დაიბადა 2002 წლის 13 თებერვალს ფოთში
მწრთვნელი მარჯვნიდან რუბენ ქიქავა, ლადო ლომაია, გოჩა რუსია
მეორე ადგილი(60კგ)
კრივი - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, ბაქო, აზერბაიჯანი
მესამე ადგილი(63კგ)
კრივი - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, ანაპა, რუსეთი
საანალიზო ტიპის გვარი ლომაია დასტურდება 1621 წ. ხიბულაში მცხოვრების
გვარსახელად (ქსძ, III, 1970: 415 – 417). როგორც ზ. ჭუმბურიძე აღნიშნავს, „ცხოველთა
მეფის სახელწოდება ადამიანის სახელად გვხვდება ბევრ ხალხში“ (ჭუმბურიძე, 1987:
257). გ. გვანცელაძის ვარაუდით, გვარსახელ ლომ-ა-ია-ს საფუძვლად უდევს
ანთროპონიმი ლომ-ა (გვანცელაძე, II, 2009: 81), შდრ. პირსახელი ლომ-ა, რომელიც
დასტურდება ძველ ტექსტებშიც და სვანეთის ამჟამინდელ სინამდვილეშიც (ღლონტი,
1986: 153), თუმცა არაა გამოსარიცხი ამ გვარსახელის წარმომავლობა ისტორიულად
დადასტურებული მამაკაცის ლომ-ა-ია პირსახელისგანაც (იხ.: ღლონტი, 1986: 153).
გვარსახელის ვარიანტი ლომია იხსენიება სოფ. ოჩამჩირიდან და გერზეულიდან 1867 წ.
გადასახლებულ ნაქართველარ აფხაზთა შორისაც (ხორავა, 2014: 153).