სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ლევან ჭილაშვილი 1930-2004წწ გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. დაბ. გურჯაანი, კახეთი ლევან ჭილაშვილი 1930-2004წწ გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. დაბ. გურჯაანი, კახეთი

1930-2004 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჭილაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

376       ბეჭდვა

ლევან ჭილაშვილი 1930-2004წწ გარდ. 74 წლის, აკადემიკოსი, ისტორიკოსი, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. დაბ. გურჯაანი, კახეთი

ლევან ჭილაშვილი (დ. 17 აგვისტო1930 — გ. 26 აპრილი2004) — ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1954 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი, სადაც 1967 წლიდან მის გარდაცვალებამდე იყო პროფესორი. 1958 წელს ლევანმა მიიღო ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1967 წელს – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.


1991 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1956 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის  ინსტიტუტის ასპირანტი, 1957 -1960 წლებში მისი მოღვაწეობა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გრძელდება უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1960-1970 წლებში - ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, 1970-1973 წლებში - მუზეუმის დერექტორის მოადგილე, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე - მუზეუმის დირექტორი იყო. მისი მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995-2003წწ. ნეკრესში ლ. ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.397; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.150 



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1958-1991 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ქალაქები და საქალაქო ცხოვრება შუა საუკუნეების საქართველოში" (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა).
  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1998 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1982 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.02.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0