სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
მგელიკა ლიქოკელი 1838 -1935-იანი გარდ. 97 წლის, ხევსური დასტაქარი სოფ. ქობულო ხევსურეთი მგელიკა ლიქოკელი 1838 -1935-იანი გარდ. 97 წლის, ხევსური დასტაქარი სოფ. ქობულო ხევსურეთი მგელიკა ლიქოკელი 1838 -1935-იანი გარდ. 97 წლის, ხევსური დასტაქარი სოფ. ქობულო ხევსურეთი

1838-1935 წწ. გარდ. 97 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ლიქოკელი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

499       ბეჭდვა

მგელიკა ლიქოკელი 1838 -1935-იანი გარდ. 97 წლის, ხევსური დასტაქარი სოფ. ქობულო ხევსურეთი

მგელიკა ლიქოკელი 1850 ? -1940-იანი დაიბადა სოფელ ქობულოში,


„97 წლის მოხუცი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანითა და ღონით სავსე. ჭრილობის შეხვევისას იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვართი ხელოვანი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა. საითგან? ვეკითხებოდი ჩემ თავს. ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა. სხვა ახსნა შეუძლებელი იყო. თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემ წინ, ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალათ“, - წერს გრიგოლ რობაქიძე 1932 წელს გამოცემულ მისტიკურ რომანში - „ენგადი“.


შოთა გიგოს ძე არაბული 1956წ. მხატვარი სოფ. ჩირდილი ხევსურეთის თემი დუშეთი, მგელიკა ლიქოკელი შოთას ბებიის მამა 

ხევსური დასტაქარი, რომელსაც რობაქიძე ჯადოსანს უწოდებს, მგელიკა ლიქოკელია. იგი ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა.


ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, ვინმეს დახმარების გარეშე და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს“.


„ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია.

მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია“, - წერს მწერალი და ჟურნალისტი ჰელენა ბობინსკა.

ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო.

როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით. მაგალითად, ავადმყოფ ბიძურა არაბულს, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუწერია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია.


მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისგან და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, კორშას მუზეუმშია დაცული.

440 ადამიანი განუკურნავს. განსაკუთრებული ცოდნის გამო, ის გადაჰყავდათ გუდამაყარში, ფშავში, თუშეთსა და ქისტეთშიც.

„წამლებსაც თვითონ ამზადებდა. ფეხის ამპუტაციაც გაუკეთებია. მგელიკას ძმას, ბაბოს, ხე დაეცა ფეხზე, მოტეხა და შემდეგ ამ ფეხზე განგრენა განუვითარდა. ბოლოს მგელიკამ მოაჭრა ფეხი, უმკურნალა ძმას და მოარჩინა. დიდხანს უცოცხლია იმ კაცს“, - გვიამბობს შოთა არაბული, კორშას მუზეუმის დამფუძნებელი.

მგელიკა ლიქოკელის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. ღრმად მოხუცებული თვითონ გამხდარა ავად. ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და საკუთარ თავს ვეღარ უშველა. ტკივილს ძალიან შეუწუხებია და თავი მოუკლავს.

გადმოცემის მიხედვით, დასტაქართა უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ იცოდა. ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ. 1960-70-იან წლებში ორი ხევსური ექიმიღა ყოფილა - ჯუთაში ბეწინა არაბული და შატილში ბაზია ჭინჭარაული. თავის ქალის ტრეპანაციას შატილიონი დასტაქარიც აკეთებდა. დასტაქრობა არ გააგრძელა, მაგრამ ბაზიას შვილმა, მიხეილ ჭინჭარაულმა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და ქირურგად დაიწყო მუშაობა.

მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული შატილის ექიმი პოეტი

წყარო იხილეთ სრულად



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 21.11.2022
სულ რედაქტირებულია 4





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0