გიორგი ალექსანდრეს ძე თვალჭრელიძე (დ. 9 იანვარი, 1915, ნოვოჩერკასკი — გ. 5 დეკემბერი 1991, თბილისი)
—ქართველი გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973).
1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1946 წლიდან მუშაობს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1963 წლიდან დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.
მისი შრომები ეხება საქართვეოს, კავკასიისა და მთელი ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ენდოგენური მეტალოგენიის საკითხებს. თვალჭრელიძე ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა რეგიონულ მეტალოგენიურ კვლევას კავკასიაში. კავკასიის მეტალოგენიური რუკის ავტორი (მასშტაბი 1:1000000). დაწერილი აქვს არაერთი მონოგრაფია, რომელიც მიეძღვნა მეტალოგენიის კარდინალურ საკითხებს.
ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას, იყო მრავალი საუწყებათშორისო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და "საპატიო ნიშის ორდენებით, აგრეთვე მედლებით.
წყარო-www.wikipedia.ge