რომან მარსაგიშვილი (დ. 4 აპრილი, 1949, სოფ. კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), გერმანიის (1974), მონღოლეთის (1977), პოლონეთის (1975, 77 კგ) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
1975 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა. მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ყაზბეგის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1972 (74კგ; კატოვიცე, პოლონეთი)
სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1971 (74კგ; მოსკოვი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1971 (74კგ; მოსკოვი)
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1971
მეორე ადგილი(მე-2 ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1971, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი(-74 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1972, კატოვიცე, პოლონეთი