სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი გიგაური 1928წ.  მხატვარი, წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გიგაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

გივი გიგაური 1928წ. მხატვარი, წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი. დაბ. თბილისი.

გივი გიგაური 1928


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1954 წელს.

1954 წლიდან მუშაობს კონცერნ "ქართულ ფილმში" მხატვარდ; მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები და ფილმები: "სიყვარული გარიჟრაჟზე", "მაგდანას ლურჯა", "ჩვენი ეზო", "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და სხვ. მუშაობდა დაზგური გრაფიკისა და ჭედური ხელოვნების დარგში.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.613

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1986 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გიგაურები — ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს „გიგა“, „გიგი“, „გიგო“. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი „გიგაური“ სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გვარები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.


ბლოდან გიგაურები რამდენიმე მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, გველეთისკენ, დათვისისკენ, ფშავისკენ და ერწო-თიანეთისკენ.


არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები. დათვისელ-გველეთელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან. ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ. ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ. მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო იძულებითი აყრაც, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოჰყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას. ეს იყო დათვსის ხეობიდან არაგვზე, ჭართალის თემში გიგაურების იძულებითი გადასახლების მიზეზიც. მიუხედავად გადასახლებისა გველეთელი გიგაურები გვიანობამდე ამოდიოდნენ გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ადგილობრივებიც საკლავით ხვდებოდნენ მათ.


ღმერთისა და საქართველოსთვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში. კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

გიგაურთა შტონაყარი გვარები

ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:


ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი;


არაგველი: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, თითიკაშვილები, ჩანადირები, მახარაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ბუჩაშვილები;


ფშაველი და გუდამაყრელი: ანთაურები;


ახმეტელი: ჩაჩაურები.


გიგაური დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს. გიგაურთა საგვარეულო ხატობის დროს აგროვებდნენ ე.წ. „სიგიგაუროს“ სათემო საგვარეულო ხატის შენაწირს. საგიგაუროს შეგროვება ერთგვარად კრავდა გიგაურთა ძველ თემს და გიგაურთა დიდ გვარსა და ამ გვარიდან შტონაყარ რამდენიმე ათეულ გვარს სოციალურ ერთობას უნარჩუნებდა.

გიგაურთა და ძირად გიგაურთა საერთო სალოცავები

მუხის გიორგის ჯვარი — პირველი და უმთავრესი სალოცავი — ბუდე ხევსურეთში, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოსთან.

გიგაურთ ხატი — ქსნის ხეობის, სოფელ საძეგურთან.

გიგაურთ ხატი (მთავარანგელოზის ჯვარი) — ნარეკვავის ხეობის, სოფელ გრემისხევში.

საგიგაუროს დედა ღვთისმშობელი — არაგვის ხეობაში, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან.

მთავარანგელოზის ჯვარი — ბუდე ხევსურეთში. სოფელ გველეთთან.

ახალაურთ კლდე — პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღასთან.

გიგაურების მიერ არის აშენებული ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია — გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გიგაური

1 0

რაჟდენ სვიმონის ძე გიგაური 1837-1904წწ დეკანოზი

2 0

1918 წ. 9-14 ივნისი ბორჩალოს ქართულ-გერმანული ექსპედიცია პაატა გიგაურისგან

1 0


ახტალის ბრძოლა 1918 წ. 15-16 დეკემბერი პაატა გიგაურისგან

1 1


1918წ. 7 ივნისი-14 ივლისი დუშეთის მაზრის აჯანყება დუშეთი პაატა გიგაურისგან

1 0


1919 წელი 23 ოქტომბერი ლაგოდეხის კომუნისტების აჯანყება პაატა გიგაურისგან ლაგოდეხი კახეთი

1 0


გია გიგაური 1968-92წწ. გარდ. 24 წლის სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ბერბუკი გორი ქართლი

3 0


პაატა გიგაური დაბ. 1976 წ. სამხედრო ისტორიის მკვლევარი (1918-1921 წლები) წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0


1921 მარტი ბათუმის ბრძოლა მებრძოლთა სია პაატა გიგაურისგან

1 1


თეიმურაზ გიგაური 1933-2009წწ მოქანდაკე, მხატვარი წარმ, სოფ ბლო ხევსურეთი

1 0


თორნიკე გიგაური მსოფლიო ჩემპიონი მკლავმჭიდი წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი

1 0

5 9 2


დავით გიგაური დ.1958წ. ევროპის პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. სოფ. ბლო ხევსურეთი

1 0

1 0 1