ს. ახუთი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა, დაღუპულთა , ტყვედ ჩავარდნილთა ნუსხა
გოგი თოდუა 1971 ჩხოროწყუს 1941-45 მებრძოლთა სია სოფ. ახუთი ჩხოროწყუ
1.ასმავა გრიგორი ლუკას ძე-
2.ახალაია ვენია ტერენტის ძე+
3.ბარამია ამირან თომას ძე+
4.ბარამია ისიდორე სამსონის ძე-
5.ბარამია ლავრენტი ათანასეს ძე+
6.ბარამია პლატონ სამსონის ძე-
7.ბასილაია პავლე ალექსის ძე-
8.ბებია ბაზა ეგნატეს ძე-
9.ბებია ერმილე ბახვას ძე-
10.ბოკუჩავა ვალოდია ლუკას ძე-
11.ბოკუჩავა ილია კონსტანტინეს ძე-
12.გადელია გერმანე ილიას ძე+
13.გადელია შოთა ლუკას ძე-
14.გამსახურდია ალექსანდრე ბურდღუს ძე-
15.გამსახურდია არსენ ნესტორის ძე+
16.გამსახურდია არტემ ნესტორის ძე-
17.გამსახურდია გრიშა არანასის? (ალბ. ათანასე) ძე-
18.გამსახურდია დავით ანტონის ძე+
19.გამსახურდია ისააკ ნესტორის ძე-
20.გამსახურდია ლუკა გვადის ძე-
21.გამსახურდია სერაპიონ მიხეილის ძე-
22.გერსამია ალექსი ალექსის ძე+
23.გერსამია ამირან (ამბროსი) მოსეს ძე+
24.გერსამია ბარნაბა სიმონის ძე-
25.გერსამია დანიელ ივანეს ძე+
26.გერსამია ვასილ ვიქტორის ძე-
27.გოგია არსენ სპირიდონის ძე-
28.გოგია გრიგორი თომას ძე-
29.გოგია ივანე ალექსის ძე+
29.გოგია ილია კონდრატეს ძე-
30.გოგია შალვა+
30.დადვაძე იაკიმ გუჯუს ძე-
31.დადიანი კანო (კონსტანტინე) ლევანის ძე+
32.დემურია გრიგორი+
33.დემურია დავით ენტილოს? ძე+
34.ვეკუა არდე ტერენტის ძე-
35.ვეკუა არტემ ეგნატეს ძე-
36.ვეკუა ბესარიონ სოლომონის ძე-
37.ვეკუა დავით ეგნატეს ძე+
38.ვეკუა ვალიკო (ვლადიმირ) ანტონის ძე-
39.ვეკუა ვლადიმირ ტაიას ძე+
40.ვეკუა ერასტი მათეს ძე+
41.ვეკუა ეფრემ ისიდორეს ძე+
42.ვეკუა თომა ლუკას ძე+
43.ვეკუა ივანე სოლომონის ძე+
44.ვეკუა ივლიშა ბარდღუს ძე-
45.ვეკუა იონა თეიმურაზის ძე-
46.ვეკუა იოსებ სოლომონის ძე+
47.ვეკუა ისააკ კოსტას ძე-
48.ვეკუა კაი (ნიკოლოზ) მალაქიას ძე∆
49.ვეკუა კირილე იულონის ძე-
50.ვეკუა ლავრენტი იოსების ძე+
51.ვეკუა მიხეილ ლუკას ძე-
52.ვეკუა მიხეილ ვასილის ძე-
53.ვეკუა ნიკოლოზ რომანოზის ძე-
54.ვეკუა ოლიფანტე ანდრიას ძე-
55.ვეკუა პლატონ იაკობის ძე-
56.ვეკუა რაჟდენ ბადუს ძე-
57.ვეკუა სანდრო შამას ძე-
58.ვეკუა სტეფანე ალექსის ძე+
59.ვეკუა ტურუ პავლეს ძე+
60.ვეკუა შალიკო იულონის ძე-
61.ვეკუა შალიკო პეკუს ძე-
62.ვეკუა შალიკო საბას ძე-
63. ვეკუა შანა ტენოს ძე?+
64.ვეკუა შოთა მალაქიას ძე+
65.ზოდელავა ანდრო სამსონის ძე+
66. ზოდელავა ალექსი პეტრეს ძე-
67.ზოდელავა ვიქტორ პლატონის ძე+
68.თოდუა ალიოშა (ალექსანდრე) გრიგორის ძე-
69.ინჯგია დავით მარკოზის ძე-
70.ინჯგია პატუშა გაიოზის ძე-
71.კაკულია ალექსანდრე მალხაზის ძე-
72.კაკულია გრიგორი ნესტორის ძე-
73.კაკულია გრიშა თომას ძე
74.კაკულია ვალოდია (ვლადიმირ) მაქსიმეს ძე-
75.კაკულია ილარიონ ნესტორის ძე-
76.კაკულია კაპიტონ კუჭუს ძე-
77.კაკულია ტერენტი ნესტორის ძე-
78.კარტოზია ვანო თედოს ძე
79.კარტოზია ვლადიმირ ისიდორეს ძე
80.კაჭარავა ალექსანდრე ისლამის ძე
81.კაჭარავა გუია გუჯუს ძე-
82.კაჭარავა ილია გუჯუს ძე-
83.კაჭარავა ილია მაქსიმეს ძე-
84.კაჭარავა მაკარ ბესარიონის ძე-
85.კაჭარავა პართენ ისლამის ძე-
86.კაცია ალექსანდრე ფარნას ძე-
87.კვარაცხელია ელიზბარ ესტატეს ძე-
88.კვირკველია რაჟდენ გიგოს ძე-
89. კვირტია ვალო (ვალერი) გრიგორის ძე+
90.კობაიძე სიმონ ვასილის ძე+
91.ლაშხია შალვა ანდრიას ძე-
92.ლიპარტია არტე კვაზას ძე-
93.ლიპარტია გრიგორი ბათლომეს ძე-
94.ლიპარტია გრიშა (გრიგორი) სტეფანეს ძე+
95.ლიპარტია ევგენი სტეფანეს ძე+
96.ლიპარტია ვლადიმირ ვასილის ძე+
97.ლიპარტია ვლადიმირ ზოსიმეს ძე-
98.ლიპარტია ლეონ დიმიტრის ძე+
99.ლიპარტია ტერენტი პეტრეს ძე-
100.ლიპარტია ჯოდო ბათლომეს ძე-
101.ლიპარტია ჯოდო ვასილის ძე-
102.მამულია ანტონ კონსტანტინეს ძე+
103.მამულია ერასტი იაკობის ძე-
104.მამფორია ალექსანდრე ვლადიმირის ძე+
105.მამფორია ალიოშა ილარიონის ძე-
106.მამფორია გერონტი გიორგის ძე-
107.მამფორია გრიშა (გრიგორი) ილარიონის ძე+
108.მამფორია დავით ვასილის ძე-
109.მამფორია ვარლამ გიორგის ძე-
110.მამფორია იასონ ვლადიმირის ძე-
111.მამფორია ისააკ ლაზარეს ძე-
112.მამფორია კაი ლაზარეს ძე-
113.მამფორია კაპიტონ გიორგის ძე-
114.მამფორია ნესტორი-
115.მამფორია შალვა ილარიონის ძე-
116.მელია ვანო პიბოს ძე-
117.ნარსია იროდი ფილიპეს ძე-
118.ნაროუშვილი ათანასე ბეჟოს ძე+
119.ნაროუშვილი ალექსანდრე ისიდორეს ძე+
120.ნაროუშვილი ალექსანდრე თომას ძე-
121.ნაროუშვილი ალექსი გრიგორის ძე+
122.ნაროუშვილი ბაკარშა? ეგნატეს ძე-
123.ნაროუშვილი ბესა იაშას ძე-
124.ნაროუშვილი ვარდენ (კოკი) მათეს ძე-
125.ნაროუშვილი ლევან დიმიტრის ძე-
126.ნაროუშვილი სამსონ ფილუს ძე-
127.ნაროუშვილი ტრიფონ ფილუს ძე-
128.ნაროუშვილი შალვა ლუკას ძე-
129.ნაჭყებია ანდრია კონსტანტინეს ძე+
