ვახტანგ ბლაგიძე (დ. 23 ივლისი, 1957, ჩოჩხათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1878). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 1981), მსოფლიო თასის მფლობელი (1982), ევროპის ორგზის (1978, 1980), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სპორტის რაინდი 2013 წელს. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. ვახტანგ ბლაგიძემ კარიერა დაასრულა 1982 წელს.
დაიბადა 1954 წლის 23 ივლისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (52კგ)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1980 (52კგ; მოსკოვი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1978 (52კგ; მეხიკო, მექსიკა), 1981 (52კგ; ოსლო, ნორვეგია)
ევროპის ჩემპიონი - 1978 (52კგ; სოფია, ბულგარეთი), 1980 (52კგ; პრიევიძა, ჩეხოსლოვაკია)
მსოფლიო თასი - 1982 (52კგ)
მსოფლიო უნივერსიადა - 1977 (52კგ)
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1979 (52კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1981 (52კგ; როსტოვი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (52კგ; ულიანოვსკი), 1980 (52კგ; მოსკოვი)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1978
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2013
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
მედალი შრომითი წარმატებისთვის (სსრკ)
*-ვახტანგ ბლაგიძის შედეგები 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე:
შესარჩევი ტურნირი: ტაისტო ჰალონენი (ფინეთი) - მოგება
შესარჩევი ტურნირი: ჰარალამბოს ჰოლიდისი (საბერძნეთი) - მოგება
შესარჩევი ტურნირი: მლადენ მლადენოვი (ბულგარეთი) - მოგება
ფინალური წრე: ანტონინ იელინეკი (ჩეხოსლოვაკია) - მოგება
ფინალური წრე: მლადენ მლადენოვი (ბულგარეთი) - მოგება
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „ვახტანგ ბლაგიძე“.
პირველი ადგილი(მჩატე წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1981, დონის როსტოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(მჩატე წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1980, მოსკოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(მჩატე წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1976, ულიანოვსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(-52 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1980, პრევიდზე, ჩეხოსლოვაკია
პირველი ადგილი(-52 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1978, სოფია, ბულგარეთი
პირველი ადგილი(-52 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1981, ოსლო, ნორვეგია
პირველი ადგილი(-52 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1978, მეხიკო, მექსიკა
პირველი ადგილი(-52 კგ)
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