სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9269

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
აკაკი შანიძე 1887-1987წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. ქვემო ნოღა, სამტრედია, იმერეთი. აკაკი შანიძე 1887-1987წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. ქვემო ნოღა, სამტრედია, იმერეთი. აკაკი შანიძე 1887-1987წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. ქვემო ნოღა, სამტრედია, იმერეთი.

1887-1987 წწ. გარდ. 100 წლის

აკადემიკოსი

გვარი შანიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

118       ბეჭდვა

აკაკი შანიძე 1887-1987წწ. აკადემიკოსი, ენათმეცნიერი სოფ. ქვემო ნოღა, სამტრედია, იმერეთი.

აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 26 თებერვალი [ ძვ. სტ. 14 თებერვალი]1887ქვემო ნოღაქუთაისის მაზრა — გ. 29

მარტი1987თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერიდიალექტოლოგიფილოლოგილექსიკოლოგირუსთველოლოგიფოლკლორისტიარმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948–1950).


დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს.


1918-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა",  რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა.


უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.682


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1939-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთერთი დამაარსებელი
  • ინგლისელ "ფილოლოგთა საზოგადოება" , წევრი (1979-)
  • პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, წევრ-კორესპონდენტი (1937-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენისათვის
  • 1979 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი


ბიბლიოგრაფია



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 27.01.2022

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 02.05.2023



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0