130.ნაჭყებია რაჟდენ ონისეს ძე-
131.ნოდია ილია საბას ძე-
132.პაპასქირი დავით პლატონის ძე-
133.პაპასქირი დემიან ვარლამის ძე+
134.პანჩენკო დიმიტრი ალექსის ძე+
135.პერტაია მირიანე ექვთიმეს ძე+
136.პერტაია პლატონ როსტოს ძე+
137.პერტახია ალექსანდრე იოსების ძე-
138.პერტახია გრიშა დიმიტრის ძე-
139.პერტახია იპოლიტე ვიქტორის ძე-
140.პერტახია ხოთო დიმიტრის ძე-
141.პერტახია ხუხუტი იაკობის ძე-
142.ჟვანია ალიოშა დავითის ძე-
143.ჟვანია ვლადიმირ ანდრიას ძე+
144.სამხარაძე ბიჭიკო ყარამანის ძე-
145.სანაია იმედა კაპიტონის ძე-
146.სანაია იროდი ბესარიონის ძე+
147.სანაია ზაკუ ბესარიონის ძე
148.საჯაია აბრამ ბარდღუს ძე-
149.საჯაია ალექსანდრე მიხეილის ძე-
150.საჯაია აქვსენტი ვლადიმირის ძე-
151.საჯაია გივი იონას ძე-
152.საჯაია გრიშა (გრიგორი) ყარამანის ძე-
153.საჯაია დათუშა ექვთიმეს ძე-
154.საჯაია დათუშა (დავით) რაჟდენის ძე-
155.საჯაია ვლადიმირ სოფრომის ძე+
156.საჯაია ილიკო ბეკოს ძე-
157.საჯაია მაკარ თათაოზის ძე-
158.საჯაია მიხეილ ბარდღუს ძე-
159.საჯაია პლატონ ნესტორის ძე+
160.საჯაია სამსონ ანტონის ძე-
161.საჯაია სანდრო პავლეს ძე-
162.საჯაია სილოვან მიხეილის ძე-
163.საჯაია ტერენტი გრიგორის ძე+
164.საჯაია შალვა არჩილის ძე-
165.საჯაია შალვა იაკობის ძე-
166.სვანიძე ვლადიმირ მარკოზის ძე-
167.სვანიძე კოსტა დომენტის ძე-
168.სორდია არტე სოფრომის ძე-
169.სორდია ლავრენტი ამბაკოს ძე-
170.სიჭინავა ვარლამ სიდეს ძე+
171.სიჭინავა ილია ივანეს ძე+
172.ტყებუჩავა აქვსენტი ლევანის ძე-
173.ტყებუჩავა დიონისე ლევანის ძე-
174.ქარჩავა ევგენი ლეონტის ძე+
175.ქარჩავა ეფრემ ლევანის ძე-
176.ქარჩავა გრიგორი ნიტუს? ძე-
177.ქარჩავა მიხეილ ანდრიას ძე-
178.ქაჯაია შოთა იაკობის ძე+
179.შელია გუია (გიორგი) ყარამანის ძე-
180.შენგელია მიხეილ ანტონის ძე+
181.შენგელია ვარლამ ანტონის ძე-
182.ჩიტაია დავით მარკოზის ძე+
183.ჩიტაია დურუ ყარამანის ძე-
184.ჩიტაია ევტროფი იოსების ძე-
185.ჩიტაია ვლადიმირ ივანეს ძე-
186.ჩიტაია ილია პავლეს ძე+
187.ჩიტაია კოლია ლევანის ძე-
188.ჩიტაია მაკარ სპირიდონის ძე-
189.ჩიტაია მიშა კაჭუს ძე+
190.ჩიტაია ნიკოლოზ სპირიდონის ძე+
191.ჩიტაია სერაპიონ გაბრიელის ძე-
192.ჩიტაია შალვა აქვსენტის ძე-
193.ჩიტაია შალვა ვასილის ძე-
194.ჩიტაია შალვა მიხეილის ძე-
195.ჩემია ალექსანდრე ონისიმეს ძე-
196.ჩემია პეტრე ტოეს? ძე+
197.ჩემია შალვა კონსტანტინეს ძე+
198.ძიმისტარიშვილი ნესტორ გუჯუს ძე-
199.ხარჩილავა მიხეილ იაკობის ძე+
200.ხევცურიანი შოთა კონსტანტინეს ძე-
201.ხორავა გედევან თედორეს ძე+
202.ხუბუნაია ინდიკო ალექსანდრეს ძე-
203.ხუბუნაია ინდიკო ნესტორის ძე-
204.ხურცილავა ნიმესტი ივანეს ძე+
205.ხუბუა ისიდორე ივანეს ძე+
206.ხუბუა მელენტი ვლადიმირის ძე-
207.ხარებავა ივანე ნიკოლოზის ძე+
208.წიფურია ლევან ლუკას ძე-
209.ჯაიანი ვენიამინ ვლადიმირის ძე-
210.ჯალაღონია ბესა ვასილის ძე+
211.ჯალაღონია გრიგორი იაშას ძე-
212.ჯალაღონია დათიკო პავლეს ძე-
213.ჯალაღონია დურუ პავლეს ძე-
214.ჯალაღონია ერმინე დიმიტრის ძე-
215.ჯალაღონია ვანო თედორეს ძე-
216.ჯალაღონია ვანო მიხეილის ძე-
217.ჯალაღონია ვარდენ მაქსიმეს ძე-
218.ჯალაღონია ვასილი საბას ძე+
219.ჯალაღონია ვლადიმირ გიორგის ძე-
220.ჯალაღონია ვლადიმირ ილიკოს ძე+
221.ჯალაღონია ვლადიმირ სტეფანეს ძე-
222.ჯალაღონია ვლადიმირ პეტრეს ძე-
223.ჯალაღონია თომა ერასტის ძე-
224.ჯალაღონია იოსებ ბახვას ძე-
225.ჯალაღონია ლავრენტი ყარამანის ძე-
226.ჯალაღონია რაჟდენ საბას ძე+
227.ჯალაღონია რაჟდენ მიხეილის ძე-
228.ჯალაღონია სამსონ ფილიპეს ძე-
229.ჯალაღონია სანდრო ეგნატეს ძე-
230.ჯალაღონია ფილიპე+
231.ჯალაღონია შალვა პლატონის ძე-
232.ჯანაშია კოლია ოქროპირის ძე-
233.ჯახია არტემონ იოსეს ძე-
234.ჯახია სევერიან ფადეს ძე+
235.ჯახია პარმენ გიგოს ძე-
236.ჯიქია ალექსანდრე იოსების ძე-
237.ჯიქია ამირან სიდოს ძე+
238.ჯიქია ამირან ტრიფონის ძე+
239.ჯიქია აპოლონ კირილეს ძე+
240.ჯიქია ბესა ილას ძე-
241.ჯიქია გრიგორი ვლადიმირის ძე-
242.ჯიქია გრიგორი ლუკას ძე-
243.ჯიქია ვენია ვლადიმირის ძე-
244.ჯიქია ვლადიმირ ვასილის ძე-
245.ჯიქია ივანე ანდრიას ძე-
246.ჯიქია იროდი ილარიონის ძე+
247.ჯიქია კირილე დათას ძე-
248.ჯიქია ლავრენტი ექვთიმეს ძე-
249.ჯიქია სევერიან ტერენტის ძე-
250.ჯიქია უშანგი ნესტორის ძე+
251.ჯიქია შალვა იაკობის ძე+
252. ჯიჯელავა ამბაკო დიმიტრის ძე-
253.ჯიჯელავა ვლადიმირ ნესტორის ძე-
254.ჯიჯელავა მირიან ანდრიას ძე-
255.ჯიჯელავა სანდრო გუჯას ძე-
256.ჯიჯელავა სანდრო მოსეს ძე-
257.ჯოჯუა ერმილე სარდიონის ძე+
259.ჯღამაია არტემ უშანგის ძე+ #ახუთი
ეს არის ჩემს მიერ მოძიებული, სამამულო ომამდე და შემდეგ, ამ ომის სხვადასხვა ფრონტებზე დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ახუთელების არასრული სია.
პაპასქირი დემიან ვარლამის ძე-1914 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 304-ე მსრ. დივიზიის 378-ე მსრ. პოლკში. უფროსი ლეიტენანტი. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1943 წ-ის 22 ოქტომბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, კრასნოარმეისკის რ-ნი სტანიცა კრასნოარმეისკაია…
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=62598290
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=62680006
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1913895077 #ახუთი
მამფორია ალექსანდრე ვლადიმირის ძე-1924 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 236-ე მსრ. დივიზიის 509-ე მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1943 წ-ის 20 მარტს. დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, ქ. სოჭის სასაფლაო.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=53421951
სისტემაში საძიებო სიტყვა Мамотория… #ახუთი
შენგელია მიხეილ ანტონის ძე-1923 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 370-ე სათადარიგო მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1943 წლის 3 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის ადგილი ქ. სოჭი. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56830690
სისტემაში საძებნი სიტყვა Шангелия…
საჯაიები
1. საჯაია ვლადიმირ სოფრომის ძე-1897 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, 88-ე საზენიტო მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისგან 1943 წლის 4 მარტს. დაკრძალვის ადგილი ქ. სოჭის სასაფლაო.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3751921
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1910816915
2. საჯაია პლატონ ნესტორის ძე-1912 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 21-ე არმიის 207-ე მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1942 წლის 21 მაისს, უკრაინაში. დაკრძალვის ადგილი ხარკოვის ოლქი, ოლხოვატსკის რ-ნი, სოფ. ოქტიაბრსკოე-2…
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50203360
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=63664153
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1910816903
სისტემაში საძებნი სიტყვა Саджаев…
3. საჯაია აბრამ ბარდღუს ძე-1900 წ. თებერვალი. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წლის 7 ნოემბერს. მსახურობდა 386-ე მსრ. დივიზიის 775-ე მსრ. პოლკში. იბრძოდა ყირიმში, სევასტოპოლთან… ოფიციალური დოკუმენტებით, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლის ივლისამდე. სინამდვილეში საჯაია აბრამ ბარდღუს ძე ტყვედ ჩავარდა და 1943 წლის 10 მაისს დაიღუპა ტყვეობაში. დაკრძალვის ადგილი ზასლანი, ლაგერსფრიდჰოფი..
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=78422798
სისტემაში საძებნი სიტყვა Сачая… #ახუთი
ბარამია ამირან თომას ძე-1917 წ. ს. ახუთი.
დაიღუპა ტყვეობაში, 1943 წლის 25 მარტს. პირველადი დაკრძალვის ადგილი ოტვოკ-სროდბოროვი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=67091654
სისტემაში საძებნი სიტყვა Барания… #ახუთი
ჯალაღონიები
1. ჯალაღონია ბესა ვასილის ძე-1904 წ. სოფ. ახუთი.
118- საკავალერიო პოლკი. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1942 წლის 27 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი ირანი, ქ. ხოი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56790744
სისტემაში საძიებო სიტყვა Джалагори…
2. ჯალაღონია ვასილი საბას ძე-1903 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატიდან. ოფიციალური დოკუმენტებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლის ივლისამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61019358
სინამდვილეში ეს პიროვნება 1944 წლის ზაფხულში ცოცხალია და ირიცხება პირველი ბელორუსიის ფრონტის, 28-ე არმიის 320 -ე ცალკეულ საარმიო საჯარიმო ასეულის შემადგენლობაში. ჯალაღონია ვასილი საბას ძე გმირულად დაიღუპა 1944 წლის 27 ივლისს ბელორუსიაში, სოფ. კოზლოვიჩშან…
https://www.irakly.info/topic-t1176-360.html
რიგითი ნიმერი 1846
3. ჯალაღონია რაჟდენ საბას ძე-1915 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულუა 1942 წელს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლის დეკემბრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=59566236
ოფიციალური მონაცემები არც ამ შემთხვევაშია მართალი, იმიტომ რომ რაჟდენ საბას ძე ჯალაღონია უგზო-უკვლოდ არ დაკარგულა, არამედ სინამდვილეში დაიღუპა 1943 წლის 15 ივლისს, ორლოვსკის ოლქის სოფ. ბერეზოვეცთან. ამ პერიოდში ის ირიცხებოდა ბრიანსკის ფრონტის 63-ე არმიის 282-ე ცალკეულ საარმიო საჯარიმო ასეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 ივლისს, ბერეზოვეცთან მასთან ერთად დაიღუპა ჩხოროწყუს რ-ის მეორე თაიის მკვიდრი, 1917 წელს დაბადებული საჯაია ივანე ფილიპეს ძე. სავარაუდოდ ისინი ერთად განისვენებენ ერთ საძმო საფლავში.
https://www.irakly.info/topic-t1176-770.html
რიგითი ნომერი 5430.
4. ჯალაღონია ფილიპე-1904 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 88-ე საზენიტო მსრ. პოლკში. საევაკუაციო ჰოსპიტალ 1452-ის მონაცემებით გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1942 წლის 11 აპრილს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=35037848 #ახუთი
ბარამია ლავრენტი ათანასეს ძე-1924 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია გუდაუთის სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 318-ე მსრ. დივიზიის 1331-ე მსრ. პოლკში. სერჟანტი. დაიღუპა 1943 წლის 3 ნოემბერს ყირიმში. პირველადი დაკრძალვის რ-ნი მაიაკ-სალინსკის რ-ნი, ხუტორი ელტინგენი, სკოლასთან.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3567490
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=9710854 #ახუთი
ხარებავა ივანე ნიკოლოზის ძე-1925 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა მეთერთმეტე გვარდიულ მოტომსროლელ ბრიგადაში. სერჟანტი. დაიღუპა 1945 წლის 29 მარტს, გერმანიაში.დაკრძალვის ადგილი ზემო სილეზია, სოფ. ნოიდორფი, ჩრდილოეთით.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4715850
სისტემაში საძიებო სიტყვა Харибава… #ახუთი
ნაროუშვილები
1. ნაროუშვილი აკაკი ანტონის ძე-1920 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 348-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წ-ის 5 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი ორლოვის ოლქი, ბრასოვსკის რ-ნი სოფ. ლიპა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=53069002
2. ნაროუშვილი ათანასე ბეჟოს ძე-1909 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 99-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წ-ის 24 თებერვალს უკრაინაში. დაკრძალვის ადგილი სტალინის ოლქი, არტემოვის რ-ნი სოფ. რეზნიკოვკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1416490
3. ნაროუშვილი ალექსი გრიგორის ძე-1912 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 386-ე მსრ. დივიზიის 775-ე მსრ. პოლკში, რომელიც იბრძოდა სევასტოპოლის მისადგომებთან თავდაცვის ზღუდის მეორე სექტორში. გამოდის, რომ ნაროუშვილი ალექსი გრიგორის ძე ამ ბრძოლებში დაიჭრა სავარაუდოდ 1942 წ-ის აპრილის მეორე ნახევარში. მალე ის სევასტოპოლიდან ევაკუირებულია ქ. კისლოვოდსკში, სადაც 1942 წ-ის 12 მაისს გარდაცვლილა ჭრილობებისაგან. საარქივო დოკუმენტის მიხედვით, მისი პირველადი დაკრძალვის ადგილია ორჯონიკიძის მხარე, ქ. კისლოვოდსკი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50690545
სისტემაში საძიებო სიტყვა Нарушвили… #ახუთი
ნაროუშვილი ალექსანდრე ისიდორეს ძე-1913 წ. 20 ოქტომბერი. ს. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წლის 23 აგვისტოს. მსახურობდა 37-ე არმიის 964-ე მსრ. პოლკში. უმცრ. ლეიტენანტი. გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1942 წლის 24 მარტს, უკრაინაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ვოროშილოვგრადის ოლქი, ლისიჩინსკის რ-ნი, ს. ვერხნეე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=58996897
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70012716420
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1333724
სისტემაში საძებნი სიტყვა Нароушвили, Нарсушвили… #ახუთი
კარტოზია ვლადიმირ ისიდორეს ძე-1895 წ. ს.ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წელს. რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ არქივში მასზე არსებობს რამდენიმე დოკუმენტი. პირველი დოკუმენტის მიხედვით, უგზო-უკვლოდაა დაკარგული 1943 წ-ის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545387
მეორე დოკუმენტი არის პატაკი წითელარმიელის დახვრეტაზე, რაღაც შემთხვევის გამო, რომელიც მოხდა ბათუმის პორტში. ამ პატაკის მიხედვით 180-ე საზენიტო პოლკის მებრძოლი კარტოზია ვლადიმირ ისიდორეს ძე დახვრეტილია რაღაც დანაშაულის გამო 1943 წ-ის 25 იანვარს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56793356
სინამდვილეში ის არც უგზო-უკვლოდ დაკარგულა და არც დაუხვრეტიათ. მეორე დოკუმენტი ეტყობა უფრო ახლოსაა სინამდვილესთან. კარტოზია ვლადიმირ ისიდორეს ძემ რაღაც დანაშაული მართლაც ჩაიდინა და მას მართლაც მიუსაჯეს ამის გამო დახვრეტა. ვინაიდან, ბრძანება ნომერი 227 ამ დროისათვის უკვე ძალაშია, ეტყობა დახვრეტა საჯარიმო ასეულში 3 თვიანი სამსახურით შეუცვალეს. ამრიგად, 1944 წ-ის ივნისის დასაწყისისათვის ის ირიცხება ლენინგრადის ფრონტის მეორე დამკვრელი არმიის 269-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში. ამ ასეულის შემადგენლობაში ის გმირულად დაიღუპა 1944 წ-ის 6 ივნისს ლენინგრადის ოლქის სოფ. დოლგაია ნივასთან.
https://www.irakly.info/topic-t1176-340.html რიგითი ნომერი 1698.
სისტემაში საძებნი სიტყვა Кармозия, Картузия… #ახუთი
პანჩენკო დიმიტრი ალექსის ძე-1908 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 216-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წ-ის 1 თებერვალს.პირველადი დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, აბინსკის რ-ნი, სოფ. ნიკოლაევსკოე…
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=2386823 #ახუთი
ხუბუა ისიდორე ივანეს ძე-1898 წ. სოფ. ახუთი.
მეთვრამეტე არმია. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1943 წლის 29 აპრილს. დაკრძალვის ადგილი ქ. გელენჯიკი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=260073598
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=52737528
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=62642824
სისტემაში საძიებო სიტყვა Хобуа… #ახუთი
პერტაია მირიანე ექვთიმეს ძე-1924 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წელს. მსახურობდა 83-ე სამთო-მსროლელი დივიზიის 428-ე სამთო-მსროლელ პოლკში. დაიღუპა 1943 წლის 5 თებერვალს. დაკრძალვის ადგილი ადიღეის აო, ტახტამუკოაისკის რ-ნი, სოფ. ნატუხაი…
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3766762
2. პერტაია პლატონ როსტოს ძე-1895 წ. სოფ ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წელს ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან.
მსახურობდა 714-ე მსრ. პოლკში, ქ. პიატიგორსკში.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, 1943 წლის 12 სექტემბერს ბრმა ტყვიით არის დაჭრილი. მარტო ეს ჩანს მეორე დოკუმენტშიც. შემთხვევის დეტალები დაფარულია და არ იკითხება. გარდაცვლილია ამ ჭრილობისგან პირველი დოკუმენტით 1944 წლის 5 იანვარს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=62654598
მეორე დოკუმენტით გარდაცვლილია 1943 წლის 31 დეკემბერს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1911951109 #ახუთი
ჯიქიები
1. ჯიქია შალვა იაკობის ძე-1924 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წ-ის 15 სექტემბერს. მსახურობდა 285-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1944 წლის 26 ივნისს ლენინგრადის ოლქში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ფსკოვის რ-ნი სოფ. ვესნა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=5456030
ომის შემდეგ, 1957 წლამდე, გადასვენებულია პალკინსკის რ-ის სოფ. ოგნიანნიკოვოში, საძმო საფლავში, სადაც განისვენებს 784 კაცი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=89883544
2. ჯიქია უშანგი ნესტორის ძე-1919 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1938 წელს. მსახურობდა ლიტვაში. П/Я-190/24. 1941 წლის 27 ივნისს ქ. მიტავასთან, ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ოფლაგ 53-ის ტუსაღი, ნომერი 6764. დაიღუპა ტყვეობაში. დაკრძალვის ადგილი ჰაიდეკრუგი, ლიტვა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=57839181
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=79290275
3. ჯიქია აპოლონ კირილეს ძე-1918 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 414-ე მსრ. დივიზიის 1375-ე პოლკში. ასეულის მეთაური. ლეიტენანტი. დაიღუპა 1942 წლის 19 ნოემბერს. დაკრძალვის ადგილი ორჯონიკიძის რ-ნი, ნაურის რ-ნი სტანიცა იშერსკაია..
