სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
ახტალის ბრძოლა 1918 წ. 15-16 დეკემბერი პაატა გიგაურისგან
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი გიგაური სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

276       ბეჭდვა

ახტალის ბრძოლა 1918 წ. 15-16 დეკემბერი პაატა გიგაურისგან

ახტალის გარემოცვის გარღვევა სომხეთ-საქართველოს ომის დროს. 1918 წ. 15-16 დეკემბერ

პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) თბილისი

სომხეთ-საქართველოს ომის ერთერთი დრამატული ეპიზოდია სოფელ ახტალასთან, უკანასკნელი ქართული დანაყოფების მიერ სომხების გარემოცვის გარღვევა და სადახლოსთან ბრძოლით გამოსვლა. სტატიაში მოყვანილია უცნობი მებრძოლის მონაყოლი, რომელიც ამ ბრძოლის მონაწილეა.
ძირითადი ძალების გარღვევას წინ უსწრებდა ე.წ. “შერეული ბატალიონის” შტაბის (გენერალი გიორგი წულუკიძე) და ცალკეული დანაყოფების გამოსვლა ალყიდან, 15 დეკემბრის საღამოს 8 საათზე ეს რაზმი ჩამოვიდა სადგურ სადახლოში, დიდი ნაწილი კი ისევ გარემოცვაში დარჩა და 17-ში ღამით გამოვიდა სამშვიდობოს.
15-16 დეკემბრის გარღვევაში თავი გამოიჩინეს თბილისის V პოლკის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა, ასევე სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმმა (ვალოდია და ალფეს გოგუაძეები), რომლებმაც არ მისცეს მოწინააღმდეგეს ახტალის სადგურის აღების საშულება და მუშებმა, რომლებიც ცეცხლის ქვეშ წმენდნენ გზას. აღსაღნიშნავია რომ სადგურში თავი მოიყარა რკინიგზის და ქართული ადმინისტრაციის სამოქალაქო პერსონალმა. 15 დეკემბერს გარემოცვაში მყოფთა დასახმარებლად დაზვერვის გარეშე, სატვირთო ეშელონით გაგზავნეს თბილისის სადარაჯო ათასეულის ორი ასეული, 250 ჯარისკაცის რაოდენობით, რომლებიც სოფელ აირუმ-ახტალის ზონაში ჩაებნენ უთანასწორო ბრძოლაში და განადგურდნენ (ნაწილი მოკლეს, მესამედი ტყვედ ჩავარდა და მცირე ნაწილმა გაასწრო), თუმცა მოწინააღმდეგეც დააზარალეს, რამაც გააიოლა გარღვევის ოპერაცია.
15-16 დეკემბრის ახტალის ბრძოლაში რიგით ჯარისკაცად მონაწილეობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ნიკო კეცხოველი, რომელიც ხუთ ადგილას დაიჭრა და სასწაულებრივად გადარჩა: “ჩემს ირგვლივ სამი ტყვია ჩაერჭო მიწაში. ავიხედე, ქედის ქიმიდან ბოლი ჩანს. ავწიე კარაბინი, მაგრამ ხელი ძირს ჩამომივარდა, მინდა ხელი ავწიო, მაგრამ აღარ მემორჩილება. ამ დროს ვიგრძენი ბიძგი მხარში, ავტორტმანდი და დავეცი. გული არ წამსვლია. მკლავიდან სისხლმა გადმოსჩქეფა, ამ დროს ლოყაც ამეწვა, მოვისვი ხელი და სისხლია. აღარ გაჩერდა მიწა, წივიან ჩემს ირგვლივ ტყვიები. დაგლახვროს ღმერთმა! რამდენი მესვრით?” დაჭრილი კეცხოველი ძირითად კოლონას გამოჰყვა და ფეხით ჩამოიყვანეს სადახლოში.
მოგონებების ავტორი 15 დეკემბრის ღამის პირველ საათზე ჩავიდა საბრძოლო მოქმედებების რაიონში, სადგურ ახპატში და გამოჰყვა ალავერდიდან გამოსულ ქართულ დანაყოფებს ახტალაში, სადაც 16:00-დან მუშებთან ერთად ცდილობდა გზის გაწმენდას და მონაწილეობდა მთებიდან მოიერიშე მტრის მოგერიებაში. ღამე გაატარა ახტალის სადგურზე და 16 დეკემბერს დილის 8 საათიდან მონაწილეობდა გარღვევაში რკინიგზის მიმართულებით სადგურ აირუმისკენ, რომლის მიდამოებში ღამით შეხვდა გარემოცვის მეორე მხარეს მყოფ ქართველ ჯარისკაცებს და გამთენიისას, ძირითად კოლონასთან ერთად ფეხით, 06:30-ზე ჩამოვიდა სადგურ სადახლოში. ავტორმა პირადად ნახა 10-მდე მოკლული და 30 დაჭრილი ქართველი მებრძოლი. აღსაღნიშნავია რომ მოგონება 18 დეკემბერს დაიწერა და არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება მტერს სათავისოდ გამოეყენებინა.
გარემოცვიდან გამოსულებმა თავი მოიყარეს სადახლოს რაიონში და 23 დეკემბრამდე იგერიებდნენ რიცხობრივად აღმატებული მტრის იერიშებს, საბოლოოდ “შერეულმა ბატალიონმა” დაიხია მდინარე დებედას მარცხენა მხარეს და განლაგდა აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში.
ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ აღმოაჩინა ოქმი, რომელიც სადახლო-ახტალის სექტორში დაღუპულების საძმო სასაფლაოზე დამარხვას ეხება. სადახლოსთან ახლოს, საძმო საფლავში განისვენებს 40 ქართველი მებრძოლი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0