სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10671

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თეიმურაზ გიგაური 1933-2009წწ მოქანდაკე, მხატვარი წარმ, სოფ ბლო ხევსურეთი

1933-2009 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გიგაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

80       ბეჭდვა

თეიმურაზ გიგაური 1933-2009წწ მოქანდაკე, მხატვარი წარმ, სოფ ბლო ხევსურეთი

თეიმურაზ გიგაური (1933-2009)


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს.

1961 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მინა-კერამიკის კათედრის გამგე, პროფესორი. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1958 წლიდან. მუშაობდა ჭედური ხელოვნების, მინის მხატვრული დამუშავების, კერამიკისა და წიგნის გაფორმების დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1958, პრემირებულია ძეგლისათვის გამართულ კონკურსში), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "სამასი არაგველის" პანო, "გამარჯვება", "სვანის პორტრეტი", "ეს არ უნდა განმეორდეს!" , "ირემი"-სერვიზი, "ქალის ტორსი". გააფორმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" 1966 წელს, შ. ამისულაშვილის "ბალადა" და სხვ.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.614

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - ვახტანგ გორგასლის ძეგლისთვის გამართული კონკურსის პრემირებული


გიგაურები — ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს „გიგა“, „გიგი“, „გიგო“. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი „გიგაური“ სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გვარები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.

ბლოდან გიგაურები რამდენიმე მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, გველეთისკენ, დათვისისკენ, ფშავისკენ და ერწო-თიანეთისკენ.

არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები. დათვისელ-გველეთელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან. ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ. ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ. მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო იძულებითი აყრაც, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოჰყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას. ეს იყო დათვსის ხეობიდან არაგვზე, ჭართალის თემში გიგაურების იძულებითი გადასახლების მიზეზიც. მიუხედავად გადასახლებისა გველეთელი გიგაურები გვიანობამდე ამოდიოდნენ გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ადგილობრივებიც საკლავით ხვდებოდნენ მათ.

ღმერთისა და საქართველოსთვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში. კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

გიგაურთა შტონაყარი გვარები

ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:

ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი;

არაგველი: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, თითიკაშვილები, ჩანადირები, მახარაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ბუჩაშვილები;

ფშაველი და გუდამაყრელი: ანთაურები;

ახმეტელი: ჩაჩაურები.

გიგაური დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს. გიგაურთა საგვარეულო ხატობის დროს აგროვებდნენ ე.წ. „სიგიგაუროს“ სათემო საგვარეულო ხატის შენაწირს. საგიგაუროს შეგროვება ერთგვარად კრავდა გიგაურთა ძველ თემს და გიგაურთა დიდ გვარსა და ამ გვარიდან შტონაყარ რამდენიმე ათეულ გვარს სოციალურ ერთობას უნარჩუნებდა.

გიგაურთა და ძირად გიგაურთა საერთო სალოცავები

მუხის გიორგის ჯვარი — პირველი და უმთავრესი სალოცავი — ბუდე ხევსურეთში, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოსთან.

გიგაურთ ხატი — ქსნის ხეობის, სოფელ საძეგურთან.

გიგაურთ ხატი (მთავარანგელოზის ჯვარი) — ნარეკვავის ხეობის, სოფელ გრემისხევში.

საგიგაუროს დედა ღვთისმშობელი — არაგვის ხეობაში, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან.

მთავარანგელოზის ჯვარი — ბუდე ხევსურეთში. სოფელ გველეთთან.

ახალაურთ კლდე — პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღასთან.

გიგაურების მიერ არის აშენებული ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია — გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 20.11.2022
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0