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=74925400
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=75099583
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=84418104
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3673223
4. ჯიქია იროდი ილარიონის ძე-1915 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წელს. 1942 წლის 15 მაისს დაუტყვევებიათ გერმანელებს. 2 წელიწადი და 8 თვე გაუტარებია ტყვეობაში. 1945 წლის დასაწყისში გაუნთავისუფლებიათ ტყვეობიდან და იმავე წლის 9 თებერვალს ისევ გაუწვევიათ მოქმედ არმიაში, კერძოდ, 260-ე მსრ. დივიზიაში. ზუსტად 2 დღის შემდეგ, 1945 წლის 11 თებერვალს დაღუპულა ბრძოლაში. დაკრძალვის ადგილი პოლონეთი, შჩეცინსკის სავოევოდო, ქ. შნაიდემიული.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=65101505
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56416446
5. ჯიქია ამირან ტრიფონის ძე-1916 წ. 3 თებერვალი. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წლის 23 ივნისს. მსახურობდა 414-ე მსრ. დივიზიის 1367-ე მსრ. პოლკში. ლეიტენანტი. დაიღუპა 1942 წლის 19 თებერვალს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=84418101
საარქივო დოკუმენტის ეს მონაცემები საეჭვოდ ემთხვევა მეორე ახუთელის, ჯიქია აპოლონ კირილეს ძის მონაცემებს. ჩემი აზრით, აქ გადამწერის შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე. არსებობს სხვა დოკუმენტიც, საევაკუაციო ჰოსპიტალ 1605-ის ჩანაწერები. აქედან ვგებულობთ, რომ უფროსი ლეიტენანტი ჯიქია ამირან ტრიფონის ძე მსახურობდა 779-ე მსრ. პოლკში და 1943 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა ჭრილობებისაგან.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=33019312
6. ჯიქია ამირან სიდოს ძე 1914 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1939 წელს. მსახურობდა 16-ე მსრ. დივიზიის 249-ე მსრ. პოლკში. ეფრეიტორი. დაიღუპა 1941 წლის 13 ივლისს, ესტონეთში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50050541 #ახუთი
ხორავა გედევან თედორეს ძე-1922 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 708-ე მსრ. პოლკში.1941 წლის 1 აგვისტოს ტყვედ ჩაუვარდა ფინელებს და 5 აგვისტოს მოთავსებულ იქნა საორგანიზაციო ბანაკ ნომერი 1-ში, ნასტოლა. რაღაც დროის ის ეტყობა გაუნთავისუფლებიათ ტყვეობიდან და მის შემდგომ ბედზე ცნობას გვაძლევს ევაკოჰოსპიტალ 2309-ის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ხორავა გედევან თედორეს ძე გარდაცვლილა ჭრილობებისაგან 1944 წლის 24 დეკემბერს და დაკრძალულია ლენინგრადის ოლქის, ვიბორგის რ-ის დასახლება სორვალში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=91586014
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=260989432
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1155954533 #ახუთი
ახალაია ვენია ტერენტის ძე-1924 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 74-ე გვარდიულ მსრ. დივიზიაში.დაიღუპა 1944 წლის 14 აგვისტოს, პოლონეთში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ვარშავის სავოევოდო, პოვიატი მანგუშევსკი, ს. ციხრი-სტარი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=54920311 #ახუთი
ჩემია პეტრე ტოეს? ძე-1898? წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 242-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 6 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, კრიმსკის რ-ნი, ს. გაპონოვსკი, სამხრეთ-დასავლეთით 1500 მ-ში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3706237
სისტემაში საძებნი სიტყვა Чепия…#ახუთი
ჩემია შალვა კონსტანტინეს ძე-1921 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 318-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 10 სექტემბერს, ქ. ნოვოროსიისკთან, ბუხტა ცემესსკაია.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4585443
სისტემაში საძიებო სიტყვა Чешия… #ახუთი
ჩემია ალექსანდრე ონისიმეს ძე-1921 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 86-ე მსრ. დივიზიის 284-ე მსრ. პოლკში. ოცეულის მეთაური.უმცროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1942 წლის 4 ოქტომბერს. დაკრძალვის ადგილი ლენინგრადის ოლქი, ვსევოლოჟსკის რ-ნი, სოფ. ნევსკაია დუბროვკა, მდ. ნევის მარცხენა სანაპირო, ქაღალდკომბინატთან…
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1481542
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=9299982 #ახუთი
ჯღამაია არტემ უშანგის ძე-1910 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა НКВД-ს მეთერთმეტე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წლის 31 ოქტომბერს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3541058 #ახუთი
გერსამია დანიელ ივანეს ძე-1915 წ. სოფ. ახუთი.
ის სავარაუდოდ წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წელს. იბრძოდა ყირიმში და ჩავარდა ტყვედ. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური არქივის ერთ-ერთი დოკუმენტით ირკვევა რომ დანიელ ივანეს ძე გერსამია გაუნთავისუფლებიათ ტყვეობიდან 1944 წელს, რუმინეთში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=65517980
რუმინეთის ქ. სლობოზიაში სამხედრო საველე კომისარიატიდან ის ხელახლა გაუწვევიათ მოქმედ არმიაში. იბრძოდა 108-ე გვარდ. მსრ. დივიზიის 311- ე გვარდ. მსრ. პოლკში. დაიღუპა 1944 წ-ის 29 დეკემბერს უნგრეთში. დაკრძალვის ადგილი ქ. ბუდაპეშტიდან დასავლეთით 6 კმ-ში, სოფ. ბუდაკესი, ცენტრში, ეკლესიასთან.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1152126770
სისტემაში საძიებო სიტყვა Герсамя, Герсаля… #ახუთი
გერსამია ამირან (ამბროსი, აბრამი) მოსეს ძე-1914 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. უმცროსი ლეიტენანტი. მსახურობდა მეოცე არმიის 150-ე მსრ. ბრიგადაში. დაიღუპა 1942 წ-ის 3 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი სმოლენსკის ოლქი, კარმანოვსკის რ-ნი, ს მოკრაია.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=51278512
სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებში მისი სახელი ხან ამირანია, ხან ამბროსი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1151845941 და ხანაც აბრამი #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50101702
სისტემაში საძიებო სიტყვებია Герсамия, Герасмия…
გერსამია ალექსი ალექსის ძე-1917 წ. სოფ ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წ-ის იანვარში. ეფრეიტორი. მსახურობდა 227-ე მოიერიშე ავიადივიზიის 208-ე ავიაპოლკში. გარდაიცვალა ავარიის შედეგად მიღებული ჭრილობებისაგან 1946 წ-ის 14 თებერვალს. დაკრძალვის ადგილი უკრაინა, სტანისლავსკის ოლქი, კოლომის რ-ნი, ქ. კოლომია #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=9560596
ხარჩილავა მიხეილ იაკობის ძე-1910 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წლის ივლისში. მის შესახებ ცენტრალურ არქივში რამდენიმე დოკუმენტი არსებობს. ამ დოკუმენტების მიხედვით ის სხვადასხვა დროს მსახურობდა პირველ მსრ. დივიზიაში, 180-ე საზენიტო მსრ. პოლკში და 76-ე საზღვაო ბრიგადაში. უფროსი სერჟანტი. გარდაცვლილა ჭრილობებისაგან 1943 წლის 10 ოქტომბერს. სხვა დოკუმენტით გარდაცვლილია 1943 წლის 10 აგვისტოს. დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, ქ. აბინსკი, საძმო საფლავი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70477093
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=90477249 #ახუთი
მამულია ანტონ კონსტანტინეს ძე-1895 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წელს. ოფიციალური მონაცემებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1943 წლის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545405
სინამდვილეში ამ დროისათვის მამულია ანტონ კონსტანტინეს ძე ცოცხალია. 1944 წ-ის აპრილის ბოლოსთვის ის მესამე უკრაინის ფრონტის, 37-ე არმიის 346-ე ცალკეული საჯარიმო ასეულის შემადგენლობაშია.
