პაატა გიგაური დაიბადა 1976 წლის 2 იანვარს თბილისში
1992-1997 წ. თსუ-ს ანალიზური ქიმიის კათედრა, გარემოს
დაცვის სპეციალობა
1999 წ. კიოლნის უნივერსიტეტი (მიმართულება: ფილოსოფია). ინტერესის საგანი: ქრისტიანული თეოლოგია და ბიბლეისტიკა, განსაკუთრებით ახალი აღთქმის ტექსტები და წმინდა წერილის თანამედროვე ენაზე გადმოცემის საკითხი
1994-1996 წ. თსუ-ს უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი.
დასკვნით საველე შეკრებაზე ქუთაისის 22-ე ბრიგადაში იყო კურსანტების ოცმეთაური
2007-2008 წ. თანამოაზრეებთან ერთად გაიარა დასავლური
ტიპის მსუბუქი-ქვეითის მომზადების კურსი მოხალისეთა ორგანიზაციის დაარსების პერიოდში,
სადაც ხდებოდა მცირე ჯგუფების ტაქტიკის ათვისება, მოხალისეთა მეთოდიკის დატესტვა და
სასწავლო პროცესის ორგანიზება ბრიტანეთის არმიის პროგრამის მიხედვით
2009-2011 წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის თავმჯდომარე
და სამხედრო-სალაშქრო კურსის ავტორი
2013 წ.-დან გენერალ მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული
ლეგიონის გამგეობის წევრი და თანადამფუძნებელი. ინსტრუქტორის კურსის ავტორი.
2019 წ. ხედვა „მომავლის არმიის“ შექმნის ინიციატორი
და თანაავტორი 20-ზე მეტ გამოცდილ სამხედროსა და მოლაშქრესთან ერთად
სამხედრო ისტორიის და განსაკუთრებით 1918-1921 წლების
შეიარაღებულ ძალების მკვლევარი, ამ თემაზე გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია და
მართავს გვერდს "შეიარაღებული ძალები 1918-1921": http://legionerebi.com/armia1918
2017 წ. ხელმძღვანელობდა საქართველოში
პირველ საბრძოლო არქეოლოგიის პროექტს: "ტაბახმელას N4 სანგრის გამოკვლევა":
http://legionerebi.com/armia1918/?p=713
2019 წელს მონაწილეობდა თბილისის ზღვის მიდამოებში აღმოჩენილი
გვიანბრინჯაოს პერიოდის მეომრის საფლავის გათხრაში
ყავს მეუღლე და ორი შვილი
პოლიტიკური შეხედულებით მემარჯვენე-ცენტრისტი კონსერვატორი,
სამოქალაქო ნაციონალიზმის მომხრე. აღმსარებლობით: ქრისტიანი
პირადი ბლოგი: https://paatagigauri.blogspot.com
გიგაურები — ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს „გიგა“, „გიგი“, „გიგო“. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი „გიგაური“ სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
გადმოცემით ხევსურეთში ოთხი ძმა ცხოვრობდა გიგა, თეთრა, ზვიადი და წოწკა. გიგაურების წინაპარი გიგა სოფელ ბლოში დასახლდა. ზვიადაურების წინაპარი ზვიადი არდოტში გადავიდა. წოწკოლაურების წინაპარი წოწკურა ფშავში წავიდა და სოფელ მუქოში დასახლდა, ხოლო თეთრამ საცხოვრებლად სოფელი ჭიმღა აირჩია და მისგან თეთრაულების გვარი წამოვიდა. მთაში ეს გვარები დღესაც ბიძაშვილობენ ერთმანეთთან.
ბლოდან გიგაურები რამდენიმე მიმართულებით წავიდნენ არხოტისკენ, გველეთისკენ, დათვისისკენ, ფშავისკენ და ერწო-თიანეთისკენ.
არხოტელი გიგაურები ხევში გადავიდნენ, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წავიდა. არხოტელი გიგაურებისგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები. დათვისელ-გველეთელი გიგაურები არაგვზე დასახლდნენ ჭართლის თემში, ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყარნი არიან. ფშაველი და ერწო-თიანეთელი გიგაურები ბარში, ძირითადად კახეთის სოფლებში დასახლდნენ. ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურების ერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტის და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ. მიგრაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხევსურეთს შეეძლო გამოეკვება მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამის გარდა იყო იძულებითი აყრაც, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარში ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთის დამორჩილების მცდელობას მოჰყვა, როდესაც ერისთავის ლაშქართან ბრძოლის გამო დაცოტავებული თემები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მას. ეს იყო დათვსის ხეობიდან არაგვზე, ჭართალის თემში გიგაურების იძულებითი გადასახლების მიზეზიც. მიუხედავად გადასახლებისა გველეთელი გიგაურები გვიანობამდე ამოდიოდნენ გველეთის მთავარანგელოზის სალოცავში და ადგილობრივებიც საკლავით ხვდებოდნენ მათ.
ღმერთისა და საქართველოსთვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში. კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში. თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.
გიგაურთა შტონაყარი გვარები
ძველიდან ახალი გვარის წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ამ დროს გვარმოდენილობა უცვლელი რჩება. გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან:
ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი;
არაგველი: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, პირმისაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, თითიკაშვილები, ჩანადირები, მახარაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ბუჩაშვილები;
ფშაველი და გუდამაყრელი: ანთაურები;
ახმეტელი: ჩაჩაურები.
გიგაური დიდი ხნის მანძილზე სათემო გვარი იყო. განაყოფებმა იცოდნენ, რომ ისინი საერთო წინაპრის შთამომავლები იყვნენ და ნებისმიერ დროს, რა გინდ ძლიერ გამრავლებულიყვნენ, ინახავდნენ ერთმანეთს შორის მჭიდრო კავშირს. გიგაურთა საგვარეულო ხატობის დროს აგროვებდნენ ე.წ. „სიგიგაუროს“ სათემო საგვარეულო ხატის შენაწირს. საგიგაუროს შეგროვება ერთგვარად კრავდა გიგაურთა ძველ თემს და გიგაურთა დიდ გვარსა და ამ გვარიდან შტონაყარ რამდენიმე ათეულ გვარს სოციალურ ერთობას უნარჩუნებდა.
გიგაურთა და ძირად გიგაურთა საერთო სალოცავები
მუხის გიორგის ჯვარი — პირველი და უმთავრესი სალოცავი — ბუდე ხევსურეთში, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოსთან.
გიგაურთ ხატი — ქსნის ხეობის, სოფელ საძეგურთან.
გიგაურთ ხატი (მთავარანგელოზის ჯვარი) — ნარეკვავის ხეობის, სოფელ გრემისხევში.
საგიგაუროს დედა ღვთისმშობელი — არაგვის ხეობაში, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან.
მთავარანგელოზის ჯვარი — ბუდე ხევსურეთში. სოფელ გველეთთან.
ახალაურთ კლდე — პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ჭიმღასთან.
გიგაურების მიერ არის აშენებული ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია — გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან.