სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ლერი ხაბელოვი დ.1964წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. დვალეთი

მაქს.წარმატება 28 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ხაბელოვი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

600       ბეჭდვა

ლერი ხაბელოვი დ.1964წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა წარმ. დვალეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
12
3
1

ლერი ხაბელოვი (დ. 5 ივლისი, 1964, თბილისი,) — ქართველი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი (1992). 1988 სეული, კორეა - ვერცხლი 1992 ბარსელონა, ესპანეთი - ოქრო

1985 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაბელოვი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) ჩემპიონი და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონი. ლერი ხაბელოვი 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი — ოლიმპიური ჩემპიონი.

ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998–2004 წლებში — სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წელს ლერი ხაბელოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ქარელის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.

დაოჯახებულია, ჰყავს 5 შვილი. არის ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო-www.wikipedia.ge


გვარი ხაბელოვი ქართული გვარისაგან (ხაბელაშვილი) მომდინარეობს, ბოლო დრომდე ამ გვარის ფუძსახელი (ხაბელა, ხაბა) გავრცელებული იყო, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს თიანეთში. სახელი ხაბა გვხდება XIV საუკუნის სვანურ საბუთებში. შიდა ქართლში მაცხოვრებელი ხაბარელებიც ძირად დვალეთიდან არიან.

დვალეთი — საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი (თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად თვლის).ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ, მასობრივად ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით (1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს.

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში

თავისუფალი ჭიდაობა (87, 100, 130კგ)

*-1993-96 წლებში ასპარეზობდა რუსეთის სახელით


ტიტულები:

ოლიმპიური ჩემპიონი - 1992 (100კგ; ბარსელონა)

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1988 (100კგ; სეული)

მსოფლიოს ჩემპიონი - 1985 (100კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1987 (100კგ; კრელმონ-ფერანი, საფრანგეთი), 1990 (100კგ; ტოკიო, იაპონია), 1991 (100კგ; ვარნა, ბულგარეთი), 1993 (100კგ; ტორონტო, კანადა)

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1995 (130კგ; ატლანტა, აშშ)

მსოფლიო თასი - 1986 (100კგ), 1990 (100კგ), 1991 (100კგ)

ევროპის ჩემპიონი - 1985 (100კგ; ლაიპციგი, გდრ), 1987 (100კგ; ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი), 1988 (100კგ; მანჩესტერი, ინგლისი)

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1995 (130კგ; ფრიბური, შვეიცარია)

სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი - 1986 (100კგ; მინსკი)

სსრკ ჩემპიონი - 1985 (100კგ; იაკუტსკი), 1987 (100კგ; ვორონეჟი), 1988 (100კგ; კრასნოიარსკი)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1986 (100კგ; ორჯონიკიძე), 1989 (100კგ; მახაჩყალა), 1990 (100კგ; ულან-უდე)

სსრკ თასი - 1987 (100კგ), 1988 (100კგ)

რუსეთის ჩემპიონი - 1995 (130კგ; მოსკოვი)


საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1985 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1986 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1987 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (100კგ; გერმანიის გრან პრი), 1989 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1990 (100კგ; ოლიმპიურ მოჭიდავეთა გრანდ მასტერსი), 1990 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი)

მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1983 (100კგ; ანაჰაიმი, აშშ)

მსოფლიო თასი (ახალგაზრდები) - 1984 (100კგ)

მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 1982 (87კგ), 1983 (87კგ; კოლორადო სპრინგსი, აშშ)

ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1984 (100კგ; სლაგჰავენი)

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გფრ-ის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი - 1985 (100კგ)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1987

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1986

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2014

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

ღირსების ორდენი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ორდენი - 2016

ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენი - 2016

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999

*-ლერი ხაბელოვის შედეგები 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე:

A ჯგუფი: ფრედ სოლოვი (სამოა) - მოგება

A ჯგუფი: ჰაიური ჩეზგინი (თურქეთი) - მოგება

A ჯგუფი: ფლორიანო სპისი (ბრაზილია) - მოგება

A ჯგუფი: ბოლდუნ ჯავხლანტოგსი (მონღოლეთი) - მოგება

A ჯგუფი: უვე ნოიპერტი (გდრ) - მოგება

*-ჯგუფი მოიგო და ოქროს მედლისთვის იჭიდავა

ფინალი: ვასილე პუშკაშუ (რუმინეთი) - მარცხი

*-ლერი ხაბელოვის შედეგები 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე:

B ჯგუფი: ალი კაიალი (თურქეთი) - მოგება

B ჯგუფი: იოჰანეს როსოუ (სამხრეთი აფრიკა) - მოგება

B ჯგუფი: მიროსლავ მაკავეევი (ბულგარეთი) - მოგება

B ჯგუფი: შანდორ კისი (უნგრეთი) - მოგება

B ჯგუფი: ანჟეი რადომსკი (პოლონეთი) - მოგება

*-ჯგუფი მოიგო და ოქროს მედლისთვის იჭიდავა

ფინალი: ჰაიკო ბალცი (გერმანია) - მოგება

*-1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე, რუსეთის სახელით იასპარეზა. პირველ წრეში 2:0 სძლია ზაზა ტყეშელაშვილს, თუმცა მეორე წრეში ოლიმპიადის მომავალ ფინალისტთან, ირანელ აბას ჯადიდისთან 0:4 დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ მე-14 ადგილი დაიკავა .

*-1998-2004 წლებში იყო სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

*-2000-04 წლებში იყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

*-2004-08 წლებში იყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თეიმურაზ ქორიძის წიგნი „ლერი ხაბელოვი“.

*-2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

*-2012-16 წლებში საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“).

*-2016 წლიდან საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“).

მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1990, ულან-უდე, რუსეთი

მესამე ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1989, მახაჩკალა, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1988, კრსნოიარსკი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1987, ვორონეჟი, რუსეთი

მეორე ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1986, ვლადიკავკაზი, რუსეთი

პირველი ადგილი(ქვემძიმე წონა)

თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1985, იაკუტსკი, რუსეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1992, კაპოშვარი, უნგრეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1991, ვარნა, ბულგარეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1987, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1988, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1987, ველიკო-ტირნოვო, ბულგარეთი

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1985, ლაიპციგი, გდრ

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ტოკიო, იაპონია

პირველი ადგილი(-100 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბუდაპეშტი, უნგრეთი

მეორე ადგილი(-100 კგ)

ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა

პირველი ადგილი(-100 კგ)

ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16