მამულია ანტონ კონსტანტინეს ძე დაიღუპა 1944 წ-ის 27 აპრილს მოლდავეთში, სოფ. ხადჯიმუსთან…
https://www.irakly.info/topic-t1176-340.html… რიგითი ნომერი 1642. #ახუთი
ჯოჯუა ერმილე სარდიონის ძე-1911 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა ირკუტსკის 30-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წლის 8 მარტს. დაკრძალვის ადგილი როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანსკის რ-ნი.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50233486
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1158676558
სისტემაში საძიებო სიტყვა Чочуо… #ახუთი
ჩიტაია ილია პავლეს ძე-1904 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა მეცამეტე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1944 წლის 15 თებერვალს, ესტონეთში. დაკრძალვის ადგილი ვირუსკის რ-ნი, სოფ. კიარეკონნა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3799399
ჩიტაია ნიკოლოზ სპირიდონის ძე-1921 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 73-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ცალკეულ მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონში. საძიებო სისტემაში პირდაპირ წერია, რომ დაიღუპა. არც დაღუპვის თარიღი და არც დაკრძალვის ადგილი მოცემული არ არის. #ახუთი
ჩიტაია შალიკო (შალვა) მიხეილის ძე-1925 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა მეოთხე გვარდიული მოტორიზებული კორპუსის მეთოთხმეტე გვარდიულ მოტო-ბრიგადაში. რიგითი. გარდაიცვალა ჭრილობებისაგან 1944 წლის 12 ოქტომბერს, იუგოსლავიაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი სოფ. პალანკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=54365888 #ახუთი
ჩიტაია მიშა კაჭუს ძე-1922 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა ჩრდილო კავკასიის ფრონტის 589-ე მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისგან 1943 წლის 11 ივნისს. დაკრძალულია ქ. კრასნოდარის სასაფლაოზე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=59050462
სისტემაში საძებნი სიტყვა Читаев… #ახუთი
პერტახია ალექსანდრე იოსების ძე-1899 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 276-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, ტემრიუკის რ-ნი, მდინარე კაზაჩიი ერიკის მარცხენა ნაპირზე, სასაფლაო ნომერი 6.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=55302551
სისტემაში საძიებო სიტყვა Пиртахия… #ახუთი
სიჭინავები
1. სიჭინავა ილია ივანეს ძე-1896 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 417-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 27 მაისს.დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, ყირიმის რ-ნი, ხუტორი ბლაგოდარნი, სიმაღლე 121.4..
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3380885
2. სიჭინავა ვარლამ სიდუს ძე-1914 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 31-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 22 თებერვალს. დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, მარიანსკის რ-ნი ხუტორი კოლკუბანა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=2504137
სისტემაში საძიებო სიტყვა Чична… #ახუთი
ზოდელავა ვიქტორ პლატონის ძე-1902 წ. სოფ. ახუთი.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ არქივში ამ პიროვნებაზე ორი სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს. ორივე დოკუმენტში გვარი, სახელი, მამის სახელი ერთმანეთს ემთხვევა. სხვა მონაცემები კი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან.
პირველი დოკუმენტის მიხედვით, ის 1902 წელსაა დაბადებული. მსახურობს 138-ე ცალკეულ მსრ. ბრიგადაში, ბრძოლაში იღუპება 1943 წ-ის 18 თებერვალს და დაკრძალულია ლენინგრადის ოლქის, მგინსკის რ-ის ანენსკის სოფსაბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=55038263
მეორე დოკუმენტის მიხედვით, ის დაბადებულია 1907 წელს, მსახურობს 342-ე გვარდიულ მსრ. დივიზიაში, იღუპება 1944 წ-ის 17 აპრილს და დაკრძალულია უკრაინაში, როვენსკის ოლქის, ჩერვონოარმეისკის რ-ის სოფ. ბაშაროვკის სასაფლაოზე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3617951
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მაშინდელი სამხედრო გადამწერების უხეშ შეცდომასთან, ანდა 40-იანი წლების დასაწყისში ს. ახუთში მართლაც ცხოვრობდა ერთნაირი ანკეტური მონაცემების ორი პიროვნება. #ახუთი
კობიიძე? სიმონ ვასილის ძე-1911 წ. ს.ახუთი.
მსახურობდა მეორმოცე გვარდიულ მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წ-ის 16 სექტემბერს უკრაინაში. დაკრძალვის ადგილი ზაპოროჟიეს ოლქი, გულიაიპოლსკის რ-ნი ხუტორი ვარვაროვკა. განისვენებს საძმო საფლავში, სადაც ერთად დაკრძალულია 40 კაცი. #ახუთი
გამსახურდია არსენ ნესტორის ძე-1899 წ. ს. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წ-ის 12 იანვარს. ეფრეიტორი. მსახურობდა მეჩვიდმეტე მოტო-საინჟინრო ბრიგადაში.
დაიღუპა 1945 წ-ის 24 იანვარს პოლონეთში.
დაკრძალვის ადგილი პოზნანის სავოევოდო, სოფ. გლუშინო.
ელექტრონულ საძიებო სისტემაში საძიებო სიტყვა Гамсафурдия
ნაჭყებია ანდრია კონსტანტინეს ძე-1902 წ. П/П-31/27″ч”. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური არქივის მონაცემებით ის სოფ. ზუმიდანაა და შვილს ჰქვია ნაპო ანდრიას ძე, უგზო-უკვლოდაა დაკარგული 1941 წ-ის დეკემბრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61657375
საჯარიმო ნაწილებზე ჩემს მიერ მოძიებული დოკუმენტებში ერთ ადგილას ნახსენებია ნაჭყებია ანდრია კონსტანტინეს ძე, აქ ის ლეჯიქეშია დაბადებული და შვილს ნიკოლოზი ჰქვია. დაიღუპა 1943 წ-ის 8 ივლისს კურსკის ოლქის, სოფ. გრემუჩეესთან.
https://www.irakly.info/topic-t1176-560.html
რიგით ნომერი 3450. #ახუთი0000
ლიპარტია ევგენი სტეფანეს ძე-1900 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 414-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 24 თებერვალს. პირველადი დაკრძალვის ადგილი კრასნოდარის მხარე, ჩერნოერკოვსკის რ-ნი, ს. კალაბატკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3674863 #ახუთი
ლიპარტია ლეონ დიმიტრის ძე-1899 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა 55-ე გვარდიულ მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წ-ის 23 ნოემბერს ყირიმში. დაკრძალვის ადგილი მაიაკ-სალინსკის რ-ნი, სიმაღლე 133,3-ის ახლოს. #ახუთი
ლიპარტია ვლადიმირ ვასილის ძე-1908 წ. ს. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წ-ის ივლისში. ცენტრალურ არქივში მასზე ორი სხვადასხვა დოკუმენტი არსებობს. პირველი დოკუმენტის მიხედვით ის მსახურობდა 317-ე მსრ. დივიზიაში და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942 წ-ის დეკემბრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70679505
მეორის მიხედვით კი 351-ე მსრ. დივიზიაში და 1942 წ-ის 22 ოქტომბერს გაიყინა სვანეთის მთებში. დაკრძალვის ადგილი ქვემო სვანეთის რ-ნი. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=52137347
საძიებო სიტყვა Липартия, Липарция
ლიპარტია გრიშა(გრიგორი) სტეფანეს ძე-1912 წ. ს. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წელს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წ-ის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545446
ეს საარქივო მონაცემები არასწორია. სხვა მონაცემებით, 1942 წ-ის აგვისტოს ბოლოსთვის ლიპარტია გრიშა სტეფანეს ძე ჯერ კიდევ ცოცხალია. რაღაც დანაშაულისათვის ის ჩრდილო კავკასიის ფრონტის, მეთორმეტე არმიის მეოთხე ცალკეული საჯარიმო ასეულის შემადგენლობაშია.
ლიპარტია გრიშა (გრიგორი) სტეფანეს ძე დაიღუპა 1942 წ-ის 29 აგვისტოს კრასნოდარის მხარეში, მთა ლისაია გორასთან.
ხურცილავა ნიმესტი ივანეს ძე-1912 წ.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წ-ის 30 ივნისს. 29-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადის მეათე სარკინიგზო-სარემონტო ბატალიონი. ცენტრალური არქივის ერთ-ერთი დოკუმენტით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=69172709
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=87351663
სინამდვილეში ის ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს 1944 წლის 20 აპრილს დაიღუპა ტყვეობაში. დაკრძალვის ადგილი პოლონეთი, ქ. ვარშავა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=67092221
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70785140 #ახუთი
https://www.irakly.info/topic-t1176-580.html რიგითი ნომერი 3675
გადილია გერმანე ილიას ძე-1925 წ. სოფ. ახუთი
წითელ არმიაში გაწვეულია 1943 წელს. ოფიციალური დოკუმენტებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1944 წლის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545456
სინამდვილეში გერმანე ილიას ძე გადილია ამ დროისათვის ჯერ კიდევ ცოცხალია. 1944 წ-ის დასაწყისში ის რაღაც დანაშაულისათვის ხვდება მესამე უკრაინის ფრონტის 37-ე არმიის 237-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში, რომელიც ექვემდებარებოდა 188-ე დივიზიის 580-ე პოლკს.
გერმანე ილიას ძე გადილია გმირულად დაიღუპა 1944 წ-ის 19 მაისს მოლდავეთში, ნოვოანენსკის რ-ის ს. სპეიასთან. #ახუთი
https://www.irakly.info/topic-t1176-580.html ნომერი 3698
ჯახია სევერიან ფადეს ძე-1922 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 111-ე საარტილერიო პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1942 წლის 26 ივლისს.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=3988524 #ახუთი
ახუთელი ვეკუები
1. ვეკუა დავით ეგნატეს ძე-1920 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წ-ის 10 იანვარს. ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წ-ის აპრილამდე. 1953 წელს ოჯახის მოთხოვნით უცდიათ მისი ბედის დადგენა, მაგრამ გვარი ვეკუა წაკითხულია შეცდომით, როგორც Векун და ამის გამო პასუხიც უარყოფითი ყოფილა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=50350916
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70005543 მეორე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ვეკუა დავით ეგნატეს ძე, რომელიც მსახურობდა 290-ე მსრ. პოლკში, დაიღუპა 1942 წ-ის 16 მაისს, უკრაინაში. პირველადი დაკრძალვის ადგილი ხარკოვის ოლქი, სტარო-სალტიკოვსკის რ-ნი ს. ფედოროვკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=63198587
სისტემაში საძებნი სიტყვა Векура, Векун #ახუთი
2. ვეკუა ერასტი მათეს ძე-1895 წ. სოფ. ახუთი.
საარქივო დოკუმენტების მიხედვით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1943 წ-ის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545417
სინამდვილეში ვეკუა ერასტი მათეს ძე რაღაც დანაშაულისთვის ამ პერიოდში ირიცხება ბალტიისპირეთის მეორე ფრონტის პირველი დამკვრელი არმიის 309-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში. ამ ასეულის შემადგენლობაში ვეკუა ერასტი მათეს ძე გმირულად დაიღუპა 1945 წ-ის 2 მაისს ლატვიაში, ხუტორ სტურკროგთან. დაკრძალულია ბრძოლის ველზე საძმო საფლავში.
https://www.irakly.info/topic-t1176-340.html. რიგითი ნომერი 1652. #ახუთი
3. ვეკუა იოსებ სოლომონის ძე-1905 წ. სოფ. ახუთი.
სავარაუდოდ, წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წელს. ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ის ტყვედ ყოფილა ჩავარდნილი. შემდეგ გაუნთავისუფლებიათ და ხელმეორედ გაუწვევიათ მოქმედ არმიაში, კერძოდ მე-60-ე არმიის, 322-ე დივიზიის 1085-ე პოლკში.
1945 წ-ის 23 მარტს ვეკუა იოსებ სოლომონის ძე ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან გარდაცვლილა და დაუსაფლავებიათ ოპოლსკოეს სავოევოდოს სოფ. ვალენდორფში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4359422 ამასვე ადასტურებს 4307-ე ХППГ-ს (ჰოსპიტლის) ჩანაწერებიც
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=62559292 ეს არის პირველადი დაკრძალვის ადგილი. შემდეგ ის გადასვენებულია ქ. კენდზეჟინ-კოზლეში, იოანე-პავლე მეორის ხეივანში და დაკრძალულია საძმო საფლავში 18 ათასზე მეტ საბჭოთა მეომართან და სამხედრო ტყვეებთან ერთად.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=86217056 სისტემაში საძიებო სიტყვა Векуа, Викува, Вакува.. #ახუთი
4. ვეკუა შოთა მალაქიას ძე-1923 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 332-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წ-ის 24 დეკემბერს ბელორუსიაში. დაკრძალვის ადგილი ვიტებსკის ოლქი, სურაჟის რ-ნი სოფ. ბოლტუხი… #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=54634460
5. ვეკუა ეფრემ ისიდორეს ძე-1896 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1942 წელს. ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1943 წ-ის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545433
სინამდვილეში ის ამ დროისათვის ირიცხება მეშვიდე გვარდიული არმიის 63-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში.
ვეკუა ეფრემ ისიდორეს ძე გმირულად დაიღუპა 1944 წ-ის 5 დეკემბერს სლოვაკეთში, სოფ. ხატსანთან. #ახუთი
https://www.irakly.info/topic-t1176-350.html რიგითი ნომერი 1780.
6. ვეკუა ივანე სოლომონის ძე-1918 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა პირველი ბელორუსიის ფრონტის 153-ე გამაგრებულ რ-ში(УР). ლეიტენანტი. ნაღმსატყორცნთა ასეულის მეთაური. დაიღუპა 1944 წ-ის 4 ივლისს. პირველადი დაკრძალვის ადგილი ბელორუსია, პოლესკის ოლქი, სოფ. ბესედი. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=5075697
7. ვეკუა სტეფანე ალექსის ძე-1921 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია მოსკოვის ოლქის კრასნოპოლიანსკის სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 99-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1944 წ-ის 28 ივნისს უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=56047123
სისტემაში საძიებო სიტყვა Векула. #ახუთი
8. ვეკუა თომა ლუკას ძე-1916 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1941 წ-ის ივლისში ქ. სოხუმის სამხედრო კომისარიატიდან.მსახურობდა 350-ე მსრ. დივიზიაში. უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1945 წ-ის 15 თებერვალს პოლონეთში. დაკრძალვის ადგილი ზელენოგურსკის სავოევოდო, ს. ჩიბსდორფი. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=57320438
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1152059315
9. ვეკუა ვლადიმირ ტაიას ძე-1898 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში ის გაწვეულია სოხუმის სამხედრო კომისარიატიდან. 1805-ე საევაკუაციო ჰოსპიტლის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ გარდაცვლილა ავადმყოფობის გამო 1943 წ-ის 4 აპრილის მერე და დაკრძალულია სტავროპოლის მხარეში, ქ. მინერალნი ვოდის სასაფლაოზე. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61954344
10. ვეკუა შანა? ტენოს? ძე-1902 წ. სოფ. ახუთი.
მსახურობდა 148-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1942 წ-ის 1 ივლისს. დაკრძალვის ადგილი ორლოვსკის ოლქი, ლივენსკის რ-ნი სოფ. სტალინო.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1442599
მეორე დოკუმენტით ის დაკრძალულია ლივენსკის რ-ის სოფ. სოსნოვკაში
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=260960195
ამ პიროვნების სახელი და მამის სახელი დამახინჯებულადაა ჩაწერილი დოკუმენტებში და ზუსტად მისი ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ ერთ-ერთ დოკუმენტში ჩაწერილი მეუღლის სახელით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას შთამომავლებიდან ვინმე ამოიცნობს. მეუღლის სახელია ელენე ანდრიას ასული. #ახუთი
ვეკუა ლავრენტი იოსების ძე-1912 წ. ს. ახუთი.
1951 წლის 1 ნოემბერს, ქ. ვორონეჟში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოებისას, მუშების მიერ აღმოჩენილ იქნა სამამულო ომის დროინდელი მიწით დაფარული ტრანშეა, რომელშიც აღმოჩნდა საბჭოთა მეომრის ნეშტი სასიკვდილო მედალიონით. მედალიონით დადგენილ იქნა, რომ ეს იყო ვეკუა ლავრენტი იოსების ძე, რომელიც საარქივო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 1943 წლის თებერვლამდე. წოდებით ის რიგითი ყოფილა, მსახურობდა მეკავშირედ.
ვეკუა ლავრენტი იოსების ძე დაკრძალულია საძმო საფლავში ქ. ვორონეჟის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, პარკში, მეთხუთმეტე კორპუსის პირდაპირ. #ახუთი
ვეკუა ტურუ პავლეს ძე-1914 წ. ს. ახუთი.
მსახურობდა მე-60-ე მსრ. დივიზიაში. დაიღუპა 1943 წლის 1 მარტს. პირველადი დაკრძალვის ადგილი კურსკი ოლქი, დმიტრიევსკის რ-ნი ს. ივანოვკა.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=52621925
სისტემაში საძებნი სიტყვა Векува… #ახუთი
…..
მამფორია გრიშა (გრიგორი) ილარიონის ძე-1916 წლის 15 მარტი. ს. ახუთი. იტალიელი პარტიზანი.
ის, სხვა 20 ათასზე მეტ საბჭოთა ტყვეებთან ერთად მოხვდა იტალიაში. ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ შეუერთდა იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობას. გარიბალდის პირველი ბრიგადის მეექვსე დივიზია-,,სილეზიო ბონფანკის” წევრი. დაიღუპა იტალიაში. #ახუთ
დემურია გრიგორი-1922 წ. სოფ ახუთი.
ჯერჯერობით მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. საარქივო დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ ის ტყვედ ყოფილა გერმანელებთან უკრაინაში, ტყვეთა ბანაკ სლავუტაში, სადაც გარდაცვლილა 1942 წ-ის 2 ნოემბერს. ეს ბანაკი მდებარეობდა კამენეც-პოდოლცკის ოლქის, სლავუტის რაიონში და ამ ბანაკის ტერიტორიაზეა დაკრძალული გრიგორი დემურია. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=4514663
დემურია დავით ენტილოს? ძე-1898 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია ჩხოროწყუს სამხედრო კომისარიატიდან. მსახურობდა 668-ე მსრ. პოლკში. გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1943 წ-ის 8 მარტს. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=55187715
ტერენტი, გრიგორი და ილარიონ ნესტორის ძე კაკულიები
ესენი არიან ძმები კაკულიები. სამივე ძმა სამამულო ომამდე არიან გაწვეულები წითელ არმიაში სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. გრიგორი და ილარიონი 1939 წელს, ტერენტი 1940 წელს. სამივე სახელმწიფო საზღვართან ახლოს მსახურობდა. სამივე ძმა ომის დაწყებიდან პირველივე საათებში ჩაებნენ ბრძოლებში. დღეისათვის სამივე ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
კაკულია ტერენტი ნესტორის ძე-1916 წ. ს. ახუთი. წითელ არმიაში გაწვეულია 1940 წ-ს. ППС-0791. В/Ч-706. წითელარმიელი-მსროლელი. მსახურობდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მეექვსე არმიის 81-ე მოტომექანიზირებულ დივიზიაში. 1941 წ-ის 22 ივნისს 81-დივიზია დისლოცირებული იყო ქ. ლვოვში, იანოვსკის ბანაკში. იმავე დღის 18.00 საათისათვის დივიზიამ დაიკავა პოზიციები ლელეხუვკასთან, ვისოკიე გურასთან და იანუვთან. დივიზიის 202-ე მოტომექანიზირებული პოლკი კი დარჩა ქალაქში წესრიგის დასამყარებლად. 1941 წ-ის 24 ივნისს დივიზია ნემირუვთან უპირისპირდება გერმანელთა 71-ე ქვეითთა დივიზიას, იგერიებს მის შემოტევას და მალე თვითონ გადადის კონტრშეტევაზე, რის შედეგადაც განიცდის დიდ დანაკარგებს(36 ერთეული БТ-7). 1941 წ-ის 27-29 ივნისს, კრაკოვეცის რ-ში(ქ. იავოროვის დასავლეთით) დივიზიამ განახორციელა კონტრშეტევა გზატკეცილის გასწვრივ ქ. იავოროვის მიმართულებით. აქ მას უკვე უპირისპირდება გერმანელთა 257-ე ქვეითთა დივიზია. არც ამ კონტრშეტევას მოუტანია დივიზიისთვის საგრძნობი შედეგები. პირიქით, მძიმე დანაკარგები განიცადა. მთლიანად დაკარგა არტილერია და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი ალყაში მოჰყვა. ამ ალყას შეეწირა დივიზიის პირადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად, მხოლოდ ერთეულებმა შესძლეს ალყიდან გამოსვლა. ამ ბრძოლების უშუალო მონაწილეა ტერენტი ნესტორის კაკულია და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მასთან ერთად აქ უგზო-უკვლოდაა დაკარგული ახუთელი ქარჩავა მიხეილ ანდრიას ძე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=1476386
კაკულია გრიგორი ნესტორის ძე-1917 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1939 წელს. П/Я-2247 ,,Б-6″.
მსახურობდა ლიტვაში, ქ. ლიბავასთან. სავარაუდოდ, ირიცხებოდა იქ დისლოცირებულ 67-ე მსრ. დივიზიაში, რომელიც ჩამოყალიბდა ომის წინ და 1941 წ-ის 22 ივნისისთვის დაკომპლექტებული იყო 75%-ით. სწორედ ეს 67-ე მსრ. დივიზია ბალტიის ზღვის სამხედრო-საზღვაო ნაწილებთან ერთად იცავდა ქ. ლიბავას 1941 წ-ის ივნისის ბოლომდე. ქალაქის დატოვების შემდეგ დივიზიის ნაწილები ტოვებენ იურმალას, ხდება ტალინის გავლით დივიზიის გადარჩენილი ნაწილების ფინეთის ყურის სანაპიროებზე ევაკუირება, კერძოდ ორენიენბაუმის რ-ში. აქ 67-ე მსრ. დივიზიის ნარჩენები დაუქვემდებარეს სხვა სამხედრო ნაწილებს. ამრიგად, 1941 წ-ის სექტემბრისათვის პირველი ფორმირების 67-ე მსრ. დივიზიამ არსებობა შეწყვიტა. სავარაუდოდ, კაკულია გრიგორი ნესტორის ძე ჯერ კიდევ ცოცხალია და მსახურობს ლენინგრადის ფრონტის რომელიღაც სამხედრო ნაწილში. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლის თებერვლამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=71806703
კაკულია ილარიონ ნესტორის ძე-1921 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1939 წელს. П/Я-57В.
მსახურობდა ქ. ლვოვში. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრამდე. #ახუთი
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=70265887
ადიანი კანო (კონსტანტინე) ლევანის ძე-1895 წ. სოფ. ახუთი
წითელ არმიაში გაწვეულია 1944 წ-ს. საარქივო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1945 წ-ის იანვრამდე.
https://obd-memorial.ru/html/info.htm?id=61545422.
სინამდვილეში ის ამ დროისათვის ცოცხალია და მსახურობს 38-ე არმიის 153-ე ცალკეულ საჯარიმო ასეულში.
კანო (კონსტანტინე) ლევანის ძე დადიანი დაიღუპა 1945 წ-ის 7 მაისს, ჩეხოსლოვაკიაში. დაკრძალვის ადგილი მანკოვიცე.
https://www.irakly.info/topic-t1176-300.html
რიგითი ნომერი 1339. #ახუთი
წყარო https://chkhorotsku.ge/%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a/
ახუთი[2] — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, ზანასა და ოწყარიეს ხეობაში. მას ესაზღვრება სოფლები: ნოღა და ფოცხო, ასევე ქვედა ჩხოროწყუ, დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა