სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1918 წ. 9-14 ივნისი ბორჩალოს ქართულ-გერმანული ექსპედიცია პაატა გიგაურისგან
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი გიგაური სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

1918 წ. 9-14 ივნისი ბორჩალოს ქართულ-გერმანული ექსპედიცია პაატა გიგაურისგან

პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი (განსაკუთრებით 1918-1921 წლები) თბილისი

1918 წლის აპრილ-მაისის განმავლობაში ოსმალეთის არმიამ ბრძოლით დაიკავა შავშთი, აჭარა, მესხეთი და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი მდინარე ხრამამდე. საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანელებთან ისლამისტების შემოტევის შესაჩერებლად. ოსმალების სარდლობამ ვეჰიბ ბეის მეთაურობით, უარყო ოსმალეთის არმიის ნაწილების შემოჭრა ქვემო ქართლში და ადგილობრივ მოსახლეობას დააბრალა შეიარაღებული გამოსვლა.

გადაწყდა გერმანიის არმიას, ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ნაწილებს და სახალხო გვარდიას ერთობლივად შეეტია მუსლიმი მოსახლეობის და ოსმალეთის არმიის დანაყოფებისათვის ქვემო ქართლში, საერთო ამოცანით: გაენთავისუფლებინათ ლორეს რაიონი და გასულიყვნენ თბილისის გუბერნიის საზღვართან. ივნისის დასაწყისში სახალხო გვარდიის დანაყოფები განლაგდნენ ტაბახმელას პოზიციებზე, ხოლო ისლამისტები მდინარე ხრამის ნაპირზე.

შეიქმნა დაჯგუფება პოლკოვნიკ სტეფანე ჩხეიძის მეთაურობით რომელშიც შევიდა: ბავერიელ ეგერთა ბატალიონი, სახალხო გვარდიის ბატალიონი და არტილერია, ჯავშანმატარებლების რაზმი, ცხენისანი დივიზიონი და არმიის ახლადფორმირებული ბატალიონი.

9 ივნისი. თბილისის სახალხო გვარდია ვ. ჯუღელის და ა. კონიაშვილის მეთაურობით დაიძრა ტაბახმელადან მდინარე ხრამის მიმართულებით. მათ თან ახლდათ გორის, მცხეთის სახალხო გვარდიის და ფედერალისტების რაზმი.

ჯუღელი ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე (1887-1924) საქართველოს გენერალი სოფ. შორაპანი ზესტაფონი იმერეთი


კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - (1873-1951) საქართველოს გენერალი საგარეჯო კახეთი

10 ივნისი. სახალხო გვარდიას ცეცხლი გაუხსნეს მდინარე ალგეთთან. სიტუაციის გამორკვევამდე დაჯგუფება შეჩერდა და მდინარის ჩრდილოეთით გადმოვიდა.

11 ივნისს. ქართულ-გერმანულმა დანაყოფებმა თავი მოიყარეს სანდართან (მარნეული) ახლოს. გენერლები გ. კვინიტაძე, ს. ახმეტელაშვილი და გ. მაზნიაშვილი იმყოფებოდნენ ადგილზე და შეხვდნენ სახალხო გვარდიის შტაბის წევრებს, რომლებიც ცდილობდნენ მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას. საერთო შეტევა დაიგეგმა მეორე დღეს.

კვინიტაძე (ჩიქოვანი) გიორგი ივანეს ძე (1874-1970) გენერალი დაღესტანი


ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე გიორგის ძე (1877-1921) საქართველოს გენერალი სოფ.ანაგა სიღნაღი კახეთი


მაზნიაშვილი გიორგი ივანეს ძე (1870-1937) საქართველოს გენერალი სოფ.სასირეთი კასპი ქართლი


12 ივნისი. გამთენიისას ჯავშანმატარებელი, თბილისის გვარდია, გერმანელების ორი ეშელონი და არმიის ბატალიონი დაიძრნენ რკინიგზით. მათ მარჯვნივ დაიძრა სახალხო გვარდიის დარჩენილი ნაწილი, არტილერია და ცხენოსანი დივიზიონი. პირველივე სოფელმა თეთრი დროშები გადმოკიდა და დაჯგუფება სამ საათიანი მარშის შემდეგ გავიდა მდინარე ხრამთან რომლის გაღმა ნაპირზე მოწინააღმდეგეს თხრილები მოეწყო.

14:00-ზე არტილერიამ გახსნა ცეცხლი. სოფელ ქოშა ქილისასთან გვარდიის არტილერიის მეთაური ვ. შარაშიძე ათ მებრძოლთან ერთად გადავიდა მეორე ნაპირზე, უკან დაბრუნებისას შარაშიძე მოკლეს და რამდენიმე მებრძოლი დაჭრეს, რამაც გვარდიელებში დიდი მღელვარება გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლა და დაზვერვა.

ვ. შარაშიძე არტილერიის მეთაური გარდაიცვალა სხვა მონაცემები არ იძებნება

13 ივნისი. დილის 5 საათზე დაიწყო საერთო შეტევა. არტილერიამ და ტყვიამფრქვევებმა დაუშინეს წინაწარ გამოვლენილ პოზიციებს. კვინიტაძემ სთხოვა მებრძოლებს გერმანელებზე ადრე აეღოთ ხრამის ხიდი. მოხალისე ჯარისკაცებმა მტრის ცეცხლის ქვეშ სირბილით გადაკვეთეს ხრამის ხიდი და უკუაგდეს მოწინააღმდეგე მეორე ნაპირიდან. რაზეც გერმანელებმა შენიშვნა მისცეს: ძალიან მამაცები კი ყოფილხართ, მაგრამ ბრძოლა არ გცოდნიათო. მათ არ იცოდნენ, რომ ბატალიონი დაკომპლექტებული იყო მოხალისეებით, რომლებსაც წვრთნა არც ჰქონდათ გავლილი. მარჯვენა ფრთაზე სახალხო გვარდიის ცხენოსნებმა ვ. ჯუღელის მეთაურობით გადალახეს მდინარე ხრამი და შეიჭრნენ სოფელში, მოწინააღმდეგე გაიქცა. რამდენიმე ათეული სომეხი მებრძოლი შულავერიდან შემოუერთდა გვარდიას. მათი სიტყვით შულავერი ორი თვე მუსლიმების გარემოცვაში იყო, ხოლო დაბაში 200 ასკერი იმყოფებოდა. ისინი გაქცეულან მას მერე, რაც ქართული არტილერიის ხმა გაიგონეს. ისლამისტების ორგანიზებული წინააღმდეგობა შეწყდა და გვარდია შეულავერში შევიდა, ხოლო მარცხენა ფლანგმა დაიკავა სადგური აშაღა-სერალი.

14 ივნისი. დილის 8 საათზე ჯავშანმატარებლების რაზმი უბრძოლველად შევიდა სადახლოში და ხელთ იგდო 150 ფურგონიანი აღალი 100 ოსმალო ასკერთან ერთად. აღალში ძალით ამუშავებდნენ ვორონცოვკადან წამოყვანილ რუს მოსახლეობას. სადგურ ალავერდთან ჯავშნოსანმა ცეცხლი გაუხსნა ოსმალების ეშელონს და აიძულა დიდი სიჩქარით გაქცეულიყო სანაინისკენ, სადაც პანიკა ატყდა. ეშელონს უკან მიჰყვა ჯავშნოსანი და ქართული ეშელონი. სანაინში ტყვედ ჩავარდა 300 ასკერი, ალაფის სახით დაგვრჩა 300-მდე ცხენი და სურსათის მარაგი. სანაინიდან 8 კილომეტრის მოშორებით ჯავშნოსანი წამოეწია ოსმალების ეშელონს და ცეცხლი გაუხსნა, ტყვედ ჩავარდა 100-ზე მეტი ასკერი, ჯამში 1000-მდე ოსმალო ოფიცერი და ჯარისკაცი. გერმანული დანაყოფები 2-3 სადგურის მოშორებით მიჰყვებოდნენ ქართულ ფორმირებებს და იკავებდნენ პოზიციებს. სომხური, რუსული და გერმანული მოსახლეობა სიხარულით ხვდებოდა ქართულ ჯარს.

ამ ოპერაციის დროს დაიღუპა 7 გერმანელი მებრძოლი, რომლებიც პატივთ დაკრძალეს თბილისში. დაიჭრა 30-მდე.

მოწინააღმდეგენ დაკარგა 40 -ზე მეტი მოკლული და ასეულობით დაჭრილი.

სახალხო გვარდიამ დაუზუსტებელი მონაცემებით დაკარგა 3 მებრძოლი. არმიის დანაკარგი უცნობია.

წყარო : გადადით ლინკზე ნახავთ უამრავ ფოტომასალას

1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: საომარი მოქმედებების გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას, რის გამოც განწირულია საშიმშილოდ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0