ტარასი კვარაცხელია (დ. 10 მარტი, 1889, ნაკიფუ, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო, 1951 თბილისი)—
აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი(1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემიის წევრი
დაამთავრა უმანის მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სასწავლებელი 1911 წელს. იმავე წელს შედის სანკტ-პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო უმაღლეს კურსებზე.
1914-1916წწ. ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ-საჩვენებელ სადგურს. 1925 წელს ნიშნავენ აფხაზეთის მიწსახკომის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ. სოხუმის საცდელ სადგურში მუშაობის დროს აქვეყნებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის შრომებს. 1930 წლიდან გადაიყვანეს ოზურგეთში ჩაის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის შესაქმნელად დაბა ანასეულში. 1932წ. იგი მიავლინეს შორეულ აღმოსავლეთში. 1936წ. ისევ სოხუმში გადაჰყავთ, ხოლო 1937 წლიდან იგი დანიშნეს სუბტროპიკული მეხილეობის კათედრის გამგედ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. სამეცნიერო კვლევის დარგში მოღვაწეობის პირველ წლებში ძირითადად მუშაობდა მეხილეობაში, შემდგომში მუშაობა მეტწილად მიეძღვნა გარემო პირობების გავლენის შესწავლას სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარებაზე, ნიადაგის ეროზიული მოვლენებს და მასთან ბრძოლის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი შრომა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. -გვ. 489
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო საკავშირო აკადემია, წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1941 - ლენინის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
წყარო-www.wikipedia.ge