ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი დავით (დათა) ვაჩნაძე დაიბადა 1884 წლის 4 აგვისტოს. მამა - რუსეთის არმიის არტილერიის პოლკოვნიკი ვლადიმერ ვაჩნაძე სოფელ ბაკურციხიდან იყო, სადაც 1919 ოქტომბერში გარდაიცვალა. დედა – ელენე მაჩაბელი სოფელ დიდი ლილოდან გახლდათ. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: დავითი, ნინო, თამარი და ქეთევანი.
დაწყებითი განათლება დათამ ოჯახში მიიღო. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1894-1902 წწ.) და პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ქ. ვარშავაში, მე-15 მესანგრეთა ბატალიონში. 1905 წლიდან სამხედრო სამსახური განაგრძო თბილისში. 1907 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპორუჩიკის წოდებით. 1908 წელს ცოლად შეირთო თამარ ციციშვილი. შეეძინათ ორი გოგონა - ირინე და ნათელა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ დავით ვაჩნაძეს უბიძგა აქტიურად ჩაბმულიყო ქართულ საზოგადოებრივ და ეროვნულ საქმიანობაში. 1909-1910 წლებში დაიწყო სამწერლო-პუბლიცისტური მოღვაწეობა. 1912 წელს მან რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ყოველკვირეული ეროვნული მიმართულების ჟურნალი „კლდე“, სადაც სტატიებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით – „დ. კახელი“ და „ეკალი“.
1914-1915 წლებში დათა ვაჩნაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ქართველი თავადაზნაურობის მარშლის, თავად კონსტანტინე (კოტე) აფხაზის მოწოდებით მონაწილეობდა „თბილისის ქართული დრუჟინის“ შედგენაში. „დრუჟინის“ მთავარი დანიშნულება იყო რუსეთის ჯარებისაგან დაეცვა ოსმალეთის ფრონტზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მუსულმანები და მათი სოფლები. „თბილისის ქართული დრუჟინის“ უფროსად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე, შემდეგ კი პოლკოვნიკი გიორგი ჯანდიერი, რომლის ადიუტანტადაც გვევლინება დავით ვაჩნაძე. 1915 წელს იგი დაუკავშირდა 1914 წელს ჟენევაში პეტრე სურგულაძის მიერ დაარსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ (ჟენევა – ბერლინი – სტამბოლი), რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მომზადების საკითხში. აგრეთვე, ეხმარებოდა გიორგი მაჩაბელს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღისა და ფულის შემოტანის ორგანიზებაში.
1917 წელს დავით ვაჩნაძემ თავის მომხრეებთან ერთად დააარსა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია და გახდა მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა 1917 წელს დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატთა პარტიულ გაზეთ „საქართველოსთან“. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12 მარტს.
1917 წლის ნოემბერში დავით ვაჩნაძე „ქართული ეროვნული საბჭოს“წევრი გახდა. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი, გენერალ კონსტანტინე აფხაზთან ერთად მემარჯვენეთაგან, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების „სამხედრო კომისიის“ წევრად. 1918 წლის ივნისში პოლკოვნიკი ვაჩნაძე საქართველოს მთავრობის წარდგენით „გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში“ საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად დაინიშნა.
იგი ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში და იმავე წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა „თამარ მეფის ორდენით“ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და დამსახურებისათვის.
1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის მისია კავკასიაში შემოსულ ბრიტანულ ჯარებს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, დავით ვაჩნაძემ, მაიორ გიორგი აფხაზის დახმარებით უზრუნველყო საქართველოდან გერმანიის მისიის უსაფრთხო ევაკუაცია ქუთაის–ბათუმის გზით. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთთან ომში. 1921 წლის თებერვალში წითელი არმიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 400 მოხალისისგან შეადგინა განსაკუთრებული რაზმი. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეხმარებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს – პარტიზანული ომის ორგანიზებაში, სამხედრო ცენტრს – სვანეთისა და ხევსურეთის აჯანყებების მომზადება-დაფინანსებაში.
1922 წელს, სხვა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, დავით ვაჩნაძე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს,თუმცა მალე მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და ამით გადაურჩა საზღვარგარეთ იძულებით გასახლებას.
1923 წელს „დამკომის“ სამხედრო ცენტრის დახვრეტისა და რეპრესიებში თანამებრძოლთა დაღუპვის შემდეგ პოლკოვნიკი ვაჩნაძე იატაკქვეშეთში გადავიდა. 1924 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დავალებით იგი საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ მან სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ემიგრაციაში დარჩა. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.
დავით ვაჩნაძემ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრმა, ემიგრაციაშიც განაგრძო აქტიური ანტიკომუნისტური პოლიტიკური და პუბლიცისტური საქმიანობა. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ნაციონალისტურ პრესაში, მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი („კავკასიის კონფედერაცია“, „ყოფილ ქართველ მხედართა დარაზმულობა“, „ქართული სამეცნიერო წრე“ და სხვა), დიდი როლი შეასრულა „სომეხ-ქართველთა კავშირის“ (უნიონის) შექმნასა და კავკასიელთა ერთობიდან განზე გამდგარი სომხების დასაახლოებლად.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისარმა გრაფმა შულენბურგმა საქართველოს გასათავისუფლებლად ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, მათ შორის დავით ვაჩნაძეც, ბერლინში მიიწვია და „ქართული პოლიტიკური კომიტეტის“ დაარსება შესთავაზა. თუმცა შულენბურგის გეგმა ჩაიშალა და ბატონი დავითი ავსტრიაში, ვენაში გადასახლდა. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ გადავიდა მიუნხენში, ამერიკულ ზონაში. საბოლოოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასახლდა. გარდაიცვალა 1962 წლის 23 იანვარს. დაკრძალულია გერმანიაში, ესენში. ყველა მიმართულების ქართულმა ემიგრანტულმა პრესამ, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში ღირსეულად შეაფასა დიდი პოლიტიკოსისა და ეროვნული მოღვაწის ღვაწლი.
საქართველოში დარჩენილი დავით ვაჩნაძის ოჯახი მუდმივი თვალთვალისა და ზეწოლის ქვეშ იყო. 1924 წელს ბებიასთან ზაფხულში დასასვენებლად ჩასული 13 და 11 წლის მისი ორი გოგონა ბაკურციხიდან გამოაპარეს. წითელმა რაზმელებმა კახეთის მატარებელი გააჩერეს - დათას შვილებს ეძებდნენ, საბედნიეროდ, მათ კეთილი ადამიანების წყალობით თბილისამდე ჩამოაღწიეს. დათას ოჯახი მამიდამ, შ. მახარაძეზე გათხოვილმა ქეთო ვაჩნაძემ შეიკედლა. 1941 წელს გარდაიცვალა დათას დედა, ელენე ვახტანგის ასული მაჩაბელი. მის გასვენებაზე ბელინსკის #2, ნახევარსარდაფში, კალისტრატე ცინცაძე მივიდა ამალითა და მგალობლებით. ეს აქცია პატრიარქის მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო.
დავით ვაჩნაძის ცოლ–შვილი 30-იანი წლების რეპრესიებს გადაურჩა, მაგრამ 50-იანი წლების რეპრესიებს - ვერა. 1951 წლის 28 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეებში, სხვა მრავალ ქართველთა მსგავსად, დათას მეუღლე თამარი, უფროსი ქალიშვილი ირინე და მისი ქალიშვილი, სტუდენტი ლალი მიქელაძე ყაზახეთში გაასახლეს. ცხოვრობდნენ სოფელ აბაი-ბაზირში. ქალაქში ჩასვლის უფლებაც არ ჰქონდათ. 1953 წელს თამარი გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 1954 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, ირინე და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს. ირინემ შემდგომ პიონერთა სასახლეში დაიწყო მუშაობა, ლალიმ - ფსიქიატრიის ინსტიტუტში. მისი მეუღლე იყო ოტორინოლარინგოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი. დავით ვაჩნაძის უმცროსი ქალიშვილი ნათელა გათხოვილი იყო ეკონომისტ ალექსანდრე (საშა) ფირცხალავაზე მას ორი ვაჟი ჰყავს - დევი და გია ფირცხალავები.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დათა ვაჩნაძე დაქორწინდა გერმანელ ქალბატონზე მართა კილმანზე. იგი 1990–იან წლებში გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად დათა ვაჩნაძის არქივი გერმანიაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით გადასცეს მის ნათესავებს. კილმანთა დიდ და ძლიერ ოჯახს მართას გარდაცვალების შემდეგაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა დავითის შთამომავლებთან.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, დავით ვაჩნაძე მშვენივრად ხატავდა, გატაცებული იყო ჭედურობით და კალამიც უჭრიდა. შესანიშნავად წერდა როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. შვილებს უძღვნა მემუარული ნაშრომი „ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა გავაკეთე?“. 1957 წელს მიუნხენში გამოცემული მისი წიგნი „ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი“ 2004 წელს საქართველოშიც გამოიცა.
წყარო:
1. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე
2. ვაჩნაძე დავით // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.85-87.
3. ფირცხალავა, დევი. დავით ვაჩნაძე და მისი შთამომავლები: რუსუდან დაუშვილის საუბარი დევი ფირცხალავასთან //ომეგა. – 2003. - N7. - გვ.120-124.
აირუმის ტრაგედია - პოლკოვნიკ ვაჩნაძის რაზმის ტყვედ ჩავარდნის ისტორია
წყარო იხ. მეტი
1918 წლის 15 დეკემბერს , სომხეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით ბამბაკის ხეობაში მიმავალი ქართული რაზმი რომელიც 330-მდე კაცისაგან შედგებოდა სადგურ აირუმთან მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოყვა. 4,5 საათიანი ბრძოლის შედეგად რაზმის 56 მებრძოლი დაიღუპა და 78 დაიჭრა. ტყვია-წამლის ამოწურვის შემდეგ მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა 242 ჯარისკაცი და ოფიცერი. საინტერესოა თუ რა გახდა ამ სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი. ამის გამოსარკვევად ომის დასრულებისთანავე, 1919 წლის თებერვალში, სამხედრო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი გიორგი არჯევანიძე. გამოძიების პროცესში დაიკითხნენ რაზმის ოფიცრები და სხვა პირები ვისაც საქმესთან შეხება ჰქონდათ. კომისიამ რაზმის მეთაური და ოფიცრები მომხდარში დამნაშავედ არ ცნო , რის საფუძველზეც 1919 წლის 27 დეკემბერს პროკურატურამ საქმის ძიება შეწყვიტა. საქმის ძიების დოკუმენტები სხვა წყაროებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მომხდარი ტრაგედიის შესახებ და საშუალებას გვაძლევს დეტალურად აღვადგინოთ მომხდარი.
საბრძოლო მოქმედებები 9-13 დეკემბერს
1918 წლის დეკემბერში ორ პატარა კავკასიურ რესპუბლიკას საქართველოსა და სომხეთს შორის დავა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების კუთვნილების გამო სისხლისმღვრელი ომში გადაიზარდა. ომს წინ უძღოდა საკითხის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვეტის მცდელობა., ასევე 1918 წლის ოქტომბერში სომხურმა მხარემ სცადა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების დაწყება , რაც წარმატებით აღკვეთა ქართულმა მხარემ და ინციდენტი საბოლოოდ გაუგებრობად მოინათლა. ნოემბერსა და დეკემბერში ტერიტორიული პრობლემის გადასაწყვეტად მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნდა, თუმცა საერთაშორისო ვითარება საქართველოსთვის არცთუ სასარგებლოდ იცვლებოდა. სწორედ ამ დროს, სომხურმა მხარემ გადაწყვიტა იარაღის ძალით გადაეჭრა პრობლემა და 9 დეკემბერს იერიში მიიტანა უზუნლარ-სანაინის მონაკვეთზე მდგარ ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორის გენერალ გიორგი წულუკიძის მცირერიცხოვან ძალებზე. გენერლის განკარგულებაში მცირე ძალები იყო: თბილისის საგუბერნიო ბატალიონის არასრული ასეული (60კაცი), 1 ჯავშანმატარებელი და მესაზღვრეთა მცირე ჯგუფი - სულ 200-მდე მებრძოლი. მოწინააღმდეგემ 9 დეკემბერს დაიკავა უზუნლარი და სანაინს შეუტია. არმია ოფიციალურად კონფლიქტის ზონაში სომხური არმია არ მოქმედებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველებს მხოლოდ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ებრძოდა. გენერალმა წულუკიძემ თბილისიდან დამატებითი ძალები მოითხოვა და 9 და 10 დეკემბერს მის დასახმარებლად გაიგზავნა მეხუთე პოლკის ორი ჯგუფი, მთლიანობაში 325 მებრძოლი. რკინიგზაზე კი სამხედრო წესები გამოცხადდა. ამასობაში სანაინში მყოფი ქართული ძალები ალყაში მოექცნენ და გენერლის ბრძანებით, მეხუთე პოლკის ორმა რაზმი, სანაინისკენ გზა აღარ გააგრძელა და ალავერდთან გამაგრდა. ამ რაზმებისგან შეიქმნა დროებითი ბატალიონი რომელსაც პოლკოვნიკი მიქაბერიძე ჩაუდგა სათავეში.
11 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გენერალი წულუკიძე თავისი შტაბითურთ სანაინის ალყიდან გამოვიდა , თუმცა იქ რჩებოდა ქართული ჯავშანმატარებელი თავისი ეკიპაჟით, საგუბერნიო ბატალიონის არასრული ასეულისა და მესაზღვრეთა მცირე ჯგუფის ნარჩენები. სანაინთან ჯავშანმატარებლის მოქმედებას ხელს უშლიდა გეოგრაფიული გარემო და ის რომ მოწინააღმდეგემ რკინიგზის ხაზი დააზიანა. 13 დეკემბერს გენერალმა წულუკიძემ სცადა სანაინისკენ გაჭრა , მაგრამ ეს მცირე ძალებით და რკინიგზის ლიანდაგის აყრის გამო შეუძლებელი გამოდგა. ამიტომ გენერალმა სანაინში ჩარჩენილ ძალებს ალყის გამორღვევა და ალავერდისკენ უკანდახევა უბრძანა. მთელი ამ დროის განმავლობაში დიპლომატიური მოლაპარაკებები არ შემწყდარა, ამის პარალელურად კი სომხური მხარე საკუთარ ძალებს აძლიერებდა და დიდი შეტევისათვის ემზადებოდა, ოფიციალურად კი მოლაპარაკებებს არ წყვეტდა. ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული, რომ სრულმასშტაბიან ომთან ჰქონდა საქმე და ომს დაწყებულად არ მიიჩნევდნენ. ქართული მხარე თვლიდა, რომ მათ წინააღმდეგ სომხეთის რესპუბლიკის წახალისებით და გარკვეული ხელშეწყობით ადგილობრივი ბანდები მოქმედებდნენ, ამიტომ არ კარგავდნენ იმედს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდებოდა. სხვადასხვა სომხური წყაროს მიხედვით 13-14 დეკემბრისათვის ქართველების წინააღმდეგ მათ თავი მოუყარეს 4 000-6000-მდე ჯარისკაცს. ამ ძალის შეიარაღებაში იყო 26 ტყვიამფრქვევი და 7 ქვემეხი. დაჯგუფების 3/4 მიმართული იყო გენერალ წულუკიძის ძალების , ხოლო 1/4 კი ვორონცოვკა-პრიველნოეს მიმართულებაზე მდგარ გენერალ ციციშვილის ორასიოდე მებრძოლის წინააღმდეგ. წულუკიძის მიამრთულებაზე მოქმედი მოწინააღმდეგის მიზანს , პირველ ეტაპზე ალავერდიდან-სადახლომდე ბამბაკის ხეობის სრულად გაწმენდას წარმოადგენდა. იმ დროისათვის ალავერდში წულუკიძის განკარგულებაში იყო მეხუთე პოლკის დროებით ბატალიონი, მეექვსე პოლკის ერთი ასეული და ორი არასრული საარტილერიო ბატარეა. სულ 500-მდე მებრძოლი. სადახლო-აირუმ-ახტალა-ახპატ-ალავერდის რკინიგზის 40 კილომეტრაინ მონაკვეთზე პატრულირებდა ორი ქართული ჯავშანმატარებელი. გენერალ წულუკიძეს სასწრაფოდ სჭირდებოდა დამატებითი ძალების მიშველება. დამხმარე რაზმის შედგენა თბილისში
14 დეკემბერს სამხედრო მინისტრის მოადგილემ, გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა, მეორე დივიზიის სარდალს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს უბრძანა, რომ მისი დაქვემდებარებული ძალებიდან სასწრაფოდ შეექმნა დამხმარე რაზმი და გაეგზავნა წულუკიძისათვის. მაზნიაშვილის ბრძანებით 14 დეკემბერს რამდენიმე საათში შეიქმნა რაზმი, რომელიც დაკომპლექტდა მეხუთე ქვეითი პოლკის ორი ასეულის, ამავე პოლკის სასწავლო გუნდის, ტყვიისმფრქვეველთა ასეულისა (13ოფიცერი და 250 ჯარისკაცი) და მეოთხე პოლკის ერთი ასეულისაგან - მთლიანობაში 330-მდე ოფიცერი და ჯარისკაცი. რაზმს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი დავით ვაჩნაძე. რაზმის პირადი შემადგენლობის უდიდეს ნაწილს სამხედრო სამსახურში სულ რამდენიმე დღის წინ გაწვეული ჯარისკაცები შეადგენდნენ, რომელთაც შაშხანების გამოყენებაც კი არ იცოდნენ . როდესაც პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ გენერალ მაზნიაშვილს ჰკითხა , თუ როგორ შეიძლებოდა სრულიად გაუწრთვნელი და არაორგანიზებული ჯარისკაცთა მასის გაგზავნა ხეობაში, და ამასთანავე არწმუნებდა რომ ეს ჯარისკაცები მას მხოლოდ ხელს შეუშლიდნენ , გენერალმა უპასუხა - რომ ეს არაფერს არ ნიშნავდა, ისინი ადგილზე ისწავლიდნენ ყველაფერს. გენერალი და ზოგადად სარდლობაა არ მიიჩნევდა, რომ რაზმი ომში მიდიოდა, ისინი რაზმს აგზავნიდნენ სასაზღვრო ზონაში მდგარი ძალების გასაძლიერებლად. რაზმის პრობლემებს აგვირგვინებდა ტყვია-წამლის ნაკლებობა. მეხუთე პოლკის ასეულების თითოეულ ჯარისკაცს თან მხოლოდ 120-160 , ხოლო მეოთხე პოლკის ჯარისკაცებს კი საერთოდ 30-40 ვაზნა ჰქონდა. რაზმს საერთოდ არ გააჩნდა ტყვიამფრქვევები. პოლკოვნიკ ვაჩნაძეს განუცხადეს, რომ 13 დეკემბერს 100 000 ვაზნა და ტყვიამფრქვევები ალავერდის სადგურზე გააგზავნეს და როდესაც ისინი მივიდოდნენ გენერალ წულუკიძესთან, იქ მიიღებდნენ დამატებით ვაზნებს და ტყვიამფრქვევებს.
რაზმის ამოცანა და გადადგილება თბილისიდან-აირუმამადე
რაზმი რკინიგზით უნდა გადაადგილებულიყო სადახლო-აირუმი-ახტალის-ახპატ-ალავერდის მიმართულებით. გენერალ მაზნიაშვილის გეგმის თანახმად სადგურ რაზმს სადახლომდე შეეძლო დაეძინა და შემდეგ კი განსაკუთრებით სადგურ ახპატთან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც 14 დეკემბრის 12 საათზე მათი ინფორმაციით სადგურ ახპატის მიმართულებით სომხურ ბანდებს ცეცხლი გაეხსნათ. რაზმი სადგურ ახტალაში უნდა გადმომსხდარიყო მატარებლიდან, სასწავლო გუნდს კაპიტან ფურცელაძის მეთაურობით უნდა დაეზვერა გზა ახპატისკენ და მხოლოდ ამის შემდეგ მთელ რაზმს მწყობრად უნდა გაეგრძელებინა მსვლელობა ახპატი-ალავერდის მიმართულებით . 14 დეკემბრის საღამოს 10 საათზე ეშელონი თბილისის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა და 15 დეკემბრის გამთენიას სადახლოში ჩააღწია. სადახლოში სადგურის უფროსმა პოლკოვნიკ ვაჩნაძეს უთხრა, რომ გენერალ წულუკიძისაგან არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და გზა მხოლოდ ახტალამდე იყო თავისუფალი. სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირი 14 დეკემბერს გაწყდა სადგურ ახპატთან. მათ არაფერი არ იცოდნენ გენერალ წულუკიძის და მისი რაზმის ადგილმდებარეობის შესახებ. ამ დროს სადგურში მოვიდა ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუტანტი გრიგოლ კვინიკაძე, რომელმაც დაამატა , რომ გენერალი წულუკიძე დიდი ალბათობით იმყოფებოდა სადგურ ალავერდთან და