სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე კავსაძე 1886-1953წწ ტენორი, ფალავანი სოფ. ხოვლე კასპი
ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი კავსაძე სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

367       ბეჭდვა

ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე კავსაძე 1886-1953წწ ტენორი, ფალავანი სოფ. ხოვლე კასპი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე კავსაძე (დ. 7 იანვარი, 1886, სოფ. ხოვლე — გ. 30 ნოემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი მომღერალი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1943).


პატარა ლადოს და მის ძმას, მიხეილს ბიძამ გამოჩენილმა მომღერალმა და ლოტბარმა სანდრო კავსაძემ გაუღვიძა სიმღერის სიყვარული. 7 წლისა მიაბარეს თბილისის ერთ-ერთ პანსიონში. სიყმაწვილეში იგი გაიტაცა სპორტმა და სიმღერამ. მას ამეცადინებდა იმხანად თბილისში მცხოვრები იტალიელი მომღერალი ენრიკო ბორჯი. მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გაემგზავრა მოსკოვის ვოკალური განათლების მისაღებად, სადაც ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ მალე გადავიდა მოძრავ საოპერო დასში და გასტროლები დაიწყო რუსეთის ქალაქებში. ამ დასთან ერთად ლადო თბილისსაც ეწვია და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი დიდი წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, კიევის, ტაშკენტის თეატრის სცენებზე. 1921 წლიდან მშობლიურ საოპერო თეატრშია, სადაც ასრულებს ალფრედის („ტრავიატა“), ალმავივას („სევილიელი დალაქი“), ლენსკის („ევგენი ონეგინი“), ვარსკვლავთმრიცხველის („ოქროს მამალი“), კოტეს და საქოს („ქეთო და კოტე“), შოთას („თქმულება შოთა რუსთაველზე“), მალხაზის („დაისი“), მასხარას („დარეჯან ცბიერი“) და სხვა პარტიებს.


ლადო კავსაძის ლამაზი ლირიკული ტენორი და მომხიბლავი სცენური გარეგნობა უზრუნველყოფდა მის მუდმივ წარმატებას.

ვოკალური კარიერის დასარულს იგი ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე. 1939 წლიდან თბილისის ფილარმონიის დირექტორი იყო, ხოლო 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის ცირკის დირექტორად. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


ქართულის მოჭიდავე, (ჭიდაობდა ასევე ფრანგულს),

კახი კავსაძის პირდაპირი წინაპარი. 

თბილისის მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვში, იქვე ჩაირიცხა საოპერო დასში, კარგი ვოკალური მონაცემების გამო გადაიყვანეს მოძრავი საოპერო თეატრში სადაც წარმატებით გამოდიოდა ლოტბარად სხვადასხვა დიდ ქალაქებში, ასევე წარმატებით არ ღალატობდა თავის ბავშვობის საფალავნო უნარ-ჩვევებს და ასპარეზობდა ფრანგულ ჭიდაობაში.


პროფესიონალურ დონეზე მონაწილეობდა ყველა მაშინდელ მაშტაბურ "ველო-გარბენებში". აქტიური სცენიდან და სპორტული არენიდან წასვლის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ერთ ხანს მუშაობდა ფილარმონიის დირექტორად, შემდგომ სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ცირკის დირექტორი გახლდათ, სადაც მისი  ხელმძღვანელობით არაერთი დიდი თუ შედარებით მცირე მაშტაბის ჭიდაობებს მართავდა.


კახი კავსაძე 1935-2021წწ მსახიობი წარმ. სოფ ხოვლე კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.02.2021
ბოლო რედაქტირება 18.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16