სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
კეტაშვილი გელა დ.1965წ. ოლიმპიური ჩემპიონი.ფეხბურთი  თბილისი

მაქს.წარმატება 23 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი კეტაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

465       ბეჭდვა

კეტაშვილი გელა დ.1965წ. ოლიმპიური ჩემპიონი.ფეხბურთი თბილისი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
0
0
გელა კეტაშვილი (დ. 27 სექტემბერი, 1965) — ქართველი ფეხბურთელი, მცველი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.
ბიოგრაფია:

მცველი
1981-1983 - ქუთაისის „ტორპედო“
1984-1990 - თბილისის „დინამო“ („იბერია“)
1991 - ლანჩხუთის „გურია“
1993-1994 - თბილისის „თეთრი არწივი“
1994 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1988 (სეული)
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 2-ჯერ მოხვდა: #2 - 1989; #3 - 1988
სსრკ ნაკრებში: 3 მატჩი (1989)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 11 მატჩი (1986-1988)
საქართველოს ნაკრებში: 1 მატჩი (1990)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1988
სპორტის რაინდი - 2016
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999
*-ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში
*-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გოლის (და ავტოგოლის) ავტორი. 1990 წლის 30 მარტს, ჩემპიონატის გახსნის მატჩში თბილისის „იბერია“ შინ ფოთის „კოლხეთი 1913“-თან 0:1 დამარცხდა. გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა ბურთი
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი (1990 წლის 27 მაისს თბილისში, ლიტვასთან - 2:2)
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ილია ბაბუნაშვილის წიგნი „გელა კეტაშვილი“
*-2015 წლის 27 ივლისს გელა კეტაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ნინო სალუქვაძესთან და ზურაბ ზვიადაურთან, ასევე გინესის რეკორდსმენ თემურ დადიანთან ერთად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა: მან ჩირადღდანი თემურ დადიანს გადაულოცა, რომელმაც თავის მხრივ ის ნინო სალუქვაძეს გადააბარა. ესტაფეტა ზურაბ ზვიადაურმა დაასრულა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16