნელად შესაგუებელი იყო მთის მოსახლეობისათვის.

მთის იმ ნაწილს, რომლის მეურნეობა ბარის მეურნეობას უახლოვდებოდა, ფეოდალური ურთიერთობა დიდი ხნის ნაზიარები ჰქონდა. მემატიანის (”ისტორიანი და აზმანის” ავტორის) თქმით, თამარი მეფობის

ბოლო ხანებში ”იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა” მემატიანე ახასიათებს ამ ორი განდგომილი ტომის – დიდოელების და ფხოველების რელიგიურ შეხედულებებს. დიდონნი ”რომელნიმე უჩინარსა რასამე თაყუანისცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა” დიდოელებზე მაღლა დგანან ფხოველები: მხოლო ფხოველნი ჯუარის ”სახურნი არიან და ქრისტიანობას იჩემებენ” ე. ი. ისინი მხოლოდ იჩემებენ ქრისტიანობას გარეგნულად აქვთ შეთვისებული ეს რელიგია, სინამდვილეში კი ქრისტიანები არ არიან. განდგომილმა მთიელებმა – დიდოელებმა და ფხოველებმა – ”იწყეს რბევა და ხოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით” ვინ უნდა დაერბიათ, დაეხოცათ და .დაეტყვევებინათ მთიელებს? ცხადია ის, ვინც მათი ცხოვრებისათვის უცხო იყო და ვინც მათში ფეოდალური ურთიერთობის შემომტანი იქნებოდა. ასეთი კი იყო მეფის მოხელე აზნაურები. მთიელთა განდგომამ საშიში და ფართო ხასიათი მიიღო.

მთიელთა დამორჩილება ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა. თამარ მეფემ მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობა ივანე ათაბაგს მიანდო და საგანგებო ჯარიც შეჰყარა: ”მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთიელთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა” განდგომილთა დასამორჩილებლად მისულ მთიელთა ჯარს გვერდში ამოუდგა საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოელი ყმადნაფიცი ქვეყნის – დურძუკეთის ლაშქარი. ეს გაერთიანებული ლაშქარი სამი თვე მოუნდა დიდოელთა და ფხოველთა

დამორჩილებას. ბრძოლის მსვლელობაში ათაბაგის მოლაშქრეებმა ”იწყეს ბრძოლად, და რბევად, და კვლად, და ტყუეობად და დაწუათ” საომარი მოქმედების შედეგად ”მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოი და ფხოვი” განდგომილი მხარე იძულებული იყო დამორჩილებოდა.

დამორჩილებულმა დიდოელებმა და ფხოველებმა ათაბაგს მორჩილების ნიშნად მძევლები მისცეს და ”აღუთქვეს მსახურებად ხარაჯა”.   ხარაჯა სახელმწიფო გადასახადი – იყო სწორედ ის, რის წანააღმდეგაც იბრძოდნენ

მთიელები. საქართველოს სახელმწიფომ აღადგინა არსებული ვითარება დიდოელებმა და ფხოველებმა იკისრეს ”ხარაჯით მსახურება”, ე. ი. კვლავ ჩადგნენ ფეოდალური ქვეყნის სამსახურში

წყარო: როლანდ თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია

ფხოვი, ფხოეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში, ძირითადად, მოიცავს დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ტერიტორიებს და მათი უძველესი სახელწოდება.

ი. ჯავახიშვილი ფხოვის ისტორიულ ტერიტორას ასე ფარგლავს:

„გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთებზე არის ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ–აღმოსავლეთით თუშეთი საზღვრავს.[1]“

„ფხოელები“, ანუ ფხოველები პირველად იხსენიებიან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ში, სადაც ვკითხულობთ, რომ წმინდა ნინოს ქართლის მოქცევის და მცხეთაში ეკლესიის ორგანიზების შემდგომ (326 წ.), აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც უქადაგია:

„წარიყვანა იაკობ მღდელი, საბერძნეთით მოსრული და ერის–თავი ერთი, წარვიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა, მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოვებაჲ ქრისტჱსი. ხოლო მათ განუყარეს თავი და ერისთავმან მცირედ წარჰმართა მახჳლი და შიშით მოსცნეს კერპნი მათნი დალეწად.[2]“

ფხოვისა და ფხოველებზე ინფორმაციას იძლევა აგრეთვე VII საუკუნის ანონიმი ავტორის „სომხური გეოგრაფია“. შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი მოხსენიებულია კახეთის „ქორიკოზის“ (ქორეპისკოპოსი) კვირიკე III დიდი დროს (1014 წ. ), როდესაც მან კახეთი ხელმეორედ დაიპყრო და ახალი საერისთავოები განაწესა, ნათქვამია:

„... მეორე (ერისთავი) დასვა კვეტერისა და მიეცა უჯარმის ზემოთი ორთა მთათა შორის, რომელ არიან კახეთისა და კუხეთისა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღვი.[3]“

ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოვი საშუალო საუკუნეებში კვეტერის საერისთავოში შედიოდა.

XIII საუკუნეში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, ფხოელები და დიდოელები გამდგარან. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ მოგვითხრობს, რომ გამდგარ მთიულებს დაუწყიათ საქართველოს სამეფოს ტერიტორიების აწიოკება. ივანე ათაბაგს სამ თვეში კვლავ დაუმორჩილებია ფხოველნი და დიდოელნი, მათთვის ხარაჯა (საადგილმამულო გადასახადი) დაუწესებია და მეკავშირეობის გამტკიცების მიზნით მძევლები წამოუსხია. ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას:

„ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით. მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი“.[4]“

ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ის ფშავად იხსენიება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს შერჩენია, რომელიც ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა. შესაძლებელია, ეს შუაფხო XII საუკუნეში თავისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობით ფხოვის ცენტრი ყოფილიყო, სადაც დაცულია ფშავის ძლიერი სალოცავი იახსრის ხატი და ნასოფლართა ნანგრევები. ფხოელების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ ამბოხების შემდეგ ფხოვის ხეობაშიც სახელი ფხოვი იცვლება, რომლის ნაცვლად შემოდის „ფშავი“.

ახლანდელი ხევსურეთის სოფლების მოსაზღვრე არაქართული მოსახლეობა ხევსურებს „ფხიას“ უწოდებს, რაც ფხოვის სახელწოდების შემორჩენილ ფორმას წარმოადგენს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.10.2020
ბოლო რედაქტირება 28.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16