სალომე მელია დაიბადა 1987 წლის 14 აპრილს ქალაქ ბათუმში. სალომემ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში შეისწავლა. სალომეს პირველი მწვრთნელი მამამისი — გენადი მელია იყო.სამართალმცოდნე. საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის. საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის საპატიო სიგელით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) მედლითა და საპატიო სიგელით. სპორტის რაინდი. პრეზიდენტის სტიპენდიანტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2013 წლის და აჭარის მრავალგზის საუკეთესო სპორტსმენი. ფიდეს შშმ პირთა კომისიის წევრი. აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი; საქართველოს სამგზის ჩემპიონი და ოთხზგის პრიზიორი. ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ხუთგზის პრიზიორი; ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ორგზის ვიცე-ჩემპიონი (კლასიკურ და სწრაფ ჭადრაკში) და ერთგზის ბრინჯაოს მედალოსანი; ნონა გაფრინდაშვილის თასის მფლობელი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი, ოთხგზის პრიზიორი და პირად დაფაზე ორგზის ოქროს მედალოსანი. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი გუნდურ და პირად ჩათვლაში. ევროპის გუნდური ჩემპიონატების სამგზის პრიზიორი და პირად დაფაზე ოქროს მედალოსანი. ევროპის საკლუბო ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებული და ოთხგზის პრიზიორი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (2005), საერთაშორისო ოსტატი ვაჟთა შორის (2007) წელი. 18 - წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2005 - 06), 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2009), ევროპის საკლუბო პირველობის მესამე პრიზიორი (2010). სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2010), ,ევროპის გუნდური პირველობის (2011) და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის (2011) წლის მესამე პრიზიორი, კლუბ "ბათუმის" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონი (2017).
მეორე ადგილი()
ჭადრაკი - 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2022, ჩენაი, ინდოეთი
მეორე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 2013, ლეგნიცა, პოლონეთი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 2014, პლოვდივი, ბულგარეთი
მეორე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი
პირველი ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი
მესამე ადგილი()
ჭადრაკი - ქალთა 24-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი