სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჩიქობავა რომანოზ დაბ. 1949-2005წწ. დეკანოზი მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრი ჩიქობავა რომანოზ დაბ. 1949-2005წწ. დეკანოზი მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრი

1949-2005 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ჩიქობავა სია

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

263       ბეჭდვა

ჩიქობავა რომანოზ დაბ. 1949-2005წწ. დეკანოზი მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრი

დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა

მამა რომანოზი (ერისკაცობაში რამინ ჩიქობავა) დაიბადა 1949 წლის 1 
იანვარს ქ. წალენჯიხაში, კეთილმორწმუნე ქრისტიანულ ოჯახში. მისი 
მშობლები _ ვლადიმერი და ანეტა ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ. 
ოჯახის შექმნის შემდეგ მამა რომანოზი და ფოფოდია ელენე, ღვთის 
განგებით, ტაძრის ახლოს, მღვდლებთვალთვაძეების ნასახლარზე დაფუძდნენ. 
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 1988 წელს აღდგა. ჭყონდიდელ 
მთავარეპისკოპოს გიორგის (შალამბერიძე, ამჟამად ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი) ლოცვა-კურთხევით ამ 
ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი შალვა აფხაიძე, რომელიც 1988-1990 წლებში მსახურობდა.
მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ, უფლის ნებით, გამოარჩია მოყვასისადმი უსაზღვრო სითბოსა და დიდი მადლის მქონე 
პიროვნება _ რამინ ჩიქობავა და 1990 წლის 22 ივლისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის 
სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდელ მიქაელ ასათიანის თანამწირველობით აღვლენილ წირვაზე დიაკვნად აკურთხა 
და უწოდა რომანოზი. ერთი კვირის შემდეგ, 1990 წლის 29 ივლისს, მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ იმავე ტაძარში მღვდლად ხელი
დაასხა დიაკონ რომანოზს და განაწესა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში. მამა 
რომანოზი, იმავდროულად, მსახურობდა კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის მონასტერში (მაშინ 
მამათა, ამჟამად დედათა მონასტერი). 
1992 წლის 7 ივლისს შეიარაღებული მხედრიონელები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო 
ტაძარში მივიდნენ და განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ზვიად 
გვ278

გამსახურდიას მომხრეები იქ იარაღს ინახავდნენ და მისი ძებნის საბაბით შიგნით რბევა მოაწყვეს. ლევან II დადიანის 
ეკვდერში იატაკი ამოთხარეს, ძვლები ამოყარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. გაწბილებულებმა მამა რომანოზს დაუწყეს 
წამება, ოჯახის წევრთა თვალწინ ავტომატის კონდახის დარტყმით თავზე ჭრილობა მიაყენეს. მეორე დღეს დააპატიმრეს 
და თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 19 დღე იყო საპატიმროში, სხვა უდანაშაულო ადამიანებთან ერთად აგრძელებდნენ მის წამებას.
მამა რომანოზმა წამება ღირსეულად დაითმინა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ლოცავდა. მთელი დღეების განმავლობაში ოჯახის წევრებს მის 
შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონდათ და კოშმარული მოლოდინით შეძრულნი ელოდნენ ყოველი 
მომდევნო დღის დადგომას. ბოლოს, 27 ივლისს, როგორც იქნა, გაათავისუფლეს. სასტიკად ნაგვემი, სასოწარკვეთილი და
ღონემიხდილი ჩამოვიდა გადამწვარ და აწიოკებულ წალენჯიხაში, ეკლესიაში ავიდა, ზარები შემოკრა, ხატების 
წინ დაიჩოქა და მთელი ღამე ლოცულობდა და ტიროდა. 
1993 წლის 25 სექტემბერს წალენჯიხის ტაძარი მოილოცა დევნილობიდან დაბრუნებულმა, საქართველოს პირველმა 
პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. მამა რომანოზმა პრეზიდენტს აჩუქა ბიბლია, დალოცა იგი და მისი თანმხლებნი.
ზოგიერთი მორწმუნე მრევლი ახლო რაიონებიდანაც ახერხებდა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო
ტაძარში საღმრთო ლიტურღიაზე დასწრებას. მამაო წირვას ხშირად ღამისთევით აღავლენდა. ღვთისმსახურების 
დამთავრების შემდეგ შორიდან მოსულები და ადგილობრივები სატრაპეზოდ და მოსასვენებლად სახლში მიჰყავდა.
სტუმრების მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ავლენდა ოჯახის ყველა წევრი.
მღვდელი რომანოზი 2001 წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოეს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 
სიცოცხლის ბოლომდე იყო წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. 
გვ279

იგი ჯერ კიდევ ერისკაცობაში ყოფნის დროს გულმოდგინედ აგროვებდა ეთნოგრაფიულ ნივთებს, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს,
ხალხურ გადმოცემებს, სამეცნიერო მასალებს, მათ შორის წალენჯიხის ტაძრის შესახებ. მოძიებული მასალებით ტაძრის სამრეკლოს პირველ სართულზე 
მუზეუმი მოაწყო, მაგრამ 1992 წელს მხედრიონელებმა, მორიგი თარეშისას, მუზეუმი მთლიანად გაძარცვეს და საუკეთესო 
ნივთები წაიღეს.
2005 წლის 20 თებერვალს, საღმრთო ლიტურღიის შესრულების შემდეგ, ახალჯვარდაწერილი წყვილის დასალოცად 
მისული მოძღვარი ყველასათვის მოულოდნელად აღესრულა, სამოთხეში უფალთან გადასახლდა. დაობლდა ოჯახი,
სულიერი შვილები.მისი დაკრძალვის დღეს, 24 თებერვალს, დილას, მეუფე 
გერასიმემ და სამღვდელოებამ საღმრთო ლიტურღია აღავლინეს.
მამა რომანოზთან გამოსათხოვებლად დილიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდა საპატრიარქოს, ეპარქიის, მთავრობის 
წარმომადგენლები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მრევლი. იგი დასაფლავებულია წალენჯიხის მაცხოვრის 
ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, დასავლეთ მხარეს. 
ზაურ ჯალაღონია
ვაჟა ფიფია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0