ალექსანდრე ტუტაკაევი (დ. 10 სექტემბერი, 1943, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ცურვა), სსრკ ჩემპიონი (1966, 200 მ), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
სსრკ ჩემპიონი (1966 _ 200 მ), მეორე (1964 _ 400 მ) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963 _ კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ, 1966 _ 100 მ), ტოკიოს ოლიმპიური თამაშების (1964) მონაწილე (200 მ _ IV ადგილი; კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ _ IV ადგილი). საუკეთესო პირადი შედეგები: ბრასი 100 მ _ 1.09.1 წთ, 200 მ _ 2.29.8 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
მეორე ადგილი()
საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1966, უტრეხტი, ნიდერლანდები