სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
რევაზ მინდორაშვილი დ.1976წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა სოფ.კოლაგი, გურჯაანი

მაქს.წარმატება 32 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი მინდორაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

516       ბეჭდვა

რევაზ მინდორაშვილი დ.1976წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა სოფ.კოლაგი, გურჯაანი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
3
3
2

რევაზ მინდორაშვილი (დ. 1 ივლისი, 1976, სოფ. კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი)


— ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში 84 კგ წონით კატეგორიაში პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (2008). არის მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი. 2012-2017 წლებში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს წვრთნიდა. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „რევაზ მინდორაშვილი“. სპორტის რაინდი (2005), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018)


ტიტულები:

ოლიმპიური ჩემპიონი - 2008 (84კგ; პეკინი)

მსოფლიოს ჩემპიონი - 2005 (84კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2006 (84კგ; გუანჟოუ, ჩინეთი)

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2003 (84კგ; ნიუ იორკი, აშშ)

ევროპის ჩემპიონი - 2003 (84კგ; რიგა, ლატვია)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2004 (84კგ; ანკარა, თურქეთი), 2008 (84კგ; ტამპერე, ფინეთი)

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2002 (84კგ; ბაქო, აზერბაიჯანი)

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2005


სხვა ჯილდოები:

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

ღირსების ორდენი

*-რევაზ მინდორაშვილის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:

1/8: დავით ბიჩინაშვილი (გერმანია) - მოგება

1/4: არტურ ენოქიანი (სომხეთი) - მოგება

1/2: გეორგი კეტოევი (რუსეთი) - მოგება

ფინალი: იუსუფ აბდუსალამოვი (ტაჯიკეთი) - მოგება

*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (XIII ადგილი).

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „რევაზ მინდორაშვილი“.

*-2012-17 წლებში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს წვრთნიდა.

*-2017 წელს, თბილისში, ლისის ტბის ახლოს, პირადი სახსრებით ააშენა საჭიდაო დარბაზი და პატარა მოჭიდავეებს ავარჯიშებს.

მეორე ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი

მეორე ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2004, ანკარა, თურქეთი

პირველი ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, რიგა, ლატვია

მესამე ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი

მეორე ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჩჟოუ, ჩინეთი

პირველი ადგილი(-84. კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი

მესამე ადგილი(84 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, ნიუ-იორკი, აშშ

პირველი ადგილი(84 კგ)

ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი


შვილებთან ერთად


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.07.2022
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16