ავთანდილ გიორგის ძე ქორიძე (დ. 15 აპრილი, 1935, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1966, თერჯოლა) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (67 კგ). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. ჭიდაობა დაიწყო 1949 წლიდან.სსრკ ჩემპიონატზე მისი დებიუტი შედგა 1954 წელს, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა. ავთანდილ ქორიძე იყო რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი, ადრიატიკის თასის მფლობელი (1959), საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. მწვრთნელი — პეტრე იორდანიშვილი. გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით. 1966 წლის 12 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში თერჯოლის სიახლოვეს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
წყარო-www.wikipedia.ge
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1960 (67კგ; რომი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1961 (67კგ; იოკოჰამა, იაპონია)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1957 (67კგ; ლენინგრადი), 1960 (67კგ; სარატოვი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1958 (67კგ; ლვოვი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1957 (67კგ; ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო თამაშები), 1959 (67კგ; ადრიატიკის თასი)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1960
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003 (გარდაცვალების შემდეგ)
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) - 1960
*-ავთანდილ ქორიძის შედეგები 1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე:
I წრე: მარიო დე სილვა (იტალია) - მოგება
II წრე: ბენ ჰონდრუპი (აშშ) - მოგება
III წრე: კიესტი ლეჰტონენი (უნგრეთი) - ფრე
IV წრე: ანასტასის მოისიდისი (საბერძნეთი) - მოგება
V წრე: დიმიტრ სტოიანოვი (ბულგარეთი) - მოგება
VI წრე, ოქროს მედლისთვის: ბრანკო მარტინოვიჩი (იუგოსლავია) - მოგება
*-1960 წელს, რომის ოლიმპიადის V წრეში ბულგარელ დიმიტრ სტოიანოვთან ორთაბრძოლის შემდეგ ავთანდილ ქორიძე დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მსაჯთა გადაწყვეტილება გაპროტესტდა, განხილვაში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი როჟე კულონიც ჩაერთო და საბოლოოდ ქორიძეს ქულებით გამარჯვება მიეკუთვნა, მიუხედავად იმისა, რომ ორთაბრძოლისას ქართველმა სუფთად დაამარცხა მოწინააღდეგე.
*-1966 წლის 11 აპრილს თერჯოლაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა 1956 წლის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ავთანდილ ქორიძე“.
მეორე ადგილი(მსუბუქი წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1960, სარატოვი, რუსეთი; თბილისი, საქართველო
მესამე ადგილი(მსუბუქი წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1958, ლვოვი, უკრაინა
მეორე ადგილი(მსუბუქი წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი
პირველი ადგილი(-67 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
პირველი ადგილი(-67 კგ)
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია