მიხეილ შალვას ძე მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[2] საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი
თავდამსხმელი
1954-1969 - თბილისის „დინამო“
1970 - თბილისის „ლოკომოტივი“
ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი: 1960
სსრკ ჩემპიონი: 1964
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962, 1967, 1969
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1965
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 7-ჯერ მოხვდა: #1 - 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965; #3 - 1958
სსრკ ნაკრებში: 35 მატჩი, 4 გოლი (1959-1966)
სხვა ჯილდოები:
სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი
*-მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ (1971) დააარსა საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. დღეს სკოლა მის სახელს ატარებს
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ასევე XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში
*-2004 წელს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა
*-2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 50 თეთრის ღირებულების მარკაზე მიხეილ მესხია გამოსახული
*-2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ მესხის სტადიონის შესასვლელთან დაიდგა მიხეილ მესხის ძეგლი (მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია)
*-მისი ვაჟი, უმცროსი მიხეილ მესხი 1979-1986 წლებში თბილისის „დინამოს“ ძირითადი და დუბლშემადგენლობის წევრი იყო
პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი