ანა დოღონაძე (გერმ. Anna Dogonadze; დ. 15 თებერვალი, 1973) — ქართული წარმოშობის გერმანელი ათლეტი (ბატუტზე ხტომა), რომელმაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1996 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, 1998 წლიდან გამოდის ამ ქვეყნის სახელით. ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 გუნდური, 1998 სინქრონული, 2001 პირადი), მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. იგი პროფესიით მასწავლებელია. ჰყავს ერთი ქალიშვილი.
ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004),
სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, VIII ადგილი)
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი
(1990 - გუნდური,
1998 სინქრონული,
2001 - პირადი)
ორგზის მეორე
(1999, 01 სინქრონული)
და ოთხგზის მესამე
(1998, 99, 03 - პირადი
2003 - სინქრონული)
მსოფლიოს თასის მფლობელი
(1993 - სინქრონული)
მეორე (1993 - პირადი)
და ორგზის მესამე
(2002 - სინქრონული, 2004 - პირადი)
ევროპის ხუთგზის ჩემპიონი
(1989 - გუნდური; 1997, 98, 01. სინქრონული
1998 - პირადი)
და ხუთგზის მეორე
(1993, 95, 00 - სინქრონული
1993, 00 - პირადი)
სამგზის მესამე
(1998 - გუნდური
2001 - პირადი
2002 - სინქრონული) პრიზიორი,
სსრკ ჩემპიონი
(1990 - პირადი)
მეორე (1989 - პირადი)
და მესამე (1990 - სინქრონული) პრიზიორი,
დობროვოლსკის თასის მფლობელი (1988 - პირადი) ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988) 1996 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, 1998-იდან გამოდის ამ ქვეყნის სახელით. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.