სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
არლონდ ჩიქობავა 1898-1985წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. საჩიქობავო, სენაკი, სამეგრელო. არლონდ ჩიქობავა 1898-1985წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. საჩიქობავო, სენაკი, სამეგრელო.

1898-1985 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჩიქობავა სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

130       ბეჭდვა

არლონდ ჩიქობავა 1898-1985წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. საჩიქობავო, სენაკი, სამეგრელო.

არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა (დ. 26 მარტი [ძვ. სტ. 14 მარტი] 1898საჩიქობავო — გ. 5 ნოემბერი1985თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი, აკადემიკოსი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


დაბადების ადგილი: სოფელი საჩიქობავო, სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1922 წელს.


1926-1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1933-1960წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრას. 1936-1985წწ. თბილისის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების გამგეა, 1950-1952წწ. კი ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი თემები იყო: იბერიულ-კავკასიური ენები, ენათმეცნიერების თეორიული პრობლემები, რუსთველოლოგია, ქართული და კავკასიური ენების გრამატიკა, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორია, ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, ლექსიკოგრაფია, და ა.შ. არის 300-მდე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის, მათ შორის 14 მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (ამჟამად "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება") დამფუძნებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია (1951).


 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბერლინის უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი (1960-)
  • დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1968-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1951 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 2


ჩიქობავა - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

ჩიქობავა რომანოზ დაბ. 1949-2005წწ. დეკანოზი მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრი

2 0

ბახვა ჩიქობავა 1967- 2022წწ. გარდ. 55წლის მარიუპოლში, უკრაინა. დაბ. სენაკი, სამეგრელო

2 0

მიხეილ ჩიქობავა 1962-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი

2 0