სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ევროპის ჩემპიონი
ალექსანდრე მეტრეველი დ.1944წ. ევროპის ჩემპიონი ჩოგბურთი წარმ. ონი რაჭა
ბმულის კოპირება

ევროპის ჩემპიონი

გვარი მეტრეველი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

301       ბეჭდვა

ალექსანდრე მეტრეველი დ.1944წ. ევროპის ჩემპიონი ჩოგბურთი წარმ. ონი რაჭა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
2
0
0

ალექსანდრე მეტრეველი (დ. 2 ნოემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ყოფილი საბჭოთა ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეცხრე ჩოგანი.

1973 წელს, მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც ჩეხოსლოვაკ იან კოდეშთან დამარცხდა[5]. იგი ასევე ორჯერ გავიდა უიმბლდონის შერეული წყვილების ფინალში ოლგა მოროზოვასთან ერთად (1968, 1970), თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 1962 წელს 17 წლის ასაკში, მეტრეველი უიმბლდონის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ბრიტანელ სტენლი მეთიუზთან დამარცხდა[6]. უიმბლდონის გარდა, სხვა დიდი სლემის ტურნირებიდან, ალექსანდრე მეტრეველმა ავსტრალიის (1972) და საფრანგეთის (1972) ღია პირველობების ნახევარფინალებამდე, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე (1974) მიაღწია. კარიერა ჩოგბურთელმა 1980 წელს დაასრულა. ჯამში მან ATP-ის 5 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში. მეტრეველი არის ევროპის 16-გზის და სსრკ-ს 29-გზის ჩემპიონი ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში. იგი არის სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). მეტრეველი იყო ერთადერთი საბჭოთა მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა და ვინც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მოხვდა (მსოფლიოს მე-9 ჩოგანი 1974 წელს). იგი 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში, აქედან 12-ჯერ პირველ ნომრად (1966–67, 1969–78). რეგულარულად იღებდა მონაწილეობას დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. მეტრეველი არის სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო სსრკ-ს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2015 წლის უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ალექსანდრე მეტრეველი დეივისის თასის სპეციალური მედლით (ინგლ. Davis Cup Commitment Award) დაჯილდოვდა. ჯილდო მას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანჩესკო რიკი ბიტმა გადასცა


უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (1973)

შერეულ წყვილებში (1968, 70 - ოლგა მოროზოვასთან ერთად).

ევროპის 16-გზის ჩემპიონი (აქედან 1970-71, 73, 75, 77-78 წლებში - ერთეულთა თანრიგში),

სსრკ 29-გზის ჩემპიონი (აქედან 1966-67, 69-76, 78, 80 წლებში - ერთეულთა თანრიგში).

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975).

ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი კაცი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა (1974-ში - მე-9 ნომრად).

18 წელიწადს შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში, აქედან 12-ჯერ - პირველ ნომრად (1966-67, 69-78).

მონაწილეობა მიიღო “დიდი სლემის” 23 ტურნირში (74 შეხვედრიდან 52 მოიგო).

სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “დევისის თასის” 38 მატჩში (105 შეხვედრიდან 80 მოიგო).

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ღირსების ორდენის კავალერი.

მოთამაშის კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,

სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

უზბეკეთის ნაკრების კონსულტანტი.

ამჟამად რუსული ტელეკომპანია HTB-ს სპორტული კომენტატორია.

პირველი ადგილი()

ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970

პირველი ადგილი()

ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი (მოყვარულები) 1970


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16