სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის ჩემპიონი
თინათინ ლეკვეიშვილი დ.1954წ. ევროპის ჩემპიონი ცურვა სოფ. იანეთი სამტრედია
ბმულის კოპირება

ევროპის ჩემპიონი

გვარი ლეკვეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

383       ბეჭდვა

თინათინ ლეკვეიშვილი დ.1954წ. ევროპის ჩემპიონი ცურვა სოფ. იანეთი სამტრედია

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
1
1

თინათინ ლეკვეიშვილი (დ. 2 იანვარი, 1954, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ცურვა), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1970-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოცურავე გულაღმა სტილით. 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი (100-მეტრიანი დისტანცია), ამავე შეჯიბრებაში ვერცხლის მედლის გამარჯვებული კომბინირებულ ესტაფეტაში (4x100 მ.), 1970 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (200-მეტრი დისტანცია). ოთხგზის (1968–1971) საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ასმეტრიან და სამგზის (1970–1972) 200-მეტრიან (გულაღმა ცურვა) დისტანციაზე. დაასახელეს საქართველოს 1970 წლის საუკეთესო სპორტსმენად.

მესამე ადგილი()

საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი

მეორე ადგილი()

საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი

პირველი ადგილი()

საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1970, ბარსელონა, ესპანეთი


სტარტზე ყველაზე ბოლოს მიირბინა. პირთამდე სავსე ტრიბუნების გუგუნიც ბუნდოვნად ესმოდა. აუზში გადაეშვა თუ არა, თევზივით გასრიალდა წყლის ზედაპირზე. ლამის კორპუსით გაუსწრო მეტოქეებს. ფინიშთანაც პირველი იყო. 16 წლის ქართველმა ქალიშვილმა თინათინ ლეკვეიშვილმა 0.00,01-ით გაუსწრო ცნობილ უნგრელ მოცურავე ანდრეა დიარმარტს და ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.


ეს იყო 1970 წელს. ბარსელონამ მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. თინათინ ლეკვეიშვილმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1.07,8-ით ოქროს მედალი დაიმსახურა და ტურნირის რეკორდიც დაამყარა. მეორე-მესამე ადგილებზე ანდრეა დიარმარტი (1.07,9) და ჰოლანდიელი იაკობი ბუტერი (1.08,5) გავიდნენ.


200 მეტრზე ამავე დისციპლინაში დიარმარტმა გაიმარჯვა (2.25,5), მეორე ადგილი ბარბარა ხოფმაისტერს (გდრ, 2.26,6) ერგო, ქართველი მოცურავე ბრინჯაოს მედლით (2.27,1) დაკმაყოფილდა, თუმცა იმავე ჩემპიონატზე მედლების კოლექცია მაინც შეავსო – 4X100 მეტრზე ესტაფეტაში მეორე ადგილი დაიკავა.


დაწუნებული ტანმოვარჯიშე


- ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, - ღიმილით იგონებს ვეტერან მოცურავე. - ახლობლების რჩევით, დედამ თავის ბიცოლასთან - თინა ქოიავასთან მიმიყვანა, რომელიც ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობდა. სამი თვის შემდეგ მან ჩემებს გამოუცხადა, თინანოსგან (შინაურები ასე ეძახდნენ) ტანმოვარჯიშე არ დადგება და უმჯობესია, ისევ თავის მუსიკას და ინგლისურს მიხედოსო.


ქალბატონ თინა ქოიავას ვაჟმა, იურიმ, რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ცურვის სექციაში მივიყვანოთო, თქვა. ეს სახეობა, ალბათ, იმიტომ შეარჩია, რომ თავად წყალბურთელობდა. "დინამოს" საცურაომდე ორ ნაბიჯზე - მაშინდელ ტელმანის ქუჩაზე ვცხოვრობდი. მარგარიტა ტატიშვილს ჩააბარეს ჩემი თავი. ოთხი თვე საჭყუმპალაოდან არ ამოვსულვარ, ერთხელ გავცივდი და გაკვეთილები გამიცდა. მშობლებმა აუზს ჩამომაშორეს. ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ ყურიც არავინ მათხოვა.


- მაშ, მოცურავე როგორღა გახდით?


- მუსიკაზე ბებიას დავყავდი. ერთ დღეს ქუჩაში ჩემი მწვრთნელი შეგვხვდა. ქალბატონმა მარგალიტამ ბებია დაიყოლია და დედისგან უჩუმრად მთელი წელიწადი ვიარე ცურვაზე. მერე "მხიარული დელფინის" საქალაქო შეჯიბრებაზე საპრიზო ადგილი დავიკავე. მე და ბებიამ დიდის ამბით მივართვით დედას ჩემი სიგელი. ძალიან გაგვიბრაზდა, მაგრამ მოვთაფლეთ და ვარჯიშზე სიარულის ნებაც დავტყუეთ. მაშინ 10 წლის ვიყავი. ორი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოვიგე უფროსებში, ხოლო ლენინგრადში თანატოლებს ვაჯობე საკავშირო პირველობაზე.


- ყველაზე დიდი სიხარული როდის განიცადეთ?


- 1968 წელს წახკახორში. 14 წლის გოგონამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოვიგე გულაღმა ცურვაში 100 და 200 მეტრ დისტანციებზე, თანაც საკავშირო რეკორდებით. ამგვარი წარმატება მომდევნო წლებში კიდევ ზედიზედ ხუთჯერ გავიმეორე. 1968 წელსვე საკავშირო ნაკრებში მიმიწვიეს და მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე ვიასპარეზე. პირადში ვერა, მაგრამ ესტაფეტაში საბჭოთა ნაკრებმა. რომლის შემადგენლობაში მეც ვიყავი, მე-4 ადგილი დაიკავა.


1968-1972 წლებში თინათინ ლეკვეიშვილმა 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში შვიდი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რვაჯერ გააუმჯობესა საკავშირო რეკორდი, 1969 და 1971 წლებში ბუდაპეშტსა და ბრატისლავაში ევროპის თასი მოიგო, საქართველოს რეკორდი 16-ჯერ დაამყარა.


მკაცრი გაფრთხილება


- მაგრამ ხომ იყო უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებიც, თუნდაც ევროპის ჩემპიონობა?


- 1970 წელი ჩემთვის მართლაც დაუვიწყარია: ჯერ საკავშირო ჩემპიონატზე ორი "ოქრო" ავიღე, შემდეგ საბჭოთა კავშირ-გდრ-ის სამატჩო შეხვედრაზე გავიმარჯვე. ბოლოს ბარსელონაში ამოვყავი თავი, ევროპის ჩემპიონატზე. წინასწარი გაცურვისას ფინალში მეშვიდე შედეგით შევედი. გადამწყვეტი პაექრობის წინ მწვრთნელებისგან დაიმედებული, რომ საკმაო დრო მქონდა დასასვენებლად, არხეინად ვიყავი.


ამ დროს ვლადიმერ ბურემ დამიყვირა, შენები (გაცურვის მონაწილეები) სტარტზე მიდიან, რაღას უცდიო. ამ დროს აფორიაქებული მწვრთნელებიც მოვარდნენ. არ მახსოვს, როგორ გავირბინე მანძილი სტარტამდე. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და მეშინოდა, წაგება ჩემთვის არ დაებრალებინათ. წყალში გადავეშვით თუ არა, ისე მძლავრად გავცურე პირველი ორმოცდაათი მეტრი, რომ უახლოეს მდევარს მთელი კორპუსით გავუსწარი. დარჩენილ დისტანციაზე კი ვიგრძენი, როგორ მელეოდა ძალა, მეტოქეებიც მეწეოდნენ.


თავს შევუძახე და ბოლო-ბოლო 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე. 200 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მერგო, ხოლო 4X100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში, სადაც ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი გალინა სტეფანოვა-პროზუმენშიკოვა, ვალენტინა ტუტაევა და ტატიანა ზოლოტნიცკაია, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავედი. იმ წელიწადს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც გავხდი. მქონდა სხვა წარმატებებიც, 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადებზეც, მეხიკოს მსგავსად, 4X100 მეტრზე ესტაფეტაში მცირედით გაგვისწრეს მეტოქეებმა და მე-4 ადგილზე დაგვტოვეს.


- საბჭოთა ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად ქართველ სპორტსმენებს ყოველთივს დიდი ჯაფა ადგებოდათ. თქვენ თუ განგიცდიათ ასეთი წნეხი "ზემოდან"?


- ჩემსა და მეორე-მესამე ნომრებს შორის დიდი სხვაობა იყო ყოველთვის, ამიტომ ნაკრების მწვრთნელები ვერ მელეოდნენ. 1970 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, უკვე სამედიცინო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ცურვისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, მაგრამ მიუნხენის ოლიმპიადამდე ამის უფლება არ მომცეს, მაშინ, ხომ იცით, მარტო სპორტსმენზე როდი იყო ყველაფერი დამოკიდებული.


ის კი არა, ჩემდა დაუკითხავად, ორი წლით ინსტიტუტში აკადემიური გამიფორმეს, რომ ვარჯიშში ხელი არ შემშლოდა. იყო ერთი პატარა ინციდენტი, ოღონდ "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტთან 1968 წელს. მეხიკოს ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე საწვრთნელ ბაზაზე მოვიდა ის კაცი. ინტერვიუ სურდა ჩემთან, როგორც საბჭოთა ნაკრების ყველაზე მცირეწლოვან წევრთან.


როცა მკითხა, მეხიკოში რას აპირებო, დაუფიქრებლად ვუპასუხე: "Прославить Грузию". კორესპონდენტმა მაშინვე გამორთო მიკროფონი, საკმაოდ სახემოღუშულმა მკაცრად გამაფრთხილა: ეს ერთხელ გითქვამს და მეორედ აღარ გაიმეორო, გახსოვდეს, რომ შენ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ხარო. მაშინ კი შემეშინდა, არ დამტოვონ-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა...


1973 წელს თინათინ ლეკვეიშვილმა საკავშირო ჩემპიონატზე ბოლო ოქროს მედლები მოიხვეჭა. მერე ცისფერი ბილიკიდან "გადაუხვია" და ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა "სამოქალაქო პროფესიის" ათვისებას. აქაც იყოჩაღა.


ძნელია, იყო კარგი ექიმი, მით უმეტეს, ონკოგინეკოლოგი. უფრო ხშირად თითქმის განწირულ ადამიანებთან უხდებოდა ურთიერთობა, მაგრამ დიდი ოჯახის დედამ და ბებიამ კარგად იცის მზრუნველობისა და სიყვარულის ფასი, რომელსაც იგი თავის პაციენტებსაც არ აკლებდა. გულისხმიერ მკურნალსაც არასდროს ჰკლებია ხალხის სიყვარული.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16