400 დაღუპული მებრძოლის სია; არმია, სახალხო გვარდია, მოხალისეები
პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) თბილისი
150 მეტი საქართველოს ბრძოლა იხილეთ მეტი
1918 წლის 26 მაისს დან დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი(ბოლშევიკები ლენინი იდეოლოგიურად, ტროცკი წითელი არმია), დენიკინის თეთრი არმია, თურქეთი, სომხეთი, ადგილობრივი კომუნისტები, პროთურქულად განწყობილი ისლამისტები, აფსუა და ოსი კომუნისტ-სეპარატისტები. ამ ძალების წინააღმდეგ იბრძოდა შეიარაღებული ძალების ორი სახეობა: სავალდებულო-გაწვევითი რეგულარული არმია (13 ქვეითი ბატალიონი) და მოხალისეთაგან დაკომპლექტებული, კადრირებული სახალხო გვარდია (19 ქვეითი ბატალიონი), საჭიროებისამებრ იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებული მოხალისეთა დანაყოფები (ქართული ლეგიონი, მთიულების რაზმი, ქართველ მუსლიმთა ესკადრონი, აფხაზების ცხენოსანი რაზმი, პარტიული დანაყოფები და ა.შ.), ჯამში დაახლ. 25.000 წინა ხაზზე მებრძოლი.
1917 წ. – რუსეთის არმიის სამხრეთის ფრონტის ჯარების გარიდება საქართველოდან, შამქორის ბრძოლა, ეთნიკურ-რელიგიური შეტაკებები მესხეთში, არსენა-ლის საარტილერიო საწყობების დაკავება სახალხო გვარდიის მიერ.
1918 წ. – რუსეთის იმპერიის არმიის „ქართული კორპუსის“ პოლკების განიარაღების ოპერაციები თელავში, გორში, ქუთაისში და დუშეთში. ეთნიკური კონფლიქტის დაწყება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი ოსების აჯანყების ჩახშობა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის ოკუპაცია თურქების მიერ, ანარიის ფორტის ბრძოლა; ბრძოლა აფსუა და რუს კომუნისტებთან სოხუმის ოლქში (I ფაზა), კომუნისტი აჯანყებულების განადგურების ოპერაცია სამეგრელოში და ზემო იმერეთში; ჩოლოქის ბრძოლა, ოზურგეთის შტურმი, აწყურის ბრძოლა; ქართული და გერმანული არმიების ერთობლივი ოპერაცია ქვემო ქართლში ისლამისტების წინააღმდეგ, ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილი ქართველი და რუსი კომუნისტების განადგურება დუშეთის მაზრაში, აფხაზეთის განთავისუფლება (II ფაზა) და სოჭი-ტუაპსეს ოპერაცია, მესხეთის განთავისუფლება თურქი ოკუპანტებისგან, სომხეთ-საქართველოს ომი.
1919 წ. – სოფელ დაგეთ ხაჩინში სომხების მსხვილი ბანდის ლიკვიდაცია, დენიკინის არმიის მიერ სოჭის გარნიზონის დატყვევება და გაგრის აღება, სახალხო გვარდიის მიერ დენიკინის არმიის გაგრის დაჯგუფების განადგურება, კომუნისტების გამოსვლების ჩახშობა დუშეთსა და კახეთში. სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა და ქ. არდაგანის განთავისუფლება, სომხური სოფლების განიარაღება აფხაზეთში.
1920 წ. – თეთრგვარდიელთა ე.წ. „ერდელის ჯგუფის“ განიარაღების ოპერაცია ყაზბეგის რაიონში, კომუნისტების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე, რუსეთის წითელი არმიის პირველი თავდასხმა საქართველოზე – აზერბაიჯანის ფრონტი; ბოლშევიკი ოსების აჯანყების სრული ჩახშობა ქართლში; აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ოპერაცია. ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში ისლამისტების წინააღმდეგ. ლაგოდეხში დისლოცირებული IV პოლკის გაკომუ-ნისტებული ნაწილის განიარაღების ოპერაცია. თეთრგვარდიელთა ფლოტის რეიდი გაგრის რაიონში ე.წ. „ფოსტიკოვის არმიის“ გამოსახსნელად.
1921 წ. – რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება.
ერთი საუკუნის შემდეგ მოგვაწვდინეს ბრძოლის ველიდან ხმა … აი ისინიც, 400 გმირი …