სოფელი ჩიღო, ახმეტის რაიონი. 11 იანვარი, 1931წელი გარდაიცვალა 2017 წელს დაბადების ადგილი: სოფელი ჩიღო, ახმეტის რაიონი.
დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961-1999წწ. მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე; 1999 წლიდან იქვე ხელმძღვანელობს ისტორია სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; მისი კვლევის საგანია თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხები; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1999).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.613
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2003 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 2006. - 99940-37-81-1
"ვინამ თქვა თუშთა დალევა?!" (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2001. - 640გვ. . - ISBN: 99928-899-7-7
თუშეთის ისტორიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 366 გვ.