სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
რობერტ შავლაყაძე 1933-2020წწ. ოლიმპიური ჩემპიონი  მძლეოსანი სოფ.კუხი ხონი იმერეთი რობერტ შავლაყაძე 1933-2020წწ. ოლიმპიური ჩემპიონი  მძლეოსანი სოფ.კუხი ხონი იმერეთი

1933-2020 წწ. გარდ. 87 წლის

მაქს.წარმატება 27 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი შავლაყაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

380       ბეჭდვა

რობერტ შავლაყაძე 1933-2020წწ. ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსანი სოფ.კუხი ხონი იმერეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
2
2
1

რობერტ შავლაყაძე (დ. 1 აპრილი 1933თბილისი) — ქართველი მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960). სკკპ წევრი 1964 წლიდან. 1955 წელს დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV­-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1988-93). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სეოკის აღმასკომის წევრი. ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენის კავალერი.


1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა. საერთო ჯამში ოლიმპიური რეკორდი ფინალში მან, ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ბრუმელმა (სსრკ), ბრინჯაოს მედალოსანმა ჯონ თომასმა (აშშ) და მეოთხე ადგილზე გასულმა ვიქტორ ბოლშოვმა (სსრკ) დაამყარეს/გაიმეორეს.


1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა. მე-4 ადგილზე გასული სტიგ პეტერსონის (შვედეთი) მსგავსად, რობერტ შავლაყაძემაც 214 სმ დაძლია, თუმცა მეტი ცდით. 1977–1980 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა. 1981–1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „რობერტ შავლაყაძე“.

http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4328/

მესამე ადგილი()

მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1962, ბელგრადი, იუგოსლავია

პირველი ადგილი()

ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16