გზა სუფთა იყო მხოლოდ სადგურ ახტალამდე, საიდანაც ის დაბრუნდა 14 დეკემბრის საღამოს. მისი ინფორმაციით სადგურ ახპატთან სარკინიგზო და სატელეგრაფო კავშირი სომხებს გადაეჭრათ, ხოლო აირუმის სადგურზე კი იდგა ქართველი მესაზღვრეების ოცეული. გრიგოლ კვინიკაძე 14 დეკემბერს ვალოდია გოგუაძის ბრძანებით დაბრუნდა სადგურ ახტალიდან დაჯავშნული ორთქმავლით და მასზე მობმული სამოქალაქო ვაგონებით, რათა ამ ვაგონებს გოგუაძის ჯავშნოსნებისთვის ხელი არ შეეშალათ მანევრირებაში, მას ასევე ევალებოდა ვაზნებისა და ჭურვების წაღება ახტალისკენ, მას შემდეგ რაც თბილისიდან სადახლოში ჩამოვიდოდა საბრძოლო მასალებით დატვირთული ვაგონი. (მოგვიანებით აირუმში მდგარი სასაზღვრო ოცეულის მეთაური სავანელი პოლკოვნიკ ვაჩნაძეს უმტკიცებდა, რომ 15 დეკემბერს აირუმზე მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმის შესახებ მან 14 დეკემბრის საღამოს 8 საათზე ტელეფონით გააფრთხილა სადახლოში მყოფი შულავერის სასაზღვრო რაზმის მეთაური იმნაძე).
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ გასცა ბრძანება , რომ გაეგრძელებინათ გზა ახტალისაკენ, ამასთანავე მატარებლის ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს უბრძანა, რომ გადაეცა მემანქანისათვის თუნდაც ერთი გასროლის შემთხვევაში უმალ გაეჩერებინა მატარებელი ან კიდევ უკუსვლით დაებრუნებინა უკან. როგორც შემდეგ გაირკვა ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს ჩაუთვლია, რომ არანაირი ხიფათი მათ არ ელოდათ, ამიტომ მემანქანისთვის ვაჩნაძის ბრძანება არ გადაუცია.
11 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გენერალი წულუკიძე თავისი შტაბითურთ სანაინის ალყიდან გამოვიდა , თუმცა იქ რჩებოდა ქართული ჯავშანმატარებელი თავისი ეკიპაჟით, საგუბერნიო ბატალიონის არასრული ასეულისა და მესაზღვრეთა მცირე ჯგუფის ნარჩენები. სანაინთან ჯავშანმატარებლის მოქმედებას ხელს უშლიდა გეოგრაფიული გარემო და ის რომ მოწინააღმდეგემ რკინიგზის ხაზი დააზიანა. 13 დეკემბერს გენერალმა წულუკიძემ სცადა სანაინისკენ გაჭრა , მაგრამ ეს მცირე ძალებით და რკინიგზის ლიანდაგის აყრის გამო შეუძლებელი გამოდგა. ამიტომ გენერალმა სანაინში ჩარჩენილ ძალებს ალყის გამორღვევა და ალავერდისკენ უკანდახევა უბრძანა. მთელი ამ დროის განმავლობაში დიპლომატიური მოლაპარაკებები არ შემწყდარა, ამის პარალელურად კი სომხური მხარე საკუთარ ძალებს აძლიერებდა და დიდი შეტევისათვის ემზადებოდა, ოფიციალურად კი მოლაპარაკებებს არ წყვეტდა. ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული, რომ სრულმასშტაბიან ომთან ჰქონდა საქმე და ომს დაწყებულად არ მიიჩნევდნენ. ქართული მხარე თვლიდა, რომ მათ წინააღმდეგ სომხეთის რესპუბლიკის წახალისებით და გარკვეული ხელშეწყობით ადგილობრივი ბანდები მოქმედებდნენ, ამიტომ არ კარგავდნენ იმედს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდებოდა.
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ გასცა ბრძანება , რომ გაეგრძელებინათ გზა ახტალისაკენ, ამასთანავე მატარებლის ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს უბრძანა, რომ გადაეცა მემანქანისათვის თუნდაც ერთი გასროლის შემთხვევაში უმალ გაეჩერებინა მატარებელი ან კიდევ უკუსვლით დაებრუნებინა უკან. როგორც შემდეგ გაირკვა ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს ჩაუთვლია, რომ არანაირი ხიფათი მათ არ ელოდათ, ამიტომ მემანქანისთვის ვაჩნაძის ბრძანება არ გადაუცია.
ბლოგში მოხსნებული დასახლებული პუნქტები რუკაზე |
მოწინააღმდეგის მანევრი და წულუკიძის რაზმის ბედი 14-15 დეკემბერს
უკანდახევა 14 დეკემბრის ღამის 11 საათზე დაიწყო. რკინიგზით მიმავალ ეშელონს სადგურ ახპატამდე უკანდახევა მცირე ბრძოლით მოუწია, ხოლო ახპატიდან - ახტალისკენ მიმავალთ გზაზე კი, ეშელონს ღამის სიბნელეში ქართული ჯავშანმატარებელი დაეჯახა, რომელიც მათ დასახმარებლად მოდიოდა. ჯავშანოსანიც და ეშელონის ვაგონებიც ლიანდაგიდან გადავიდა. მებრძოლებს მოუხდათ მატარებლის დატოვება და ქვეითი მწყობრით, გზის გაგრძელება სადგურ ახტალისაკენ.
ალავერდი |
ჩასაფრება და ბრძოლა აირუმთან
მდინარე დებედა და აირუმის რკინიგზის სადგური |
სომხური არმია 1918-1920 წლებში |
სომხური ძალების ჩასაფრება და ქართული ეშელონის ალყაში მოქცევა აირუმის რკინიგზის სადგურთან |
აირუმთან დაღუპული ოფიცერი , ლეიტენანტი ვლადიმერ ბარნაბიშვილი |
სადახლოსთან სატელეფონო კავშირი, საუბრის ბოლოს გაწყდა. იმ დროისათვის სადახლოში N4 ჯავშანმატარებელი თბილისიდან ჯერ არ იყო ჩასული, ორი ჯავშანმატარებელი ახტალის მიდამოებში იბრძოდა, ხოლო კიდევ ერთი სანაინთან ჩარჩა. დრო არ იცდიდა, ამიტომ სადახლოში მყოფმა ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუტანტმა გრიგოლ კვინიკაძემ, შეჯავშნულ ორთქმავალს მიაბა თბილისიდან ჩატანილი ტყვია-წამლით დატვირთული ვაგონი, შულავერის სასაზღვრო რაზმის მეთაურს პოლკოვნიკ იმნაძეს დამატებით 17 000 ვაზნა გამოართვა და აირუმისკენ გაემართა. აირუმის სადგურამდე მცირე მანძილი იყო დარჩენილი, როდესაც ორთქმავლის სადამკვირვებლო პოსტიდან შეამჩნია , რომ მათ წინ რკინიგზა და პატარა ხიდი არღვეული იყო. ამ დროს მათ ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს, ამიტომ ორთქმავალი თავის ტყვია-წამლით დატვირთულ ვაგონთან ერთად უკან სადახლოსკენ გაბრუნდა.
ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუტანტი გრიგოლ კვინიკაძე |
ბრძოლის შედეგი ასეთი იყო - ვაჩნაძის რაზმიდან დაიღუპა 1 ოფიცერი და 55 ჯარისკაცი, დაიჭრა 3 ოფიცერი და 75 ჯარისკაცი. მოწინააღმდეგე ტყვედ ჩაიგდო 242 ოფიცერი და ჯარისკაცი. მოწინააღმდეგეს დაღუპა 4 და დაეჭრა 20 მებრძოლი. ტყვეები წაიყვანეს სოფელ ყულფისკენ (დღეავნდელი კოხბი), აირუმის აღმოსავლეთით 7 კილომეტში.
ახტალის რკინიგზის სადგური |