სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.7 დავით V  1155 -1156 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

459       ბეჭდვა

3.7 დავით V 1155 -1156 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

დავით V — საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა — დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ — გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დემეტრე თავის მემკვიდრედ გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია, თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ამის შესახებ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო. პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა. დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდებას მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის-ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა, ივანე, დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და მეფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ივანეს შვილი, თირქაში, მტრობდა მეფეს რის გამოც შეპყრობილ იქნა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომელიც დავითის ძმის გიორგის გარშემო მოიყარა თავი. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა დამყარებული ამ ჯგუფთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: „დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა“. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს, მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს — სუმბატ და ივანე ორბელებს. ეს ამბები, წყაროების მიხედვით, 1154-1155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა. დავით V-ს მცირეწლოვანი ძე — დემნა დარჩა. დავითის სიკვდილის შემდეგ ის აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-78 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი — ივანე ორბელი, კაცი, რომელმაც წყაროების მიხედვით, თავის დროზე დიდი როლი ითამაშა გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III სასტიკად გაუსწორდა მის მოთავეებს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0